დათვალიერება

კაპიტალის ბაზრის ფუნქციაუნარიანობა არსებული რეალობა და რეფორმის აუცილებლობა

გამოქვეყნების თარიღი: მარტი 6, 2017

გასაყიდი ფასი

GEL 10.00

ჯერ არ შეგიძენიათ? ჩამოტვირთეთ უფასო ნიმუში (PDF) ყდითა და სარჩევით.

უფასო ნიმუში
A5 - რბილი ყდა-169 გვ.
ქართული
978-9941-9476-8-1

წიგნის აღწერა

წ ი ნ ა ს ი ტ ყ ვ ა ო ბ ა

საქართველოში დღეს არსებული ეკონომიკური მდგომარეობა და მისი განვითარების პერსპექტივა დიდად არის დამოკიდებული ქვეყანაში ფუნქციონირებადი და მდგრადი კაპიტალის ბაზრის არსებობაზე. თანამედროვე პოლიტიკურ- სამართლებრივი და, უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკური ვითარება უპირობოდ მოითხოვს სამეწარმეო-კორპორაციული საქმიანობის დაფინანსების დივერსიფიცირებულ მიდგომას, რაც საბანკო-სასესხო სეგმენტის ალტერნატივის დაფუძნებას განაპირობებს. ამით სახელმწიფოში სინერგიული ეკონომიკური ეფექტის შექმნის დიდი ალბათობა იარსებებს, რაც ბევრად წაადგება ქვეყნის ეკონომიკური ევოლუციის საქმეს და ეს პირდაპირ აისახება მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე. საქართველოს მთავრობის გაცხადებული რამდენიმეპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილიც სწორედ ამგვარი მიდგომის – საფონდო ინდუსტრიის განვითარების – გამოხატულებას წარმოადგენს. ეს კი უალტერნატივოა.საზოგადოების გარკვეულ სპეციალიზირებულ წრეებში კარგა ხანია მიდის დისკუსია კაპიტალის ბაზრის განვითარების თაობაზე, თუმცა საზოგადოების ფართო მასის ინფორმირებულობის მეტად დაბალი დონე ამ სფეროსადმი,მოსახლეობისა და ბიზნესის ნიჰილისტურ დამოკიდებულებას განაპირობებს. ამას ემატება ის გარემოებაც, რომ სახელმწიფოც არ დგამს მკვეთრ და პრინციპულ ნაბიჯებს ამ მიმართულებით სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზის გამო, რაც, საბოლოო ჯამში, ისევ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ვითარებაზე ახდენს გავლენას. ამ უკანასკნელ პერიოდში კი არსებული ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, რომლის „კორექტირებაც“ დადგა დღის წესრიგში, უთუოდ ადასტურებს იმას, რომ ქვეყნის ეკონომიკური ვითარების გაჯანსაღებასა და კორპორაციული დაფინანსების, კაპიტალიზაციის წყაროების ალტერნატივების შექმნის აუცილებლობა ნამდვილად არ უნდა დადგეს ეჭვის ქვეშ. არადა სახელმწიფოს ეკონომიკური სიძლიერე კერძო სამეწარმეო წინასიტყვაობა სუბიექტების გამართულ და წარმატებულ საქმიანობაზეა დამოკიდებული. თავის მხრივ, კერძო ბიზნესს „კვების წყარო“ სჭირდება და იგი მხოლოდ საბანკო დაფინანსებაზე დამოკიდებული არანაირად არ უნდა იყოს. კაპიტალის ბაზარს ორი ძირითადი ფუნქცია აქვს, რომლის გარეშეც მისი არსებობა წარმოუდგენელია. ეს ფუნქციები მის სუბსტანციას წარმოადგენს და არსებითად განსაზღვრავს მისი, როგორც ინსტიტუტის ფუნქციონირებას. ეს ფუნქციებია: ბაზრის, როგორც ორგანიზებული
პლაცდარმის, ფუნქციაუნარიანობა და „ფულის დამბანდებლის“- ინვესტორის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა.
აღნიშნულ ნაშრომში კაპიტალის ბაზრის პირველ ფუნქციაზე (მიზანზე) მახვილდება ყურადღება, რადგანაც ის,
თუ როგორ არის გარანტირებული ამგვარ ბაზარზე ინვესტორის, „მომხმარებლის“ უფლებები, ბევრად არის დამოკიდებული თავად ბაზრის მოწყობაზე, მის ორგანიზაციულ არქიტექტურაზე, ზედამხედველობისა და მაკონტროლებელ დიქოტომიაზე. წინამდებარე ნაშრომში მოცემულია ინფორმაცია აშშის, ევროპის (გერმანიის; პასაჟებია ასევე ავსტრიული სამართლიდან) და საქართველოს კაპიტალის ბაზრის ორგანიზაციული აგებულების შესახებ, რაც მისცემს ქართველ მკითხველს შესაძლებლობას, თვალი შეავლოს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ საფონდო ინდუსტრიას (რა თქმა უნდა საქართველოს გამოკლებით) და მიიღოს საჭირო ინფორმაცია. წიგნში კაპიტალის ბაზრის სამართლის მეთოდოლოგიურ-დოგმატურ საკითხებთან ერ- თად შემოთავაზებულია კრიტიკული მიდგომა ქართული რეალობის შეფასების საფუძველზე და გარკვეული რეკომენდაციებიცაა ჩამოყალიბებული. ვფიქრობ, საზოგადოებისთვის და, განსაკუთრებით იურიდიული წრისათვის, ეს წიგნი საინტერესო უნდა იყოს, თუ გავითვალისწინებთ ასევე იმას, რომ ეს შედარებით-სამართლებრივ ჭრილში დანახ კაპიტალის ბაზრის ფუნქციაუნარიანობაული კაპიტალის ბაზრის ფუნქციაუნარიანობის თაობაზე პირველი ქართული იურიდიული ნაშრომია. თსუ-ის საკორპორაციო, ეკონომიკური და საბანკო სამართლის ინსტიტუტის მიზანიც სწორედ ისაა, რომ საქართველოში შეიქმნას ქართული კაპიტალის ბაზრის სამართალი, რაც აქამდე, როგორც დამოუკიდებელი იურიდიული მატერია, არ არსებობდა. ამ საქმეში იურიდიული ფაკულტეტი დიდ მადლობას უხდის იურიდიულ ფირმას „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური“ (MKD), განსაკუთრებით კი მათ დამფუძნებელთა გარკვეულ ჯგუფს – ბატონ ვიქტორ ყიფიანსა დადავით ძიძიგურ ს, რომელთა დახმარების გარეშეც ეს მოკრძალებული მონოგრაფია ვერ გამოვიდოდა.

პროფ. დოქ. ირაკლი ბურდული
თბილისი 2016 წ.

მკითხველის შეფასება

ნანახია 1043 - ჯერ , 1 ნახვა დღეს

მსგავსი პროდუქტები