+ დათვალიერება

მონაცემთა დაცვის ევროპული სამართალი – სახელმძღვანელო – (თარგმანი)

გამოქვეყნების თარიღი: აპრილი 30, 2015

გასაყიდი ფასი

GEL 0.00

ჯერ არ შეგიძენიათ? ჩამოტვირთეთ უფასო ნიმუში (PDF) ყდითა და სარჩევით.

უფასო ნიმუში
A5, რბილი ყდა, 254 გვ.
ქართული, თარგმანი.
978-9941-9406-3-7

ავტორისგან

მონაცემთა დაცვის ევროპული სამართლის აღნიშნული სახელმძღვანელო ერთობლივად იქნა შემუშავებული ძირითადი უფლებების ევროპული კავშირის სააგენტოსა (FRA) და ევროპის საბჭოს მიერ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სამდივნოსთან ერთად. ეს არის რიგით მესამე იურიდიული სახელმძღვანელო, რომელიც ერთობლივად შემუშავდა ძირითადი უფლებების ევროპული კავშირის სააგენტოსა და ევროპის საბჭოს მიერ. 2011 წლის მარტში, გამოიცა პირველი სახელმძღვანელო ევროპული ანტიდისკრიმინაციული სამართლის შესახებ, 2013 წლის ივნისში – მეორე სახელმძღვანელო თავშესაფართან, საზღვრებთან და იმიგრაციასთან დაკავშირებული ევროპული სამართლის შესახებ.

ჩვენ გადავწყვიტეთ გავაგრძელოთ ჩვენი თანამშრომლობა მეტად აქტუალურ საკითხზე, კერძოდ, პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე, რომელიც დღეს თითოეულ ჩვენთაგანს ეხება. ამ სფეროში ევროპა სარგებლობს ერთ-ერთი ყველაზე მეტად დამცავი სისტემით, რომელიც დაფუძნებულია ევროპის საბჭოს 108-ე კონვენციაზე, ევროპული კავშირის (EU) ინსტრუმენტებზე, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა (ECtHR) და მართლმსაჯულების ევროპული კავშირის სასამართლოს (CJEU) გადაწყვეტილებებზე.

აღნიშნული სახელმძღვანელოს მიზანია აამაღლოს ცნობიერება და ცოდნა მონაცემთა დაცვის წესების შესახებ ევროპული კავშირისა და ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში, მკითხველებისთვის მიმართვის მთავარ საგნად არსებობის გზით. იგი შექმნილია სპეციალიზაციის არმქონე სამართალმცოდნეებისთვის, მოსამართლეებისთვის, მონაცემთა დაცვის ეროვნული ორგანოებისთვისთვის და სხვა პირებისთვის, რომლებიც მუშაობენ მონაცემთა დაცვის სფეროში.

2009 წლის დეკემბერში, ლისაბონის ხელშეკრულების ძალაში შესვლით, ევროპული კავშირის ძირითად უფლებათა ქარტიამ იურიდიულად სავალდებულო ძალა შეიძინა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლებამ განცალკევებული ძირითადი უფლების სტატუსი მოიპოვა. ევროპის საბჭოს 108-ე კონვენციისა და ევროპული კავშირის ინსტრუმენტების – რომლებმაც გაკვალეს გზა მონაცემთა დაცვისათვის ევროპაში, ასევე, მართლმსაჯულების ევროპული კავშირის სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების უკეთესი გააზრება მნიშვნელოვანია მოცემული ძირითადი უფლების დაცვისათვის.

ჩვენ გვსურს მადლობა გადავუხადოთ ადამიანის უფლებების ლუდვიგ ბოლცმანის ინსტიტუტს მის მიერ შეტანილი წვლილისთვის ამ სახელმძვანელოს შექმნისას. ჩვენ, ასევე, გვსურს გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება მონაცემთა დაცვის ევროპული ზედამხედველის სამსახურის მიმართ შექმნის პროცესში არსებული უკუკავშირისთვის. აღნიშნული სახელმძღვანელოს მომზადებისას ჩვენ, ასევე, მადლობას ვუხდით ევროპული კომისიის მონაცემთა დაცვის განყოფილებას.

ფილიპ ბუალა
ევროპის საბჭო, ადამიანის უფლებები და
კანონის უზენაესობა, გენერალური დირექტორი

მორტენ კიერუმი,
ძირითადი უფლებების ევროპული
კავშირის სააგენტოს დირექტორი

მკითხველის შეფასება

ნანახია 1011 - ჯერ , 2 ნახვა დღეს

მსგავსი პროდუქტები