დათვალიერება

მოსაზრება 05/2012 ღრუბლოვან სისტემაზე

გამოქვეყნების თარიღი: ნოემბერი 1, 2017

დათვალიერება

GEL 0.00

წიგნი ხელმისაწვდომია ელექტრონულად.

უფასო ვერსია
A6- რბილი ყდა- 96 გვ.
ქართული
978-9941-9537-5-0

წიგნის აღწერა

მთარგმნელისგან
პერსონალური მონაცემები ექვემდებარება სხვადასხვა მეთოდითა და საშუალებებით დამუშავებას. ამ პროცესში, ტექნოლოგიური საშუალებების განვითარებასთან ერთად, იმატებს მონაცემთა სუბიექტების – ინდივიდების უფლებათა დარღვევის რისკი. ტექნოლოგიური პროგრესი ქმნის პერსონალურ მონაცემთა მართვის მოქნილ და მოსახერხებელ მეთოდთა ერთობლიობას. სწორედ ასეთ მოქნილ პლატფორმას წარმოადგენს ღრუბლოვანი სისტემა, რომლითაც შესაძლებელია სხვადასხვა ინფორმაციის, მათ შორის, პერსონალური მონაცემების ვირტუალურ მეხსიერებაში (ინტერნეტის მეშვეობით) დამუშავება და შენახვა. ამ მეთოდის ეფექტურობის პარალელურად, აუცილებელია ვუზრუნველყოთ პერსონალურ მონაცემთა შესაბამისი დაცვა და მხოლოდ სათანადო საფუძვლებით დამუშავება, მონაცემთა ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნის მკაცრი დაცვით. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ქართული მოდელი ევროპულ სისტემაზეა აგებული. ამას მოწმობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ~ საქართველოს კანონის ტექსტი, ასევე, საქართველოსა და ევროპულკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების მე-14 მუხლი, რის  მიხედვითაც, მონაცემთა დაცვის ქართული მოდელი უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ კავშირში მოქმედი 95/46/ECდირექტივით (მონაცემთა დაცვის დირექტივა) დადგენილ სტანდარტებს. საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული ურთიერთობები სამართლებრივად შედარებით გვიან მოწესრიგდა, ვიდრე ეს მოხდა ევროპაში, თუმცა ის სირთულეები, რაც თან ახლავს ტექნოლოგიური საშუალებებით, კერძოდ, ღრუბლოვანი სისტემით მონაცემთა დამუშავებას, რჩება გამოწვევად ქართველი დამმუშავებლისთვის. შესაბამისად, წინამდებარე თარგმანი დაეხმარება ღრუბლოვან სისტემაში პერსონალურ მონაცემთა დამუშავებით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს სამართლებრივად სწორი გადაწყვეტილების მოძიებასა და მონაცემთა სუბიექტის უფლებათა დაცვაში. ასევე, მსურს მადლობა გადავუხადო მარიამ ბობოხიძეს თარგმანის სამეცნიერო რედაქტირებისთვის და გამომცემლობა “იურისტების სამყაროს” სამუშაო ჯგუფს თარგმანის გამოცემისთვის.

შენიშვნა:
წინამდებარე მოსაზრება, ინგლისურ ენაზე, გამოცემულია 2012 წლის პირველ ივლისს. ამ დროს,
ევროპულ კავშირსა და აშშ-ს შორის ჯერ კიდევ  მოქმედებდა Safe Harbor შეთანხმება. მას შემდეგ,
რაც მართლმსაჯულების ევროპული კავშირის სასამართლოს დიდმა პალატამ 2015 წლის 6 ოქტომბერს
აღნიშნული შეთანხმება ძალადაკარგულად ცნო (საქმე Maximilian Schrems v. Data Protection Commissioner, C-362/14),ევროპულ კავშირსა და აშშ-ს შორის 2016 წლის 12 ივლისს გაფორმდა ახალი შეთანხება – EU-US Privacy Shield. . მიუხედავად ამ ცვლილებისა, დოკუმენტის ნაწილი, სადაც საუბარია Safe Harbor შეთანხმებაზე, გავლენას არ ახდენს დოკუმენტში მოცემულ მთავარ მიდგომებსა და საკვანძო საკითხებზე

მკითხველის შეფასება

ნანახია 86 - ჯერ , 1 ნახვა დღეს

მსგავსი პროდუქტები