+ დათვალიერება

კაზუსები კანონისმიერ ვალდებულებით სამართალში

გამოქვეყნების თარიღი: აპრილი 6, 2016

გასაყიდი ფასი

GEL 10.00

ჯერ არ შეგიძენიათ? ჩამოტვირთეთ ნიმუში (PDF, 4.2 MB) სარჩევითა და ყდით.

უფასო ნიმუში
A5, გვ. 283
ქართული
ISBN 978-9941-9428-9-1

შინაარსი

დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულება ცნობილი იყო
ჯერ კიდევ რომაელთათვის ნეგოტიორუმ გესტიო-ს სახელით და მოიცავდა
სხვისი საქმეების შესრულებას დავალებისა და მეურვეობის
გარეშე. მის წინაპირობას წარმოადგენდა: 1. საქმე, რომელსაც ასრულებდა
გესტორ-ი. ეს საქმე შეიძლება ყოფილიყო ნებისმიერი ფაქტობრივი
და სამართლებრივი მოქმედება. 2. საქმე უნდა ყოფილიყო
სხვისი. 3. გესტორ-ს უნდა ჰქონოდა ნება შეესრულებინა სხვისი საქმე,
თუმცა, ჩვეულებრივ, სუბიექტურად და ობიექტურად სხვისი საქმე
ერთმანეთისაგან მკაფიოდ გამიჯნული არ იყო. 4. საქმე მეპატრონისათვის
(დომინუს ნეგოტიი) უნდა ყოფილიყო სარგებლის მომტანი (უტილიტერ
გესტუმ), თუმცა მნიშვნელოვანი იყო მისი სარგებლიანობა საქმის
დაწყების მომენტში (უტილიტერ ცოეპტუმ). ნეგოტიორუმ გესტიო-ს შემთხვევა-
ში მეპატრონეს ჰქონდა საქმეების შემსრულებლისაგან ამ შესრულების
შედეგად მიღებულისა და ასევე არაჯეროვანი შესრულების
შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება (აცტიო ნეგოტიორუმ
გესტორუმ დირეცტა). შემსრულებებილ პასუხს აგებდა განზრახვისა
და უხეში გაუფრთხილებლობისათვის. საქმის შემსრულებელს
ენიჭებოდა სარჩელი (აცტიო ნეგოტიორუმ გესტორუმ ცონტრარია) მეპატრონის
წინააღმდეგ, თუ ის მოქმედებდა მეპატრონის ინტერესებში, მიყენებული
ზიანისა და დანახარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
დავალების გარეშე სხვისი შესრულების რომის სამართლიდან
მომდინარე ამ ტრადიციითაა ძირითადად განპირობებული მოცემული
ინსტიტუტის მოწყობა კონტინენტური ევროპის მართლწესრიგებში.

ავტორისგან

მკითხველის შეფასება

ნანახია 2741 - ჯერ , 2 ნახვა დღეს

მსგავსი პროდუქტები