+ დათვალიერება

ევროპული სისხლის სამართალი

გამოქვეყნების თარიღი: ნოემბერი 11, 2013

გასაყიდი ფასი

GEL 13.00

ჯერ არ შეგიძენიათ? ჩამოტვირთეთ უფასო ნიმუში (PDF) ყდითა და სარჩევით.

უფასო ნიმუში
B6, რბილი ყდა, 258 გვ.
ქართული
978-9941-9343-4-6

წინათქმა

სისხლის სამართლის ევროპეიზაცია ბოლო რამდენიმე წელია, ლისაბონის
ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდგომ, ინტენსიურად მიმდინარეობს.
ეს პროცესი გამოწვევების წინაშე აყენებს ევროკავშირის
წევრ სახელმწიფოებს, ვინაიდან კლასიკური სისხლის სამართლისა და
ევროკავშირის სამართლის თანაცხოვრება არცთუ მარტივია. სისხლის
სამართლის ევროპეიზაციის პროცესი ამავდროულად მნიშვნელოვანია
არამარტო ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის, არამედ მისი
მეზობლებისთვისაც. საქართველო ევროპული სამეზობლო პოლიტიკის
მნიშვნელოვანი ნაწილია და შესაბამისად, ევროკავშირის ფარგლებში
მიმდინარე პროცესები გარკვეულწილად მასზეც ახდენენ გავლენას.
მოცემული ნაშრომის მიზანია სისხლის სამართლის ფარგლებში მიმდინარე
ევროპეიზაციის პროცესების განხილვა, ანალიზი და არსებული
პრობლემების ჩვენება, რათა საქართველო მომზადებული შეხვდეს
ევროკავშირთან დაახლოების პროცესს.

ბუნებრივია, ევროპეიზაციის შედეგად წარმოშობილი ევროპული სისხლის
სამართალი მჭიდროდ არის დაკავშირებული ევროპულ ინტეგრაციასთან.
ამიტომაც, აქ სისხლისსამართლებრივ თემებთან ერთად, როგორიცაა
მაგ. ნაციონალური სისხლისსამართლებრივი ნორმების განმარტება,
მათი განეიტრალება ევროკავშირის სამართალთან კოლიზიის
დროს და ა.შ., განხილულ იქნება მოკლედ ევროკავშირის წარმოშობის
ისტორია და საქართველოსთან მისი ურთიერთობების ქრონოლოგია.

ეს არის პირველი მცდელობა, სისტემატიზებული (სახელმძღვანელოს)
სახით მიეწოდოს ქართველ მკითხველს წიგნი ევროპული სისხლის სამართლის
შესახებ და იმედია, ის ქართველ იურისტებს გარკვეულ დახმარებას
გაუწევს ამ მიმართულებით. ევროპული სისხლის სამართალი
ახლა იკიდებს ფეხს ქართულ უნივერსიტეტებში, როგორც სასწავლო
კურსი და ვინაიდან მოცემული მიმართულებით ჯერჯერობით ქართულ სამართლებრივ სივრცეში ღრმა კვლევის ტრადიცია არ არსებობს,
გარკვეული ტერმინოლოგიური უზუსტობებისგან დაზღვეული
არ ვართ. მოხარული ვიქნები, თუ მკითხველის მხრიდან რეკომენდაციები
და შენიშვნები იქნება. შეგიძლიათ მომწეროთ ელექტრონული
ფოსტით შემდეგ მისამართზე: bachanajishkariani@gmail.com.

ნაშრომი ძირითადად ეყრდნობა ჩემს დისერტაციას, რომელიც შესრულებულ
იქნა მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის სახელობის უნივერსიტეტში
პროფესორ ჰელმუტ ზატცგერის კათედრაზე და 2013 წელს
გამოიცა გამომცემლობა Nomos-ში (ბადენ-ბადენი, გერმანია) – “Die Bedeutung des Europäischen Strafrechts und sein Einfl uss in Georgien” (ISBN
978-3-8487-0344-9). თანამშრომლობისთვის მინდა მადლობა გადავუხადო
ამ გამომცემლობას.

განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის საერთაშორისო სამართლებრივი
თანამშრომლობის გერმანულ ფონდს (IRZ) და კერძოდ, მის კოორდინატორს
საქართველოში, ბ-ნ სულხან გამყრელიძეს, რომლის ფინანსური
მხარდაჭერითაც მოხდა ამ წიგნის გამოცემა.

გამოყენებული საკანონმდებლო მასალა გათვალისწინებულია 2013
წლის ივნისის მდგომარეობით.

ბაჩანა ჯიშკარიანი, LL.M. (München) – ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი

თბილისი, ივნისი, 2013

მკითხველის შეფასება

ნანახია 1551 - ჯერ , 1 ნახვა დღეს

მსგავსი პროდუქტები