დათვალიერება

იურიდიული მეთოედების მოძღვრება

გამოქვეყნების თარიღი: თებერვალი 8, 2016

გასაყიდი ფასი

GEL 10.00

B5- რბილი ყდა,178 გვ.
ქართული
978-9941-9477-5-9

აღწერა

მეათე გამოცემის წინათქმა

გადაჭარბება მოდის საყვარელი შვილია. ასე, რომ აზროვნების მიმართულებები
იურისპრუდენციაში სხვადასხვა დროს, არც თუ იშვიათად,
იხრებიან იქითკენ, რომ სამართლის ქმნის რაციონალურობა და,
განსაკუთრებით, ლოგიკური ინსტრუმენტების შესაძლებლობაუნარიანობა,
(ცნებათა იურისპრუდენციის მაგალითის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ),
გადაჭარბებულად ან, (თავისუფალი სამართლის მოძღვრების თანახმად),
არასაკმარისად იქნას შეფასებული. წინამდებარე, მოკლე მოძღვრება მეთოდების
შესახებ ცდილობს, ასეთი ექსტრემალური პოზიციები თავიდან
აიცილოს. ხელისუფლების დანაწილებისა და სამართლებრივი უსაფრთხოების
პრინციპებს შეესაბამება ის, რომ კანონი შეიცავს ზოგად ნორმებს,
რომელთაც მართლმსაჯულებისა და ადმინისტრაციული ორგანოებისათვის
სავალდებულო ძალა აქვს. ამიტომ, როგორც წესი, ამ ნორმების
არსი ინტერპრეტაციის წესების მიხედვით უნდა იქნას დადგენილი, რათა
მოხდეს მათი დაცვა. იმავდროულად, სამართლის ძირითადი ფუნქცია,
მიგვიყვანოს პრობლემების სამართლიან გადაწყვეტამდე, გულისხმობს,
რომ იგი მუდმივად მხედველობის არეალში უნდა იყოს. ამიტომ კანონის
ინტერპრეტაცია, ენობრივი და ლოგიკური შესაძლებლობის ფარგლებში,
პრობლემების სამართლიანი გადაწყვეტისათვის უნდა იღვწოდეს (§§ 3
I ბ, დ; 10 IV). სამართლის ამოცანა, სამართლიანობის ამოცანების გადასაწყვეტად
კონსენსუსუნარიანი გადაწყვეტილებები შემოგვთავაზოს,
ასევე, შესაძლებელია, კანონის მკაცრად სავალდებულო ძალასთან
კონფლიქტში აღმოჩნდეს: ეს მაშინ ხდება, როდესაც ხელოვნების ყველა
წესით ინტერპრეტირებული კანონი სამართლიანობის მიღწევის ფუნქციას
აშკარად ვერ ასრულებს. ამ შემთხვევაში, თუ სამართლიანობის
არგუმენტები უფრო წონადია, ვიდრე ხელისუფლების დანაწილებისა და
სამართლებრივი უსაფრთხოების არგუმენტები, რომლებიც კანონის სიტყვა-სიტყვითი
ჟღერადობის მკაცრად დაცვას მოითხოვენ, საჭიროა პოზიტიური
სამართლის განვრცობა და შესწორება (§§ 3 I ბ; 11). ამ პროცესში, ასევე, ნათლად ჩანს მეთოდური განსჯის საზღვრები: საბოლოოდ, ინტერპრეტაციისა და სამართლის განვითარების წესების
მიხედვით სტრუქტურირებული თვალსაზრისები, ხშირად, რაციონალურად
გადაუწყვეტელ შეფასებებსა და გადაწყვეტილებათა თავისუფალ
სივრცეებს ქმნის. მოკლედ, კანონის ინტერპრეტაცია და სამართლის
VI განვითარება, მართალია, რაციონალურად სტრუქტურირებადია, მაგრამ
არა უპრობლემოდ რაციონალურად დეტერმინირებადი (§§ 3 I ბ; 10 VII).
იურიდიული მეთოდების წარმოდგენილი მოძღვრება ეფუძნება სამართლებრივ-ფილოსოფიურ
თვალსაზრისებს, რომლებიც ჩემს წიგნში სამართლის ფილოსოფია~ (მეოთხე გამოცემა, 2003) წარმოვადგინე. იმ
წიგნში განხილული საკითხები განმეორებით აღარ ან მხოლოდ მოკლედ
იქნებიან წარმოდგენილი. ეს განსაკუთრებით შეეხება ძირითად კონცეფციას,
რომ სამართლის განვითარება `ექსპერიმენტირებად აზროვნებაში~
ხორციელდება, რომელშიც განგრძობადად არის მცდელობა, ადამიანური
თანაცხოვრების პრობლემების სამართლიანი და ფუნქციაუნარიანი გადაწყვეტა
იქნას მოძებნილი. ეს არის პრობლემათა გადაწყვეტა, რომელიც
პერმანენტულ გამოცდასა და გაუმჯობესებას ექვემდებარება (იხ. §
11 III). თავის ლეგიტიმურობის წარმოდგენებში იურიდიული მეთოდების
მოძღვრება, ასევე, იმ აზრს მისდევს, რომ თითოეული ადამიანის გონებრივად
გააზრებული სინდისი სამართლიანობის შესახებ ჩვენი წარმოდგენების
ბოლო ინსტანციაა და, რომ ამის საფუძველზე უმრავლესობის
კონსენსუსუნარიანი წარმოდგენების ჩამოყალიბება და გონებრივი
განსჯა უნდა განხორციელდეს (იხ. § 11 II 4; 18). ასევე, კანონსა და
სამართლიანობას შორის კონფლიქტისა (იხ. §§ 6; 24) და სამართლებრივი
პრობლემების (იხ. §§ 38 III; 39) გადაწყვეტის დროს, სისტემური
და შეწონასწორებული აზროვნების წილთან დაკავშირებით, მივუთითებ
`სამართლის ფილოსოფიას~.დამწყებ სტუდენტებს, რომლებიც პირველ ზოგად მითითებებს ეძებენ
იმის შესახებ, თუ რა ეტაპებად ხორციელდება კანონის გამოყენება კონკრეტულ
სამართლებრივ შემთხვევაში, ვურჩევ § 6 და § 14 წაკითხვას.
`იურიდიული მეთოდების მოძღვრების~ ესპანურად გადამუშავებული
თარგმანისათვის მადლობას ვუხდი ბატონ პროფესორ დელგადო ოცანდოს,
უკრაინულად თარგმნისათვის კი, ბატონებს დოქტორ ბერნჰარდ
შლოერსა და რომან კორნუტას. კორექტურის დროს დახმარებისათვის
მადლობას გამოვხატავ ქალბატონ ბრიგიტე შულცეს მიმართ.

ბერლანგენი,
2006 წლის სექტემბერი
რაინჰოლდ ციპელიუსი

მკითხველის შეფასება

ნანახია 1770 - ჯერ , 1 ნახვა დღეს

მსგავსი პროდუქტები