+ დათვალიერება

საქართველოს შრომის კოდექსის კომენტარები

გამოქვეყნების თარიღი: მარტი 17, 2015

გასაყიდი ფასი

GEL 7.00

ჯერ არ შეგიძენიათ? ჩამოტვირთეთ უფასო ნიმუში (PDF) ყდითა და სარჩევით.

უფასო ნიმუში
A5, რბილი ყდა, 160 გვ.
ქართული
978-9941-9406-7-5

მოკლე ანოტაცია

შრომის კოდექსის კომენტარების გამოცემის საჭიროება
განაპირობა, მასში არსებითი ცვლილებების შეტანამ, ამ ცვლილებების
მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესის არსებობამ,
ორგანული კანონის პრაქტიკაში მართებულად დანერგვის
საჭიროებამ, რაც გამორიცხავს კანონის არაერთგვაროვნად გაგების
შესაძლებლობას, ლექტორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებისთვის
კოდექსის ახლებური ვარიანტის სახელმძღვანელოს
არსებობის აუცილებლობამ.

კომენტარების მეთოდოლოგია: კომენტარების შედგენისას
ყურადღება გამახვილდა: 1. განსახილველ ორგანული კანონის
თავსებადობა `ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული
ასოცირების შესახებ შეთანხმების~ მონათესავე ნორმებზე,
2. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით მიღებული
კონვენციების საფუძველზე საქართველოს მიერ ნაკისრი
ვალდებულებებითა და შესაბამისი ნორმების შიდა კანონმდებლობაში
იმპლემენტაციის აუცილებლობის საკითხებზე, თავების
მიხედვით მოცემულ კომენტარებში გაანალიზებულია საერთაშორისო აქტებით და კონვენციებით აღიარებული ვალდებულებების
შედარებითი ანალიზი და წარმოჩენილია კოდექსთან
შესაბამისობა. 3. კომენტარებში ასევე თავების მიხედვით გამოყენებულია
კვლევები ათეულობით განვითარებული ქვეყნებისა
და პოსტსაბჭოთა სივრცის (შედარებით მოწესრიგებული შრომითი
ურთიერთობების) მაგალითზე, ინსტიტუტების მიხედვით
მოყვანილია საერთაშორისო გამოცდილება. 4. კომენტარებში
გაანალიზებული და შეფასებულია როგორც ბიზნეს სექტორის,
ასევე დასაქმებულთა გაერთიანების პოზიციები (ჩემი სამუშაო
საქმიანობა მავალებდა კიდეც გამეანალიზებინა და შემესწავლა
ყველა მხარის პოზიცია სიახლეების განხილვისას, გახლდით
პარლამენტში კანონის განხილვაზე პასუხისმგებელი პირი და
მრავალი ნორმის ინიციატორი) 5. კომენტარებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა კანონში შემოტანილი, ახალებურად დახვეწილი ინსტიტუტების პრაქტიკაში გატარების გზებს. 6. კომენტარებში გაანალიზებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული უახლოესი გადაწყვეტილებებით ჩამოყალიბებული
ერთგვაროვანი პრაქტიკა შრომით-სამართლებრივი
ურთიერთობების რეგულაციის თვალსაზრისით.

კომენტარები განკუთვნილია როგორც შრომითი ურთიერთობის მხარეთათვის ასევე მასში მონაწილე მესამე პირთათვის, ლექტორ-მასწავლებლებისთვისა და სტუდენტებისთვის, იგი უნდა იქცეს სახელმძღვანელოდ, საზოგადოება მეტად გათვითცნობიერდება კანონის სიახლეების მიმართ და მათი პრაქტიკაში დანერგვა შეამცირებს სასამართლოში უსაფუძვლო დავებს.

მკითხველის შეფასება

ნანახია 3176 - ჯერ , 3 ნახვა დღეს

მსგავსი პროდუქტები