+ დათვალიერება

დირექტორატის მოვალეობები კომპანიების შერწყმისას და საკონტროლო პაკეტის გასხვისებისას

გამოქვეყნების თარიღი: ივლისი 8, 2016

გასაყიდი ფასი

GEL 18.00

ჯერ არ შეგიძენიათ? ჩამოტვირთეთ უფასო ნიმუში (PDF) ყდითა და სარჩევით.

უფასო ნიმუში
A5, რბილი ყდა, 339 გვ.
ქართული
978-9941-9477-4-2

წიგნის აღწერა

წ ი ნ ა ს ი ტ ყ ვ ა ო ბ ა

წინადმებარე წიგნი, დისერტაციის ადაპტირებული ვერსიაა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დოქტორანტურაზე ჩაბარების და საკორპორაციო სამართლის საკითხებზე მუშაობის სურვილი ჯერ კიდევ ბუცერიუსის სამართლის სკოლაში (ჰამბურგი,გერმანია) სწავლის დროს გამიჩნდა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებაში დიდი როლი ითამაშა ჩემმა ძმამ თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი ცერცვაძემ და ბუცერიუსის სამართლის სკოლის მოწვეულმა პროფესორმა ჯეიმს ჰენკსმა, (ჟამეს Hანკს, ჟრ.) რომელიც ბუცერიუსუს სამართლის სკოლაში, ჩემი სამაგისტრო თემის ხელმძღვანელი გახლდათ. იგი ყოველთვის მზად იყო მნიშვნელოვანი რჩევებისა და რეკომენდაციებისათვის. მისი რჩვები და რეკომენდაციები ასევე მნიშვნელოვანი იყო შემდგომში სადისერტაციო ნაშრომზე მუშაობის პროცესში.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იურიდიული ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ ირაკლი ბურდულს, რომელიც უყოყმანოდ დამთანხმდა ყოფილიყო ჩემი თემის ხელმძღვანელი. სადისერტაციო ნაშრომის წერის პროცესში მნიშვნელოვანი იყო მასთან დისკუსია სხვადასხვა საკითხებზე, რის შედეგადაც ყალბდებოდა კონკრეტული დასკვნები და მიდგომები სადისერტაციო ნაშრომში განხილულ საკითხებთან დაკავშირებით.
დისერტაციის უდიდესი ნაწილი დაიწერა მაქს პლანკის სახელობის, კერძო სამართლის ინსტიტუტში (ჰამბურგი/გერმანია) სადაც 2014 წელს ვიმყოფებოდი ახალგაზრდა მეცნიერებისათვის განკუთვნილი სტიპენდიის ფარგლებში. აღნიშნული სტიპენდიის მოპოვებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა პროფესორ ლადო ჭანტურიასა და პროფესორ ირაკლი ბურდულის რეკომენდაციებმა, რისთვისაც მსურს მადლიერება გამოვხატო მათ მიმართ.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო მაქს პლანკის საზოგადოებას იმისთვის, რომ მომეცა საშუალება მემუშავა ამ ინსტიტუტის უმდიდრეს და ცნობილ ბიბლიოთეკაში, სადაც უნიკალური გარემოა შექმნილი სამეცნიერო მუშაობისთვის. სწორედ ამ ყველაფრის წყალობით, ჩემი იქ მუშაობა ნაყოფიერი გამოდგა.
მადლობას ვუხდი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს ქალბატონ თამარ ზამბახიძეს და თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორს ბატონ გიორგი მახარობლიშვილს იმისათვის, რომ მათ არ დაიზარეს, გაეცნენნაშრომს და მნიშვნელოვანი რჩევებიც მომცეს, რის შედეგადაც იგი უდავოდ უკეთესი გახდა. მადლობა მინდაგადავუხადო სადისერტაციო კომისიის თავმჯდომარეს, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სრულ პროფესორს,ბატონ თევდორე ნინიძეს,მნიშვნელოვანი შენიშვნების და რეკომენდაციებისთვის.განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩემს მშობლებს , იმისათვის რომ ისინი ყოველთვის მზად იყვენენ გაეღოთ შესაძლებლობებზე უფრო მეტი ჩემი განათლებისთვის.
და ბოლოს, მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ოჯახს, მეუღლეს ქეთის და ლაზარეს. მთელი დღე ბიბლიოთეკაში მუშაობის შემდეგ, მათთან ერთად გატარებული დრო განტვირთვის საუკეთესო საშუალება
იყო, რაც მაძლევდა ძალას კიდევ უფრო მეტი მემუშავა.

თბილისი 2016
Dრ. ლაშა ცერცვაძე LLM.MLB

მკითხველის შეფასება

ნანახია 1210 - ჯერ , 1 ნახვა დღეს

მსგავსი პროდუქტები