+ დათვალიერება

თანამედროვე საერთაშორისო სამართალი

გამოქვეყნების თარიღი: ოქტომბერი 15, 2015

გასაყიდი ფასი

GEL 15.00

A5, რბილი ყდა, 440 გვ.
ქართული
978-9941-9343-5-3

ავტორისგან

საერთაშორისო სამართალი, როგორც იდეების, პრაქტიკისა
და ინსტიტუტების ერთობლიობა, თანამედროვე მსოფლიოში
საერთაშორისო ურთიერთობების განუყოფელი ნაწილია.
თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების მახასიათებელი
სახელმწიფოთა ფართო ურთიერთობებია.

თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობები საკითხთა განუზომლად
ფართო წრეს მოიცავს. საერთაშორისო სამართალი კი ამ
საკითხებს არეგულირებს.

წინამდებარე წიგნში განხილულია თანამედროვე საერთაშორისო
სამართლის თეორიისა და პრაქტიკის საკითხები: საერთაშორისო
სამართლის, როგორც დამოუკიდებელი სამართლებრივი სისტემის
ცნება, სოციალური ბუნება, წყაროები, სუბიექტები: ცალკეული
დარგების (სახელშეკრულებო, დიპლომატიური, საკონსულო,
კოსმოსური და სხვ.) ძირითადი დებულებანი.

ნაშრომი განკუთვნილია საერთაშორისო სამართლისა და
საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტებისა და თანამედროვე
საერთაშორისო სამართლის პრობლემებით დაინტერესებულ
მკითხველთა ფართო წრისთვის.

მკითხველის შეფასება

ნანახია 3291 - ჯერ , 1 ნახვა დღეს