+ დათვალიერება

იურიდიული ლექსიკონი გერმანულ ქართული – ქართულ გერმანული

გამოქვეყნების თარიღი: აპრილი 5, 2016

გასაყიდი ფასი

რბილი ყდა

GEL 18.00

B6 რბილი ყდა,545 გვ.
ქართულ- გერმანული
978-9941-414 74-9

წინათქმა

ადამიანის ყველაზე მნიშვნელოვან გამოგონებებში მოიაზრება ასევე ენა და სამართალი. მიუხედავად იმისა, რომ ბუნდოვანია, თუ სად და როგორ წარმოიშვა ისინი საუკუნეების წინ, მათი ისტორიული განვითარება განპირობებულია მათი ნაირსახეობით. აღნიშნულის პარალელურად ტექნიკურმა განვითარებამ უახლოეს წარსულში წინა პლანზე წამოწია ისეთი მნიშვნელოვანი პროცესები, როგორიცაა გლობალიზაცია, ინტერნაციონალიზაცია და ანგლოამერიკანიზაცია.
აღნიშნული პროცესების შეცნობის შედეგად მე ამ ზოგად განვითარებას მოვარგე თავდაპირველად გერმანელი იურისტების განათლებისათვის შექმნილი იურიდიული ლექსიკონი. დაინტერესებული და მოტივირებული თანამშრომლების დახმარებით შევძელი „ხიდების“ გადება დღევანდელი მსოფლიოს ისეთ უმნიშვნელოვანეს ენებთან, როგორიცაა, ინგლისური, ჩინური, რუსული, ესპანური, ფრანგული, პორტუგალიური და იტალიური. ამ ფორმითა და გზით შეიქმნა იურიდიულ ლექსიკონთა ნაკრები, რომელმაც დააკავშირა აღნიშნული მნიშვნელოვანი სამართლებრივი ენები გერმანულთან და არაპირდაპირი გზით ერთმანეთსაც დაუკავშირდა.
მივესალმები იმას, რომ ზემოთ აღნიშნულ პროექტებთან დაკავშირებულმა შეხედულებებმა და იდეებმა ჩამოაღწია საქართველოშიც, რომელიც რომისა და ქრისტიანობის მეშვეობით იმთავითვე მჭიდროდ იყო დაკავშირებული დასავლურ სამყაროსთან და რომლის ენასა და დამწერლობას მე სამწუხაროდ არ ვფლობ. განსაკუთრებით მოხარული ვარ, რომ ეთერ ჩაჩანიძემ ქართველ მთარგმნელებთან და იურისტებთან ერთად შესძლო გერმანულ-ქართული იურიდიული ლექსიკონის შედგენა. მინდა ამ ახალ ნაწარმოებს ვუსურვო დიდი წარმატება და იმედს ვიტოვებ, რომ იგი თავის წვლილს შეიტანს შავი ზღვაში ევროპის „აივანზე“ სამართლებრივი კულტურის გაღრმავებასა და განმტკიცებას.

ინსბრუკი, 2001 წლის 13 ოქტომბერი
გერჰარდ კიობლერი

მკითხველის შეფასება

ნანახია 1583 - ჯერ , 2 ნახვა დღეს

მსგავსი პროდუქტები