+ დათვალიერება

როგორ ფუნქციონირებს ევროპული კავშირი

გამოქვეყნების თარიღი: ივნისი 3, 2014

გასაყიდი ფასი

GEL 4.00

ჯერ არ შეგიძენიათ? ჩამოტვირთეთ უფასო ნიმუში (PDF) ყდითა და სარჩევით.

უფასო ნიმუში
A5, რბილი ყდა, 98 გვ.
ქართული
978-9941-9355-9-6

წინათქმა

ევროპულ კავშირში საქართველოს ინტეგრაციის ხელშეწყობის
მიზნით, ევროპული კავშირის, საქართველოს ხელისუფლებისა
და სამოქალაქო საზოგადოების მიერ საკმაოდ პროდუქტიული,
ეფექტიანი, შედეგზე ორიენტირებული ინსტიტუციური,
სამართლებრივი ღონისძიებები, პროექტები ხორციელდება.
მიუხედავად ამისა, სერიოზულ პრობლემად რჩება ქართული
საზოგადოების მხრიდან ევროპული კავშირის ღირებულებებისა
და ზოგადად ევროპული იდენტობის `დამახინჯებულად~ აღქმის
საკითხი. საზოგადოების უმეტესობა ევროპული კავშირის
შესახებ ინფორმაციას არ ფლობს ან არასწორ ინფორმაციას
ფლობს. აღნიშნულს ემატება კავშირთან მიმართებაში არასწორი
ტერმინოლოგიის (მაგ. ევროკავშირი) გამოყენების მანკიერი
პრაქტიკა, რაშიც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით პოლიტიკოსებსა
და ჟურნალისტებს.

წინამდებარე გზამკვლევი წარმოადგენს ევროპული კომისიის
მიერ 2013 წელს გამოცემული ერთ-ერთი პუბლიკაციის
ქართულ თარგმანს. გზამკვლევის მიზანია, ევროპული კავშირის
ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხებით დაინტერესებული
პირებისთვის სწორი, განახლებული ინფორმაციის
გასაგებ, მარტივ ენაზე მიწოდება, რაც მკითხველს შეუქმნის
წარმოდგენას ევროპული კავშირის სამართლებრივი ბუნების,
სამართლებრივი წყაროების, ძირითადი ინსტიტუტების (ევროპული
პარლამენტი, ევროპული საბჭო, ევროპული კავშირის საბჭო,
ევროპული კომისია, ევროპული კავშირის მართლმსაჯულების
სასამართლო, აუდიტორთა ევროპული სასამართლო,
ევროპული ცენტრალური ბანკი), საკონსულტაციო ორგანოების
(რეგიონების კომიტეტი, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა
ევროპული კომიტეტი), ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმებისა
(ევროპული კავშირის ომბუდსმები, პირადი მონაცემების
დაცვის ევროპული ზედამხედველი) და კავშირის სააგენტოების
სტრუქტურის, ფორმირების, კომპეტენციებისა და ფუნქციონირების
თაობაზე.

პუბლიკაცია განკუთვნილია ამ საკითხებით დაინტერესებულ
მკითხველთა ფართო წრისათვის.

გიორგი მირიანაშვილი

მკითხველის შეფასება

ნანახია 788 - ჯერ , 2 ნახვა დღეს