დათვალიერება

საგადასახადო სამართალი (დამხმარე სახელმძღვანელო) წიგნი მესამე

გამოქვეყნების თარიღი: მაისი 3, 2017

გასაყიდი ფასი

GEL 25.00

წიგნის შეძენა შესაძლებელია იურისტების სამყაროს მაღაზიათა ქსელში, კოსტავას #75 -ში და კეკელიძის #1 -ში და ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში საქართველოს მაშტაბით.

უფასო ნიმუში
B5 - რბილი ყდა-439 გვ.
ქართული
978-9941-9512-3-7

წიგნის აღწერა

გადასახადებით დაბეგვრის ისტორია ათასწლეულებს ითვლის. სახელმწიფოს წარმოშობასთან ერთად გადასახადი მისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების ერთადერთ შესაძლო საშუალებად იქცა. იცვლებოდა გადასახადების რაოდენობა, მათი დასახელება, დაწესებისა და გადახდის საშუალებები, თუმცა გადასახადების არსი ყოველთვის უცვლელი რჩებოდა. იურიდიული და ფიზიკური პირები გადასახადს უხდიდნენ სახელმწიფოს ამა თუ იმ საქმიანობის განხორციელების უფლებისათვის ან საკუთრებაში არსებული ქონებისათვის. სახელმწიფო, როგორც გადასახადის მიმღები, ადგენდა გადასახადის გადამხდელების მიერ გადასახადების გამოანგარიშებისა და გადახდის წესს ანუ გადასახადის გადახდის ფორმები და წესი ამათუ იმ ფორმით ყოველთვის დადგენილი იყო. კანონი განსაზღვრავდა გადასახადების გადამხდელებს, დაბეგვრის ობიექტებს, გადასახადის განაკვეთებს და გადახდის საშუალებებს. გადასახადები მძლავრი ინსტრუმენტი ხდებოდა იმ პირთა ხელში, ვინც სახელმწიფოში შეიმუშავებდა სოციალურ-პოლიტიკურ და ეკონომიკურ ფასეულობებსა და პრიორიტეტებს. ასეთი წესრიგი დღემდე შენარჩუნდა. ამასთან, გადასახადებით დაბეგვრის საკითხებზე საკანონმდებლო აქტებთან ერთად საქართველოში მოქმედებს მთელი რიგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები (საქართველოს მთავრობის დადგენილებები, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინსტრუქციები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების გადაწყვეტილებები), შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითებები და კომენტარები. ამ რაოდენობის ნორმატიულ აქტებთან მუშაობა მოითხოვს გადასახადებით დაბეგვრის თეორიული საფუძვლების ცოდნას და დიდ პრაქტიკულ გამოცდილებას. ასეთი საქმიანობისათვის მომავალი სპეციალისტების მომზადება – წინამდებარე დამხმარე სახელმძღვანელოს ძირითადი მიზანია. სპეციალისტების ხარისხობრივი მომზადება სამართლის, ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის სფეროში მთელი რიგი სასწავლო კურსების, მათ შორის საგადასახადო დისციპლინების, საფუძვლიან შემუშავებას ეფუძნება. გადასახადებით დაბეგვრის საკითხებზე ასეთ სასწავლო კურსებს განეკუთვნება ,,გადასახადებით დაბეგვრის საფუძვლები“, `საგადასახადო სამართალი“, `გადასახადები და დაბეგვრა“.სახელმძღვანელოში განხილულია საქართველოში მოქმედი გადასახადების შინაარსი. თითოულ გადასახადზე განხილულია მისი ელემენტები, ძირითადი ნორმატიული აქტები, ინსტრუქციული და მეთოდური მასალა. სახელმძღვანელოში განხილულია კონკრეტული მაგალითები, რაც საშუალებას გვაძლევს დავინახოთ მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის ცალკეული ნორმების გამოყენების თავისებურებანი. სახელმძღვანელოში არსებული დანართები სწავლების პროცესს შემატებს მეტ ინფორმაციულობას და უფრო საინტერესოს გახდის.

მკითხველის შეფასება

ნანახია 2836 - ჯერ , 1 ნახვა დღეს

მსგავსი პროდუქტები