+ დათვალიერება

კაზუსები სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში

გამოქვეყნების თარიღი: მარტი 16, 2015

გასაყიდი ფასი

GEL 10.00

ჯერ არ შეგიძენიათ? ჩამოტვირთეთ უფასო ნიმუში (PDF) ყდითა და სარჩევით.

უფასო ნიმუში
A5, რბილი ყდა, 293 გვ.
ქართული
978-9941-9406-6-8

წინათქმა

შედარებითი სამართალმცოდნეობა წარმოადგენს სამართალმცოდნეობის
დარგს, რომელიც ერთმანეთს ადარებს სხვადასხვა
მართლწესრიგში წარმოქმნილ ფენომენებს. საერთაშორისო
კერძო სამართლისაგან განსხვავებით, რომლის საგანიცაა
შესაძლო გამოსაყენებელ მართლწესრიგებს შორის კოლიზიის
გადაწყვეტა, შედარებით სამართალმცოდნეობას ამგვარი პრაქტიკული
დანიშნულება არ გააჩნია, რის გამოც მისი მნიშვნელობა
ყოველთვის ცალსახა არ ყოფილა.

გერმანიაში რომის სამართლის შესწავლა ყოველთვის აქტუალური
იყო. თუმცა ეს არ იყო “ნამდვილი” შედარებითი სამართლამცოდნეობა.
სამართლის ისტორიული სკოლის გავლენით, გერმანული
სამართალმცოდნეობა ძირითადად საკუთარ თავზე იყო
კონცენტრირებული და რომის სამართლის კვლევა არა უცხო
სამართლის შემეცნებას, არამედ საკუთარი სამართლის პირველწყაროს
გაცნობიერებას წარმოადგენდა. სხვა ქვეყნების
სამართლის მიმართ გერმანელთა ინტერესი საუკუნეების განმავლობაში
გაცილებით ნაკლები იყო. შედარებითი სამართალმცოდნეობის,
როგორც მეცნიერების დამოუკიდებელი დარგის,
ჩამოყალიბებას საფრანგეთში ჩაეყარა საფუძველი. პიონერები
ამ საქმეში იყვნენ ფრანგი პროფესორები ედუარ ლამბერი და რეიმონ
სალეი. საფრანგეთშივე გამოიცემოდა 1869 წლიდან მოყოლებული
პირველი ჟურნალი შედარებით სამართალმცოდნეობაში.
გერმანული შედარებითი სამართლამცოდნეობის ფუძემდებლად
ითვლება ერნსტ რაბელი, რომელმაც დაარსა პირველი
შედარებითი სამართალმცოდნეობის ინსტიტუტი მიუნხენში და
შემდგომში – ბერლინში იმპერატორ ვილჰელმის სახელობის
ინსტიტუტი შედარებით კერძო სამართალსა და საერთაშორისო
კერძო სამართალში (დღეს მაქს პლანკის ინსტიტუტი ჰამბურგში). მისი ინტერესების სფეროს წარმოადგენდა ნასყიდობის სამართალი
და გერმანული სამართლის ტრადიციის მიმართება
საერთო სამართლის სისტემებთან. რაბელი ხელმძღვანელობდა
ერთა ლიგის მიერ დაარსებულ ინსტიტუტს, რომლის მიზანიც
ერთიანი კერძო სამართლის ჩამოყალიბება იყო (დღეს: Unidroit).
მისი ძალისხმევის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა ვენის
კონვენცია საერთაშორისო ნასყიდობის შესახებ.

ანგლო-ამერიკულ ტრადიციაში შედარებითი სამართალმცოდნეობის
როგორც მეცნიური დისციპლინის ჩამოყალიბება უკავშირდება
რუდოლფ შლეზინგერის სახელს (1957-1968 წლებში კორნელის უნივერსიტეტის პროფესორი). მან პირველმა
მოაწყო შედარებით სამართალმცოდნეობაში საერთაშორისო
რეზონანსის მქონე სემინარები, რომლებიც ამ დარგის განვითარებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე აღმოჩნდა.
ამ სემინარების ფარგლებში სხვადასხვა მართლწესრიგის წარმომადგენელ
იურისტებს დაურიგდათ ერთი და იგივე რეალური
შემთხვევები, რომლებიც უნდა გადაეწყვიტათ საკუთარი ნაციონალური
სამართლის მიხედვით. შედეგებმა ნათელყო, რომ
არ არის აუცილებელი, ერთი სამართლისათვის დამახასიათებელი
თავისებურება და პრობლემის გადაწყვეტა სხვა მართლწესრიგისთვისაც
იყოს დამახასიათებელი, ან საერთოდ – შესაძლებელი.
შედარებითი სამართალმცოდნეობა იძლევა საშუალებას
თითოეული მართლწესრიგის სიღრმისეულად გაგებისა, რაც მის
გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.

დღესდღეობით შედარებითი სამართალმცოდნეობა წარმოადგენს
კონტინენტურევროპული და ანგლო-ამერკული საუნივერსიტეტო
კურიკულუმების განუყოფელ ნაწილს. სამართლის
ინსტიტუტების შედარებით-სამართლებრივ ჭრილში მიმოხილვა
იძლევა მათი სიღრმისეული შემეცნების საშუალებას და ისეთი
ასპექტების გათვალისწინებას, რომლებიც იგივე ინსტიტუტების
მხოლოდ ერთი სამართლის ჭრილში განხილვისას შეუცნობელი
რჩება. საკუთარი ნაციონალური მართლწესრიგის სრულყოფილი
დაუფლებაც კი შეუძლებელია შედარებით-სამართლებრივ
კონტექსტში შეძენილი ცოდნის გარეშე. სხვა ქვეყნის
მართლწესრიგის სტრუქტურისა და ცალკეული ინსტიტუტების
მოწყობიდან შესაძლებელია მნიშვნელოვანი დასკვნების გაკე-
თება ნაციონალური მართლწესრიგის მოწყობისათვის. შედარებით-
სამართლებრივ ჭრილში მიმოხილვისას საკუთარი მართლწესრიგისათვის
დამახასიათებელი პრინციპები; უკეთ აღიქმება
მათი დადებითი თუ უარყოფითი მხარეები და ამ უარყოფითი
მხარეების აღმოფხვრის გზები.

უკანასკნელ წლებში ევროპული სამართლის ერთ-ერთ ყველაზე
დინამიურად განვითარებად სფეროს წარმოადგენს სახელ-
შეკრულებო სამართლის ევროპეიზაცია, ანუ ევროკავშირის
საკანონმდებლო აქტებისა და წევრი ქვეყნების სამართლის დაპირისპირების
მეშვეობით საერთო სახელშეკრულებო სამართლის
შემუშავება. მოცემული სფეროს დაუფლება გულისხმობს
არა მხოლოდ ევროკავშირის კანონმდებლობის ცოდნას, არამედ
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნაციონალური სამართლის
შესწავლასაც. ქართველ იურისტთათვის უცხო სამართლის მეშვეობით
საკუთარი მართლწესრიგის უკეთ შემეცნება პირველ
რიგში გულისხმობს გერმანული სამოქალაქო სამართლის შესწავლას,
რომლისგანაც ყველაზე მეტადაა დავალებული ქართული
სამოქალაქო კოდექსი თავისი აგებულებით, ზოგადი დოგმატიკითა
და კონკრეტული ინსტიტუტების მოწყობით.

შედარებით სამართალში კაზუსებისა თუ სასამართლო გადაწყვეტილების
კრებულები, შლეზინგერის სემინარებიდან მოყოლებული,
ფართოდაა გავრცელებული. ამ მიმართულებით ერთერთ
ყველაზე ფართომასშტაბიან პროექტს Ius Commune Casebook
Project წარმოადგენს, რომელიც მთელი ევროპის მასშტაბით
სამართლის სხვადასხვა დარგის მკვლევარებს აერთიანებს
და მიზნად ისახავს ამ დარგებში სხვადასხვა ქვეყნების სასამართლოების
გადაწყვეტილებების კომპილაციას. წინამდებარე
კრებულიც ამ ტიპის კომპილაციურ ნაშრომს წარმოადგენს,
თუმცა, რა თქმა უნდა, თავისი მასშტაბებით ახლოს ვერ მივა
ხსენებული პროექტის ფარგლებში გამოცემულ კრებულებთან.
კრებულში ქართული სამართლის პასაჟები, ჩვეულებრივ,
ცალკე არ არის გამოყოფილი, რადგან ნაშრომის მიზანი უცხო
ქვეყნების სამართლის დოქტრინების გათვალისწინებით ქარ-
თული სამართლისათვის დასკვნების გამოტანაა, ამ დასკვნების
გამოტანა უშუალოდ უცხოური სამართლის მიმოხილვისას ჩანართის
სახით ხდება. ძირითადი აქცენტი გაკეთებულია გერმანული
სამოქალაქო სამართლის ინსტიტუტების ქართულ სამარ-
თალთან შეპირისპირებაზე, რის გამოც კრებულში გერმანიის
სამოქალაქო კოდექსის დანაწესები უხვადაა ციტირებული. ეს,
ერთი მხრივ, მიზნად ისახავს მკითხველისათვის წიგნთან მუ-
შაობის გაადვილებას და ასევე ქართველი იურისტებისათვის
გერმანული სამოქალაქო სამართლის, როგორც ქართული სამართლის
პირველწყაროს მნიშვნელობაზე მინიშნებას. გერმანული
კანონის ტექსტი აღებულია გერმანიის საერთაშორისო
თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ გამოცემული გერმანიის
სამოქალაქო კოდექსის თარგმანიდან.

მკითხველის შეფასება

ნანახია 1817 - ჯერ , 2 ნახვა დღეს

მსგავსი პროდუქტები