+ დათვალიერება

კაზუსები სისხლის სამართლის ზოგად ნაწილში

გამოქვეყნების თარიღი: იანვარი 28, 2015

გასაყიდი ფასი

GEL 8.00

ჯერ არ შეგიძენიათ? ჩამოტვირთეთ უფასო ნიმუში (PDF) ყდითა და სარჩევით.

უფასო ნიმუში
A5, რბილი ყდა, 136 გვ.
ქართული
978-9941-9406-4-4

ავტორისგან

ბოლო წლების განმავლობაში ქართული სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილის სწავლების მეთოდოლოგია მნიშვნელოვნად შეიცვალა და გერმანული გავლენის ქვეშ მოექცა, რაც მისასალმებელია. კაზუსის ამოხსნის მეთოდიკის გერმანული მოდელის გავრცელებაც ამის ერთ-ერთი გამოხატულებაა, რომელიც სწორად გამოყენების შემთხვევაში სტუდენტებს ეხმარება სამართლებრივად ლოგიკური მსჯელობის აგებასა და სწორი კვალიფიკაციის ჩამოყალიბებაში. ყველაზე კარგად სტუდენტის ცოდნის შეფასების შესაძლებლობას ქმედების შემადგენლობის, მართლწინააღმდეგობასა და ბრალთან დაკავშირებით – სწორედაც რომ ეს მოდელი იძლევა.

მოცემული სახელმძღვანელო აგებულია იმ სტილით, როგორც ეს ტიპური გერმანული კაზუსების კრებულისათვის არის დამახასიათებელი და განკუთვნილია უფრო დამწყებთათვის, რათა მათ ძირითად სახელმძღვანელოებთან ერთად სამუშაო ჯგუფებში მუშაობისას გამოიყენონ ის. რა თქმა უნდა, მხოლოდ ამის საფუძველზე სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილის კურსის გავლა არ არის საკმარისი.

კრებულში შეტანილია მარტივი და საშუალო სირთულის კაზუსები, რათა, ერთი მხრივ, სტუდენტებმა შეძლონ კაზუსის ამოხსნის მეთოდიკის ადვილად გააზრება და, მეორე მხრივ, შედარებით რთულ კითხვებზე პასუხის დასაბუთებულად გაცემა. კაზუსები დამუშავებულია სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილის სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ თითქმის ყველა საკითხზე, დაწყებული სისხლისსამართლებრივად რელევანტური ქმედებით და დამთავრებული უმოქმედობით.

აღნიშნულ წიგნზე მუშაობისას გაწეული დახმარებისათვის განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით ჩემს ყოფილ სტუდენტებს კიოლნის სამაგისტრო პროგრამაზე, ანა და ნინო კუციებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი დახმარება გამიწიეს მისი კორექტირებისას. ასევე მადლობა ეკუთვნის ქალბატონ ნაირა ვერძაძეს სტილისტური და გრამატიკული რჩევებისათვის.

ცალკე აღსანიშნავია იურიდიული კომპანია „სამართლის სახლი~, რომლის დაფინანსებითაც მოხდა ამ კრებულის გამოცემა. დასაფასებელია ის, რომ ეს კომპანია ასეთ არაკომერციულ, მაგრამ საგანმანათლებლო პროექტებს უჭერს მხარს და ამით საკუთარი წვლილი შეაქვს იურიდიული განათლების განვითარების პროცესში.

ბაჩანა ჯიშკარიანი, LL.M. (München)

ასოცირებული პროფესორი

სამართლის დოქტორი

თბილისი, იანვარი, 2015

მკითხველის შეფასება

ნანახია 3501 - ჯერ , 1 ნახვა დღეს

მსგავსი პროდუქტები