+დათვალიერება

მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში

გამოქვეყნების თარიღი: მარტი 25, 2016

გასაყიდი ფასი

რბილი ყდა

GEL 8.00

B5, რბილი ყდა,75 გვ.
ქართული
978-9941-9347-3-5

Description

წინასიტყვაობა

მართლმსაჯულების სისტემის ეფექტურობა სამართლებრივი წესრიგის განმ-
ტკიცებისა და სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფუნდამენტურ
წინაპირობას წარმოადგენს. მართლმსაჯულების ეფექტურობა დამოუკიდებელ,
მიუკერძოებელ, სამართლიან და დროულ სამართალწარმოებაში ჰპოვებს თავის
გამოხატულებას.
ცხოვრების თანამედროვე მოთხოვნები, სწრაფი სოციალური, ეკონომიკური
და კულტურული გარემოს განვითარების ფონზე, მართლმსაჯულების სისტემას
ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანი
სარჩელების წარდგენის ჩათვლით. აღნიშნული გამოწვევები საჭიროებენ სასა-
მართლოში სამართალწარმოების თანამედროვე მეთოდებისა და სისტემების გან-
ვითარებას.
სამართალწარმოება რთული და კომპლექსური პროცედურების ერთობლიობაა
და მისი სათანადოდ განხორციელებისათვის მნიშვნელოვანია იმ მიდგომებისა და
მექანიზმების ცოდნა, რომელიც დამკვიდრებულია განვითარებულ საზოგადოებაში
და ორიენტირებულია სწრაფ და ეფექტურ შედეგზე.
ამ პუბლიკაციის მიზანს წარმოადგენს სწორედ საქმის განხილვის უახლესი
პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა, რომელიც მოსამართლეებს გაუადვილებს
საქმიანობას და მისცემს შესაძლებლობას, უზრუნველყონ დროული და ხარისხიანი
მართლმსაჯულების განხორციელება.
პუბლიკაცია განკუთვნილია არა მხოლოდ მოსამართლეების, არამედ პრაქტი-
კოსი იურისტებისა და, ზოგადად, იურიდიული წრეების წარმომადგენლებისათვის.
პუბლიკაცია დაეხმარება მათ პოზიციებისა და მოსაზრებების სრულყოფილად ჩა-
მოყალიბებასა და იმ საკითხებზე აქცენტების გაკეთებაში, რასაც სასამართლოში
საქმის განხილვისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება. აღნიშნული, თავის მხრივ,
მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სამართლებრივი მართლშეგნების ამაღლებაში,
სამართლებრივი აზროვნების ჩამოყალიბებასა და საბოლოოდ მართლმსაჯულების
სისტემის სრულყოფაში.
პუბლიკაცია თეორიულ ასპექტებთან ერთად ფართოდაა გაჯერებული პრაქტი-
კული კომპონენტებით, რაც იძლევა მისი უკეთ აღქმისა და გაანალიზების საშუალე-
ბას. მისი უმეტესი ნაწილი ეთმობა სწორედ პრაქტიკული კაზუსების მიმოხილვას,
რითაც იგი მიმზიდველია პრაქტიკოსი იურისტებისათვის და დაეხმარება მათ ყო-
ველდღიურ პროფესიულ საქმიანობაში.
აღნიშნული პუბლიკაციის მომზადება შესაძლებელი გახდა სასამართლოსა და
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) თანამშრომ-
4
წინასიტყვაობა
ლობის ფარგლებში და მინდა მადლობა გადავუხადო გერმანიის საერთაშორისო
თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამართლის პროგრამას, რომლის თანად-
გომითაც ხორციელდება მრავალი საინტერესო პროექტი სასამართლო სისტემის
განვითარების მხარდასაჭერად. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი GIZ-ის ექს-
პერტებს, მოსამართლეებს: ბატონ შტეფან შმიტსა და ჰარალდ რიჰტერს, რომელთა
უშუალო ძალისხმევით მომზადდა წინამდებარე პუბლიკაცია.
ლაშა კალანდაძე
მოსამართლე

მკითხველის შეფასება

ნანახია 1538 - ჯერ , 2 ნახვა დღეს

მსგავსი პროდუქტები