დათვალიერება

კორუფციულ სამოხელეო დანაშაულზე გამოძიებისა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩატარების თავისებურებები

გამოქვეყნების თარიღი: ნოემბერი 26, 2017

გასაყიდი ფასი

GEL 7.00

წიგნის შეძენა შესაძლებელია იურისტების სამყაროს მაღაზიათა ქსელში, კოსტავას #75 -ში და კეკელიძის #1 -ში და ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში საქართველოს მაშტაბით.

უფასო ნიმუში
A5- რბილი ყდა 110 გვ.
ქართული
978-9941-9537-4-3

და

წიგნის აღწერა

რეზიუმე
ნაშრომში: ,,კორუფციული ხასიათის სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების თავისებურებები” – ნაჩვენებია, რომ მმართველობის სფეროში ჩადენილი ნებისმიერი სახის კორუფციული სამოხელეო დანაშაული უარყოფითად აისახება სახელმწიფოს ნორმალურ ფუნქციონირებაზე და რეალურად ემუქრება ქვეყნის ეკონომიკურ საფუძვლებს. განხილულია კორუფციული ხასიათის ყველაზე გავრცელებული დანაშაულების: სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის და ქრთამის აღების გამოვლენის, თავიდან აცილების და აღკვეთის პროცესში გამოძიებისა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩატარების თავისებურებები. გამოკვლევაში მოცემულია ყველა ის ძირითადი კონცეპტუალური საკითხი, რომელიც განხილულ დანაშაულებზე გამოძიების დაწყებას ახლავს თან. კერძოდ, აღნიშნულ საქმეებზე დასადგენი გარემოებები, ღონისძიებები, რომლებიც ხელს უწყობს სამოხელეო დანაშაულთა გამოვლენას და მისი ჩამდენი პირების მხილებას. ავტორის მიერ ამ კატეგორიის საქმეებზე შემოთავაზებულია გამოძიების სრულყოფისათვის და ერთიანი საგამოძიებო პრაქტიკის დასანერგად აუცილებელი პროცესუალური და ოპერატიული საქმიანობის ორგანიზაციული რეკომენდაციები.

მკითხველის შეფასება

ნანახია 1790 - ჯერ , 2 ნახვა დღეს

მსგავსი პროდუქტები