+ დათვალიერება

ანგლო-ამერიკულ სამართალში მორალური ზიანის ცნება, კლასიფიკაცია და ანაზღაურება

გამოქვეყნების თარიღი: მაისი 4, 2015

გასაყიდი ფასი

GEL 7.00

ჯერ არ შეგიძენიათ? ჩამოტვირთეთ უფასო ნიმუში (PDF) ყდითა და სარჩევით.

უფასო ნიმუში
A5, რბილი ყდა, 102 გვ.
ქართული
978-9941-9428-0-8

წინასიტყვაობა

წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს აშშ-ის ტულანის სამართლის სკოლის შედარებითი სამართლის პროფესორის, კრისტოფერ ოსაკვეს სტატიის თარგმანს, რომელიც გამოქვეყნებულ იქნა 2011 წელს რუსეთის შედარებითი სამართლის ყოველწლიურ ჟურნალში. თარგმანი იმით არის საინტერესო რომ საკითხი ეხება ქართული იურიდიული მეცნიერებისა და სასამართლო პრაქტიკისთვის მეტად მნიშვნელოვან – მორალური ზიანის ინსტიტუტს, მის ადგილსა და მნიშვნელობას საერთო სამართლის სისტემის ქვეყნებში. ანგლო-ამერიკული სამართლის თავისებურებიდან გამომდინარე აღნიშნული ნაშრომი ინფორმაციულია, ვინაიდან წარმოდგენას გვიქმნის არა მარტო მორალურ ზიანზე, არამედ მთლიანად ანგლო-ამერიკულ დელიქტურ სამართალზე, ასევე, მოცემულია ინგლისურ ენაზე ის მნიშვნელოვანი ტერმინები, რომელთა შესწავლა სტუდენტებს და დაინტერესებულ პირებს მისცემს შესაძლებლობას პირველწყაროდან გაეცნონ მათთვის საინტერესო საკითხებს. ნაშრომი საინტერესო და სასარგებლო იქნება, როგორც სტუდენტებისთვის, ასევე პრაქტიკოსი იურისტებისთვისაც, განსაკუთრებით იმ პირთა წრისათვის, რომლებიც შედარებით-სამართლებრივი კვლევებით არიან დაინტერესებული.

მკითხველის შეფასება

ნანახია 1122 - ჯერ , 4 ნახვა დღეს

მსგავსი პროდუქტები