დათვალიერება

ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი

გამოქვეყნების თარიღი: სექტემბერი 27, 2016

გასაყიდი ფასი

GEL 18.00

ჯერ არ შეგიძენიათ? ჩამოტვირთეთ უფასო ნიმუში (PDF) ყდითა და სარჩევით.

უფასო ნიმუში
A5, რბილი ყდა, 297 გვ.
ქართული
ISBN 978-9941-9477-8-0

წიგნის აღწერა

წინასიტყვაობა

ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი არის სასწავლო დისციპლინა, რომელიც შეისწავლება საუნივერსიტეტო განათლების ბაკალავრიატის საფეხურზე. ის მიეკუთვნება სავალდებულო დისციპლინების ჯგუფს. ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის ინსტიტუტების ცოდნა არის ადმინისტრაციული სამართლის კერძო ნაწილის დისციპლინების და ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის შესწავლის საფუძველი.
სახელმძღვანელოს მიზანია სტუდენტებს გააცნოს ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის ძირითადი ცნებები და ინსტიტუტები. საგნის შესწავლა იწყება მისი კონსტიტუციური საფუძვლების გაანალიზებით. სახელმწიფო ხელისუფლების მოწყობის სისტემაში საჯარო მმართველობის ორგანიზაციული მოწყობის საკითხის შესწავლა არის ადმინისტრაციული სამართლის არსის გააზრებისათვის მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი. მას მოსდევს საჯარო მმართველობის განხორციელების სამართლებრივი ფორმების და გადაწყვეტილების მიღების პროცესის შესწავლა. ადმინისტრაციული სამართალი არის საჯარო მმართველობის სამართალი. ამ მარტივი ჭეშმარიტების სირთულე მდგომარეობს საჯარო მმართველობის ცნების ორაზროვნებაში. ადმინისტრაციული სამართლის მიმართ სტუდენტების თავშეკავებულობა (შიში) გამოწვეულია საგნის შესწავლის არასწორი მეთოდის გამოყენებით. შეუძლებელია ადმინისტრაციული სამართალის შესწავლა თუ კი ხელში არ გიჭირავს ის მთავარი გასაღები, რომელსაც შეყავხარ სამართლის ერთ-ერთ რთულ და მრავალფეროვან დარგში. საჯარო მმართველობის არსის სწორად გააზრება, მისი ორგანიზაციული და ფუნქციური გაგების გამიჯვნა და კანონმდებლის მიერ შემოთავაზებული ადმინისტრაციული ორგანოს ცნება არის გზამკვლევი ადმინისტრაციული სამართლის ლაბირინთებში. წიგნი სტუდენტებს მათთვის გასაგებ ენაზე და სტრუქტურის გამოყენებით უხსნის ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის სილაბუსით გათვალისწინებულ საკითხებს და ხელს უწყობს იმ ფუნდამენტური უნარების გამომუშავებას, რომელიც აუცილებელია ადმინისტრაციული სამართლის კერძო ნაწილის საგნების შესასწავლად და საჯარო მმართველობის ცალკეულ სფეროებში პრაქტიკული საქმიანობისათვის.

მკითხველის შეფასება

ნანახია 8030 - ჯერ , 2 ნახვა დღეს

მსგავსი პროდუქტები