+ დათვალიერება

კორპორაციული მართვის ზოგადი ანალიზი

გამოქვეყნების თარიღი: ივლისი 28, 2015

გასაყიდი ფასი

GEL 20.00

ჯერ არ შეგიძენიათ? ჩამოტვირთეთ უფასო ნიმუში (PDF) ყდითა და სარჩევით.

უფასო ნიმუში
A5, მაგარი ყდა, 371 გვ.
ქართული
978-9941-9428-2-2

შინაარსი

წინამდებარე ნაშრომში გაანალიზებულია საკორპორაციო სამართლის ბირთვის, კორპორაციული მართვის მაფორმირებელი ძირითადი ელემენტები ზოგად კონტექსტში. მეწარმე საზოგადოების ეკონომიკური აქტივობის დაგეგმარებისა და გრძელვადიან პერსპექტივაში აკუმულირებული მიზნობრივი ქონების სწორი მარკეტინგულ-მენეჯერული მართვის მთავარი პოსტულატი გამართული სამართლებრივი ნორმატიული რეგულირება და თვითრეგულირებადი აქტებია. მეწარმე სუბიექტის ფუნქციონირების უზრუნველმყოფი სტატუსის მატარებელი კი კორპორაციული მართვა და ე.წ. რბილი სამართალია, რომელთა კოორდინირებული ანალიზი კორპორაციული მართვის ძირითად სტრატეგიას წარმოსახავს. კორპორაციული მართვის ერთიანი, უნიფიცირებული ფორმულა არ არსებობს, რამდენადაც ის დამოკიდებულია გეოგრაფიულ არეალზე, დროზე, სივრცეზე, ეკონომიკურ-სამართლებრივი გარემოსა და კომპანიაზე. შესაბამისად, კარგი კორპორაციული მართვის ზოგადი ფორმულის დებულებების შემუშავებისა და დანერგვის რეკომენდაციები სხვადასხვა ქვეყნის სამართლებრივი რეალობისა და კომპანიათა პრაქტიკული შემეცნების გზით უნდა შესრულდეს. ამიტომ, ნაშრომში გამოყენებულია კვლევის შედარებით-სამართლებრივი მეთოდი, რომელიც მოიცავს ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპისა და ქართულ კორპორაციულ-სამართლებრივ განზომილებებს.

გიორგი მახარობლიშვილი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, ასისტენტ-პროფესორი, სამართლის დოქტორი

მკითხველის შეფასება

ნანახია 1185 - ჯერ , 3 ნახვა დღეს

მსგავსი პროდუქტები