დათვალიერება

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ლიტერატურის გამოცემების ცნობარი

გამოქვეყნების თარიღი: ივნისი 22, 2017

გასაყიდი ფასი

GEL 10.00

წიგნის შეძენა შესაძლებელია იურისტების სამყაროს მაღაზიათა ქსელში, კოსტავას #75 -ში და კეკელიძის #1 -ში და ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში საქართველოს მაშტაბით.

უფასო ნიმუში
A5- რბილი ყდა-190 გვ.
ქართული
978-9941-9512-9-9

წიგნის აღწერა

წინასიტყვაობა
ევრო-ატლანტიკურ პოლიტიკურ-ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრირების შედეგად, საქართველოში ახალი კულტურული ტრადიციებისა და ღირებულებების დამკვიდრების პროცესები დაიწყო. ეს მოვლენა ღრმად და მასშტაბურად განათლებასა და, გარკვეულწილად, მეცნიერებასაც დაეტყო. ამის უპირველეს გამოხატულებად წარმოდგა განათლების მულტიკულტურიზმისა და ინტერკულტურიზმის პრინციპებზე დაფუძნება,  რაც განსხვავებული ეთნოკულტურების მატარებელი ადამიანების თანასწორ თანაარსებობას და, რაც მთავარია, საკუთარი კულტურული იდენტობის შენარჩუნებას, განვითარებას უზრუნველყოფს. სხვადასხვა კულტურის, ტრადიციის, ღირებულების დამკვიდრებამ განათლების სივრცის ფერისცვალებაც გამოიწვია. ეს პროცესი კიდევ უფრო ინტენსიური გახადა საქართველოს განათლების სისტემის ევროპის საგანმანათლებლო პოლიტიკაზე დაფუძნებამ. ეს, ასევე, გამოიხატა ევროპულ-ამერიკული საგანმანათლებლო და სამეცნიერო სკოლების საგანმანათლებლო და სამეცნიერო კონცეფციების, თეორიების,მეთოდოლოგიის, ტერმინოლოგიის შემოჭრა-დამკვიდრებაში.აღნიშნულის შედეგად ქართულ საუნივერსიტეტო სივრცეშიგაჩნდა ერთგვარი ტერმინოლოგიური სინონიმია, კონკრეტულიცნებების გამოსახატავად სხვადასხვა მეცნიერული სკოლისტერმინების გამოყენება; რაც მთავარია, არაიშვიათადახალი ტერმინების მომარჯვება სათანადო ახსნა-განმარტებებისგარეშე. ამის გამო შეიქმნა თანამედროვე განათლებისა და მეცნიერების პროცესების არსის და ტერმინოლოგიისგანმარტებითი ლექსიკონებისა თუ სიტყვარების მწვავე დეფიციტი.ამასთან, საბჭოთა ეპოქის საგანმანათლებლო და სამეცნიეროსტანდარტების გაუქმებისა და სანაცვლოდ ევროპულ-ამერიკულისშემოღების გამო, საჭირო გახდა აღნიშნული ახალი სტანდარტებისაღწერა-დახასიათებების მიტანა პროფესიონალ მომხმარებლამდე.სწორედ ამ მიზანს ისახავს შემოთავაზებული ცნობარი, სადაც,ერთი მხრივ, თანამედროვე ქართულ საგანმანათლებლოდა კერძოდ, საუნივერსიტეტო სივრცეში გავრცელებულიტერმინოლოგიაა წარმოდგენილი, მეორე მხრივ, ძირითადი სასწავლოდა სამეცნიერო ლიტერატურის გამოცემების სახეობებიდა ტიპები. შემდგენელთა აზრით, წინამდებარე ცნობარიერთგვარად შეავსებს ჩვენში ამ მხრივ არსებულ მოთხოვნებს

მკითხველის შეფასება

ნანახია 845 - ჯერ , 2 ნახვა დღეს