დათვალიერება

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის კომენტარი

გამოქვეყნების თარიღი: ნოემბერი 8, 2017

გასაყიდი ფასი

GEL 15.00

წიგნის შეძენა შესაძლებელია იურისტების სამყაროს მაღაზიათა ქსელში, კოსტავას #75 -ში და კეკელიძის #1 -ში და ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში საქართველოს მაშტაბით.

უფასო ნიმუში
A5- რბილი ყდა-375 გვ.
ქართული
978-9941-537-9-8

წიგნის აღწერა

რედაქტორისაგან

წარმოდგენილი ნაშრომი არის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მუხლობრივი განმარტება აღნიშნული კოდექსის მიზნებისა და საფუძვლების, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის ცნების, მათი საქმის გამოძიებისა და სასამართლოს პროცესის წარმოების და უფლება-მოვალეობების შესახებ.
ნაშრომში განხილული საკითხები წარმოდგენილია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, მისი განხორციელების შედეგად დამკვიდრებული პრაქტიკის, აგრეთვე სხვა სახელმწიფოში მოქმედი სამართლებრივი ნორმებისა და ჩამოყალიბებული პრაქტიკის შედარებითი სამართლებრივი ანალიზის მიხედვით.
გასათვალისწინებელია, რომ ავტორი ირაკლი მინაშვილი აქტიურად არის ჩართული პედაგოგიურ საქმიანობაში და არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უფროსი მასწავლებელი, ამასთან არის პროკურატურის თანამშრომელი, შესაბამისად სამართლებრივი შემხებლობა აქვს კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვნებთან, იცნობს პროკურატურის და სასამართლოს პრაქტიკას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ნორმების ირგვლივ, რაც ხელს უწყობს გააკეთოს სწორი სამართლებრივი ანალიზი და გადმოსცეს იგი მკითხველისათვის მისაღებ ენაზე.
მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ნაშრომი როგორც სტუდენტებისათვის ასევე პრაქტიკოსი იურისტებისათვის და არაიურიდიული განათლების მქონე მკითხველისათვის არის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ნორმების სწორი სამართლებრივი კუთხით განმარტება, ხოლო ავტორისათვის წარმატებული ნაბიჯი მის საქმიანობაში.
ირაკლი გაბისონია – სამართლის დოქტორი, პროფესორი,
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა
და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი

 

მკითხველის შეფასება

ნანახია 2739 - ჯერ , 3 ნახვა დღეს

მსგავსი პროდუქტები