დათვალიერება

საგამოძიებო სამართალი (პირველი ნაწილი)

გამოქვეყნების თარიღი: იანვარი 12, 2018

გასაყიდი ფასი

GEL 20.00

წიგნის შეძენა შესაძლებელია იურისტების სამყაროს მაღაზიათა ქსელში, კოსტავას #75 -ში და კეკელიძის #1 -ში და ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში საქართველოს მაშტაბით.

უფასო ნიმუში
A5- რბილი ყდა-370 გვ.
ქართული
978-9941-9561-0-2

წიგნის აღწერა

საგამოძიებო სამართალი~ ავტორთა კოლექტივის მრავალწლიანი სამეცნიერო და პრაქტიკული საგამოძიებო საქმიანობის შედეგია, რომელსაც არქიტექტონიკისა თუ განხილულ საკითხთა თემატიკის მრავალფეროვნებით ანალოგი არ გააჩნია, რადგან: მოიცავს გამოძიებასთან დაკავშირებით ისტორიულ მემკვიდრეობას და დღეს არსებულ რეალობას, როგორც ქართულ ისე საზღვარგარეთის წამყვან სახელმწიფოებში; დეტალურად არის წარმოჩენილი გამოძიების ორგანოებისა და გამომძიებლის სტატუსით აღჭურვილ (გამომძიებელი, პროკურორი, ბრალდებული), ასევე გამოძიებასთან ასოცირებულ სუბიექტთა (მაგ. ჟურნალისტური გამოძიების პროცესში ჩართულ ჟურნალისტთა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის) საქმიანობის ის ძირითადი ასპექტები, რომლებიც მოწესრიგებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, `სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ~ კანონით და სხვა მთელი რიგი საკანონმდებლო აქტებით; ახსნილია, წინა ხელისუფლების პირობებებში, გამომძიებლის როლის შესუსტების და სისხლის სამართლის იმ პოლიტიკის დამკვიდრების რეალური მიზეზები: ა)რომლებმაც შეიწირა საქართველოს პროკურატურის ინსტუტიციური დამოუკიდებლობა; ბ) რომელთა გამოც გამომძიებელი დღემდე ვერ ასრულებს კანონით მასზე დაკისრებულ ვალდებულებას-ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიების წარმოების შესახებ და გ) რამაც ფაქტობრივად შეუძლებელი გახადა გამოძიების ჩატარებისას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დეკლარირებული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის რეალიზაცია. აღნიშნულისა და იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ შეიცავს გამოძიების ორგანიზაციისა და საგამოძიებო საქმიანობის შემდგომი სრულყოფის მიმართებით არაერთ პრაქტიკული ხასიათის რეკომენდაციას, ნაშრომი დაეხმარება სტუდენტებს (ბაკალავრებს, მაგისტრანტებს, დოქტორანტებს), გამომძიებლებს, პროკურორებს, ბრალდებულებს, ადვოკატებს, ასევე ამ საკითხით დაინტერესებულ პირებს, ღრმად ჩაწვდნენ არსებულ პრობლემატიკას, რათა საჭიროების შემთხვევაში არა მარტო გამოიყენონ ნაშრომში არსებული დებულებები, არამედ სხვა ქვეყნებში არსებულთან შედარების გზით ჩამოუყალიბდეთ საკუთარი ობიექტური შეხედულება მათ შესახებ. საკანონმდებლო, აღმასრულებელ, სასამართლო ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლებს კი მისცემს შესაძლებლობას იპოვონ ეფექტური გამოსავლი არსებული მდგომარეობიდან.

 

 

მკითხველის შეფასება

ნანახია 3674 - ჯერ , 170 ნახვა დღეს

მსგავსი პროდუქტები