+ დათვალიერება

კაზუსები და მათი ამოხსნის მეთოდები სანივთო სამართალში

გამოქვეყნების თარიღი: ნოემბერი 17, 2014

გასაყიდი ფასი

GEL 12.00

ჯერ არ შეგიძენიათ? ჩამოტვირთეთ უფასო ნიმუში (PDF) ყდითა და სარჩევით.

უფასო ნიმუში
A5, რბილი ყდა, 326 გვ.
ქართული
978-9941-9354-8-0

შინაარსი

წინამდებარე წიგნი შექმნილია გერმანული კაზუსების წიგნის
– Egbert Rumpf-Rometsch, Die Fälle, BGB-Sachenrecht 2, 2. Auflage,
BDK Bücherdienst GmbH, Köln 2003 – ბაზაზე. წიგნის ტექსტის
ძირითადი ნაწილი (კაზუსები, ცნებები, ტერმინები და ა.შ.), ასევე,
წერის სტილი და ა.შ., თარგმნილი და გადმოღებულია ზემოაღნიშნული
კაზუსების წიგნიდან და ქართულ კანონმდებლობასთან
შესაბამისობაშია მოყვანილი.

წინამდებარე წიგნში გამოყენებულია ნორმატიული აქტები
2014 წლის 20 ოქტომბრის მდგომარეობით.
წიგნის მიზანია მკითხველს ის საკითრები გააცნოს, რომლებიც
ქართულ სასამართლო პარაქტიკასა და სამართლის თეორიაშია
პრობლემატური. წიგნში სამართლებრივ საკითხებზე
მსჯელობა პრაქტიკულ მაგალითებზეა აგებული და კაზუსების
ამოხსნის გზები ავტორის მიერ შემოთავაზებული სქემებისა და
მეთოდების სახით არის წარმოდგენილი.

წინამდებარე წიგნი აუცილებლად დაეხმარება სტუდენტებსა
და მოქმედ იურისტებს სამართლებრივ საკითხებში უკეთ
გარკვევაში.


ავტორისგან

საქართველოში ბევრს საუბრობენ წინსვლაზე, განვითარებაზე,
პროგრესზე, ხარისხიან განათლებაზე და სხვა მისთანებზე,
თუმცა, ძალზედ მცირეა იმ ადამიანთა წრე, რომელიც მზადაა
თანხები “პროფესიული ლიტერატურის” შექმნისთვის გაი-
ღოს. არავისთვის უცხო არ არის, რომ “საქმის კეთებას” ცოდნა
უნდა, მაგრამ თითქოს ყველას ავიწყდება, რომ ცოდნა მეცნიერების,
ხოლო მეცნიერება კი, განახლებადი ლიტერატურის გარეშე
წარმოუდგენელია.

ცოტა ვინმე თუ ინტერესდება იმით, თუ რამდენი შრომა,
ენერგია და ძალისხმევა იხარჯება ავტორის მხრიდან წიგნის
“დაბეჭდვის ეტაპამდე” მოსამზადებლად და კარგი იქნებოდა
“ეს შრომა” უფრო მეტად რომ ფასდებოდეს სახელმწიფოსა და
საზოგადოების მხრიდან.

მოვუწოდებ კერძო სექტორსა და მთელ საზოგადოებას,
გავიღოთ დღეს თანხები მეცნიერების განვითარებისთვის და
ხვალ ერთად ვიამაყებთ ჩვენი მიღწევებით!

მკითხველის შეფასება

ნანახია 1929 - ჯერ , 1 ნახვა დღეს

მსგავსი პროდუქტები