ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

გამომცემლობა იურისტების სამყარო, იურიდიული ლიტერატურა, იურისტები

გამომცემლობა „იურისტების სამყარო“ დაარსდა 2012 წლის 10 სექტემბერს. კომპანია ორიენტირებულია სამეცნიერო ლიტერატურის და სამართლებრივი აქტების გამოცემასა და გავრცელებაზე მთელი საქართველოს მასშტაბით. „იურისტების სამყარო“ ყოველწლიურად დაახლოებით 30 -მდე სხვადასხვა მიმართულების იურიდიულ ლიტერატურას გამოსცემს, რის შედეგადაც კომპანიამ წამყვანი პოზიცია დაიკავა  საქართველოს წიგნის ბაზარზე. სამეცნიერო ლიტერატურიდან აღსანიშნავია ცნობილი მეცნიერებისა და მკვლევარების  გამოცემები სამოქალაქო, სისხლის და საჯარო სამართალში.

ამავდროულად, კომპანია წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციაშია გაწევრიანებული და ბორდის ერთ-ერთი წევრია. გამომცემლობა აქტიურ მონაწილეობას იღებს თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალსა და სხვა მსგავს ღონისძიებებში.