+ დათვალიერება

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის კომენტარები

გამოქვეყნების თარიღი: იანვარი 26, 2015

გასაყიდი ფასი

GEL 10.00

ჯერ არ შეგიძენიათ? ჩამოტვირთეთ უფასო ნიმუში (PDF) ყდითა და სარჩევით.

უფასო ნიმუში
A5, რბილი ყდა, 288 გვ.
ქართული
978-9941-9406-2-0

ავტორისგან

მოქალაქეთა უფლება – მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო საქმეების წარმართვაში ქვეყნის დემოკრატიულად განვითარების საწინდარია, იგი ღრმადაა ფესვგადგმული საზოგადოებასა და ქვეყნის კულტურაში, ადგილობრივი ინტერესებიდან გამომდინარე საზოგადოების სერვისების უკეთესად განაწილების უზრუნველყოფის რეალიზება ყველაზე ეფექტურად ეს უფლება რეალიზდება სწორედ ადგილობრივ დონეზე, ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების პირობებში, რომლებსაც გააჩნიათ რეალური პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა უზრუნველყონ ეფექტური და ამასთან მოქალაქესთან დაახლოებული მმართველობა, ტერიტორიული ადმინისტრაციის რთული მექანიზმი მთლიანობაში უნდა იქნეს მოყვანილი მნიშვნელოვან ეკონომიკურ ასპექტებთან თავის ურთიერდამოკიდებულ ნაწილებთან ერთად. ხელისუფლების უმთავრესი მიზანი უნდა იყოს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება, ხელისუფლების დეცენტრალიზაციის პრინციპებზე დაფუძნებული თვითმმართველობა გაზრდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის პასუხისმგებლობას, რაც პირდაპირ ორიენტირებულია ეროვნულ ინტერესებზე. სამწუხაროა, რომ ამ უფლების სრულად რეალიზება საგარეო და გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე სრულად ამ ეტაპზე ვერ ხერხდება, თუმცა მთავრობის მიერ წარმოდგენილმა კანონპროექტმა, რომელიც კანონად იქცა, ამ მიზნის რეალიზების ნება გამოავლინა, მხოლოდ სამართლებრივი ნორმების მეშვეობით აღნიშნული მიზნის მიღწევა შეუძლებელია, საჯარო სახელისუფლებო ორგანოების მოქმედება მოსახლეობის ხედვასთან მიახლოებით და კულტურული განზომილების ფარგლებში ჰარმონიულად უნდა განხორციელდეს. წინამდებარე კომენტარების მიზანია წარმოაჩინოს ორგანული კანონის სულისკვეთება, მასში გაზიარებულია განვითარებული ევროპული ქვეყნების გამოცდილება, საერთაშორისო ავტორიტეტული ინსტიტუტების რეკომენდაციები, შედარებითი ანალიზის საფუძველზე გამოკვეთილია პრიორიტეტების სამართლებრივი რეგულაციების უპირატესობები, გაანალიზებულია ევროსაბჭოს რეკომენდაციები, მოშველიებულია ავტორის მოხსენებები და პოზიციები კანონთან დაკავშირებით.

მკითხველის შეფასება

ნანახია 1458 - ჯერ , 3 ნახვა დღეს

მსგავსი პროდუქტები