+ დათვალიერება

ამოცანები საერთაშორისო კერძო სამართალში

გამოქვეყნების თარიღი: თებერვალი 27, 2010

გასაყიდი ფასი

GEL 5.00

ჯერ არ შეგიძენიათ? ჩამოტვირთეთ უფასო ნიმუში (PDF, 4.2 MB) ყდითა და სარჩევით

უფასო ნიმუში
A5, რბილი ყდა, 101 გვ.
ქართული
978-9941-9428-7-7

ავტორისგან

საერთაშორისო კერძო სამართალი უშუალოდაა დაკავშირებული ჩვენს საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებებთან. სამართლის ამ დარგის მნიშვნელობის მასშტაბების ზრდა – როგორც სამართლის თეორიაში, ასევე პრაქტიკაში – განპირობებულია საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობების, მოგზაურობის, კომუნიკაციისა და მოსახლეობის მიგრაციის ზრდის ფაქტორებით. თუმცა, საერთაშორისო ურთიერთობების ინტერნაციონალიზაციას არ სდევს არც კერძო და არც საერთაშორისო კერძო სამართლის ინტერნაციონალიზაცია. ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმებული ქართულ და გერმანულ კომპანიებს შორის, ქორწინება საქართველოს მოქალაქესა და უცხოელს შორის, შრომითი კონტრაქტი უცხოურ კომპანიასა და საქართველოს მოქალაქეს შორის, ზიანის მიყენება უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისათვის – ყველა ამ ურთიერთობაში ფიგურირებს უცხოური ელემენტი და თითოეული მათგანი განსხვავებულ სამართლებრივ შედეგებს იწვევს სხვადასხვა ქვეყანაში.
ამდენად, საერთაშორისო კერძო სამართლის დანიშნულებაა, რომ სხვადასხვა ქვეყნის სამართლის სისტემაში განსხვავებების არსებობისას, კოლიზიური ნორმების მეშვეობით განისაზღვროს ის, თუ რომელი ქვეყნის სამართალი უნდა იქნეს გამოყენებული კონკრეტულ შემთხვევაში.

დღეს, უკვე არ შეიძლება სრულფასოვან სპეციალისტად ჩაითვალოს ცივილისტი, რომელიც დასაქმებულია სასამართლოში, ადვოკატურასა და ნოტარიატში, თუ არ ფლობს საერთაშორისო კერძო სამართლის საფუძვლებს.

აღნიშნული გამოცემა გახლავთ ამოცანების (კაზუსების) ერთობა საერთაშორისო კერძო სამართალში, რაც სამართლის ამ დარგის სწავლებაში ახალი სიტყვაა. კრებულში თავმოყრილი ამოცანების დიდი ნაწილი ეფუძნება რეალურ ფაქტებს, რომლებიც შეესაბამება „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონს და მოიცავს ამ კანონით გათვალისწინებულ ყველა მნიშვნელოვან ინსტიტუტს. კრებულში წარმოდგენილ ამოცანებს არ ახლავს პასუხები, რაც თავისუფალი სამართლებრივი აზროვნების საშუალებას აძლევს მკითხველს.

ამოცანების ამოხსნის მთავარი წყარო არის საქართველოს კანონი „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“. ამოცანების ამოხსნის ძირითადი მეთოდი არის კოლიზიურ-სამართლებრივი, თუმცა, ზოგიერთი ამოცანის ამოსახსნელად შეიძლება გამოყენებულ იქნეს მატერიალურსამართლებრივი მეთოდიც. კრებულს თან ერთვის სქოლიოში მითითებული კომენტარები რეკომენდებული ნორმატიული აქტებისა და ლიტერატურის ჩამონათვალით, რაც ასევე დაეხმარება მკითხველს ამოცანების ამოხსნის დროს სწორი დასკვნების გაკეთებაში.

სამართლის სწავლების მრავალფეროვან თანამედროვე მეთოდებს შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური კაზუისტიკური სწავლების (ცასე სტუდყ) მეთოდია, რომლის მიზანიც სტუდენტებში პრაქტიკული იურისპრუდენციის უნარ– ჩვევების ჩამოყალიბებაა.

ამდენად, წარმოდგენილი კრებული საინტერესო და მნიშვნელოვანია, როგორც სტუდენტებისთვის, ასევე, საერთაშორისო კერძო სამართლის მიმართულების სპეციალისტებისთვის. ამოცანების კრებული შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს, როგორც უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში – საერთაშორისო კერძო სამართლის სწავლებისას, საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო საფეხურზე – ასევე, სალექციო კურსების შემუშავების დროს.

ვიმედოვნებ, რომ მკითხველი ინტერესით შეხვდება წარმოდგენილ კრებულს და ნაყოფიერად გამოიყენებს საერთაშორისო კერძო სამართლის შესწავლისას.

დევი ხვედელიანი – სამართლის დოქტორი, პროფესორი.

მკითხველის შეფასება

ნანახია 1475 - ჯერ , 3 ნახვა დღეს

მსგავსი პროდუქტები