+ დათვალიერება

საგადასახადო სამართალი გადასახადის გადამხდელის უფლებების დაცვის მექანიზმები

გამოქვეყნების თარიღი: აპრილი 29, 2013

გასაყიდი ფასი

GEL 13.00

ჯერ არ შეგიძენიათ? ჩამოტვირთეთ უფასო ნიმუში (PDF) ყდითა და სარჩევით.

უფასო ნიმუში
A5, რბილი ყდა, 132 გვ.
ქართული
978-9941-9323-0-4

წინასიტყვაობა

წარმოდგენილი ნაშრომი არის გადასახადის გადამხდელის უფლებების
დაცვის მექანიზმების, საქართველოს კანონმდებლობაში მათთან
დაკავშირებით არსებული პრობლემებისა და ხარვეზების საფუძვლიანად
განხილვის მცდელობა. აღნიშნული საკითხი წარმოდგენილია საქართველში
მოქმედი კანონმდებლობის, მისი განხორციელების შედეგად
დამკივიდრებული პრაქტიკის, აგრეთვე სხვა სახელმწიფოში მოქმედი
სამართლებრივი ნორმებისა და ჩამოყალიბებული პრაქტიკის შედარებითი
სამართლებრივი ანალიზის მიხედვით.

ნაშრომში დეტალურადაა განხილული გადასახადის გადამხდელსა
და სახელმწიფოს შორის დამყარებული საგადასახადო-სამართლებრივი
ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე გადასახადის გადამხდელის უფლებები,
სახელმწიფოს მხრიდან ამ უფლებათა დასაცავად შექმნილი სამართლებრივი
და ინსტიტუციონალური მექანიზმები. ამ კუთხით საქართვ ელოში
ბოლო დროს მიმდინარე საგადასახადო რეფორმის შედეგად ბევრი ინოვაცია
დაინერგა, კერძოდ:

– საქართველოს მთავრობის სისტემაში ჩამოყალიბდა საგადასახდო
ომბუდსმენის ინტიტუტი, რომლის ძირითადი ფუნქციაა გადასახადის
გადამხდელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა, მათი
დარღვევის ფაქტების გამოვლენა, დარღვეული უფლებების აღდგენის
ხელშეწყობა;

– 2011 წლის პირველ იანვარს ამოქმედებულმა ახალმა საგადასახადო
კოდექსმა პირველად მოგვცა საგადასახადო საიდუმლოების დეფინიცია;

– გადასახადის გადამხდელს შესაძლებლობა მიეცა, ისარგებლოს
პირადი საგადასახადო აგენტისა და უბნის საგადასახადო ოფიცრის
მომსახურებით, რომელთა კონსულტაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა
ექნება მის მიერ საგადასახადო ვალდებულებების დროულად და სრულყოფილად
შესრულებისათვის;

– შემოღებული იქნა ალტერნატიული აუდიტის ინსტიტუტი. ამ ცვლილებით
გადასახადის გადამხდელებს მიეცა შესაძლებლობა, თავისი
საქმიანობა და დოკუმენტაცია შეამოწმებინოს კერძო აუდიტს, რომელიც
ლიცენზიას ღებულობს შემოსავლების სამსახურიდან;

– საგადასახადო კანონმდებლობამ პირველად გაითვალისწინა კანონის
არცოდნის პრეზუმფცია, რომლის მიხედვითაც საგადასახადო ორგანოს
ხელმძღვანელს და დავის განმხილველ ორგანოს მიენიჭა უფლებამოსილება,
გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადამხდელი საგადასახდო
სანქციისაგან, თუ მის ქმედებას ზიანი არ მიუყენებია სახელმწიფო
ბიუჯეტისათვის და, ამასთანავე, სამართალდარღვევა გამოწვეული იყო
გადამხდელის შეცდომით/არცოდნით;

– საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე შესაძლებელი გახდა
საგადასახადო ორგანოსა და გადასახადის გადამხდელს შორის საგადასახადო
შეთანხმების გაფორმება, რომლის მიხედვითაც საგადასახადო
ორგანოს შეუძლია შეუმციროს გადასახადის გადამხდელს გადასახადების
ან/და სანქციების თანხები.

ნაშრომში ინოვაციების გარდა ყურადღებაა გამახვილებული ისეთ
მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიცაა საგადასახადო დავალიანების
გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები, საგადასახადო კონტროლი,
პასუხისმგებლობა, საგადასახადო დავა, განხილულია მათთან
დაკავშირებით კანონმებლობაში არსებული ხარვეზები, რომლებიც
გარკვეულ პრობლემებს წარმოშობენ გადასახადის გადამხდელის უფლებრივ
მდგომარეობასთან დაკავშირებით.

აქედან გამომდინარე, ჩვენს მიერ შემუშავებული იქნა რეკომენდაციები
ამ კუთხით საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში განსახორციელებელ
ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელთა გარეშეც,
ვფიქრობთ, გართულდება იმ მიზნის მიღწევა, რომელიც ქართველმა
ხალხმა კონსტიტუციის პრეამბულაში დაისახა _ დემოკრატიული,
სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს მშენებლობა. ეს ცვლილებები,
სწორედ, ამ მიზნისკენ გადადგმული გარკვეული ნაბიჯები იქნება.

ვფიქრობთ, ჩვენეულ რეკომენდაციებს ქვეყნის საგადასახადო კანონმდებლობის
დახვეწისა და საზოგადოებრივ მოთხოვნილებებთან მათი
შესაბამისობაში მოყვანის გარდა, კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი ფუნქცია
გააჩნია _ ქვეყანაში ეკონომიკური სტაბილურობისა და მეწარმეთა შესაბამისი
დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა.

თუ ჩვენი რეკომენდაციები ამ პროცესებში პრაქტიკულ-სამართლებრივი
დანიშნულების როლს შეასრულებს მიზანი საბოლოოდ იქნება
შესრულებული.

მკითხველის შეფასება

ნანახია 1071 - ჯერ , 1 ნახვა დღეს

მსგავსი პროდუქტები