დათვალიერება

საერთაშორისო უშიშროების ასპექტები

გამოქვეყნების თარიღი: ოქტომბერი 15, 2017

გასაყიდი ფასი

GEL 20.00

წიგნის შეძენა შესაძლებელია იურისტების სამყაროს მაღაზიათა ქსელში, კოსტავას #75 -ში და კეკელიძის #1 -ში და ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში საქართველოს მაშტაბით.

უფასო ნიმუში
A5- რბილი ყდა-347გვ.
ქართული
978-9941-95371-2

წიგნის აღწერა

რედაქტორისაგან

ზოგიერთ მკითხველს შეიძლება გაუკვირდეს წიგნის სათაური „საერთაშორისო უშიშროების ასპექტები“ ანუ სათაურში და შემდეგ მთელს ნაშრომში ტერმინ „უშიშროები“-ს გამოყენება „უსაფრთხოების“
ნაცვლად. საქმის არსი შემდეგში მდგომარეობს – ავტორი მთლიან იზიარებს ამ დარგის ცნობილი სპეციალისტის პროფესორ ჰენრი კუპრაშვილის ნაშრომში: „ეროვნული უსაფრთხოება თუ ეროვნული უშიშროება“ თბ., 2014. მკაფიოდ ჩამოყალიბებულ და სავსებით სამართლიან მტკიცებას იმის შესახებ, რომ: „ამ ბოლო დროს, დამკვიდრდა სამწუხარო ტენდენცია, ზოგიერთი ჟურნალისტი, სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი `გაუბრაზდა~ ტერმინ `უშიშროებას~ და მის ნაცვლად XX საუკუნის ბოლო ათწლეულიდან განსხვავებული შინაარსის მატარებელ ტერმინ `უსაფრთხოებას~ იყენებს, ანუ ორი განსხვავებული შინაარსის მქონე მოვლენის აღსანიშნავად ამკვიდრებს ერთ ტერმინს`უსაფრთხოებას~. ისევ მინდა შევეხო ტერმინების `უშიშროების~ და `უსაფრთხოების~გამოყენების პრობლემას. ქართულ ენაში ამ ტერმინებს გამოყენების
თვალსაზრისით, თითოეულს შინაარსის შესაბამისი თავთავიანთი ბუნებრივი ადგილი ჰქონდა მიჩენილი. ტრადიციულადსაქართველოში ტერმინი „უშიშროება“ იხმარებოდა შემდეგ კონტექსტში: „ქვეყნის უშიშროება“, „უშიშროების საბჭო“, „სახელმწიფო უშიშროების დაცვა“ და სხვ. ტერმინ „უშიშროებას“ იგივე კონტექსტში იყენებდა სოლომონ დოდაშვილი: „რომელ მტკიცე მარჯვენა მეფისა ჰზრუნავს უშიშროებისათვის
ჩვენისა და ყოველივე დაბორკილებანი აღხოცეს“. ალექსანდრე ჭავჭავაძე 1837 წელს ნიკოლოზ პირველისადმი წარდგენილ „საქართველოს მოკლე ისტორიულ ნარკვევი და მდგომარეობა 1801-1831 წლამდე“ მოხსენებაში – „უშიშროება არ იყო არც ქალაქად არც სოფლად“. ილია ჭავჭავაძე 1889 წელს „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში წერს: …რომ ჩვენი მიჯნა სამხრეთისა საქართველოზედ შორს გაედგა მოსვენებისა და უშიშროებისათვის”… იგივე ტერმინს იყენებს „ქვათა ღაღადში“ – „მას აქეთ, რაც ვახტანგმა გორგასალმა ჩრდილოეთით უშიშარ და უზრუნველ ჰყო მაშინდელი საქართველო, მთელი ჩვენი ისტორია მიიმართა იმაზე, რომ სამხრეთით გაგვემაგრებინა ჩვენი თავი“. ასევე ამავე კონტე-6 ქსტში ამ ტერმინს იყენებს 1901 წელს გამოქვეყნებულ წერილში: „დადგა ხანა, ხანა მოსვენებულის, უშუშარის ცხოვრებისა“. ტერმინი `უსაფრთხოება~ კი განსხვავებულ კონტექსტში იხმარებოდა, მაგალითად, „ტექნიკური უსაფრთხოების დაცვა“ და სხვ. რუსები ორი განსხვავებული მოვლენის შინაარსის გამოსახატავად იყენებენ მხოლოდ ერთ ტერმინს – უშიშროება  „ბეზოპასნოსტ“ და უსაფრთხოება – „ბეზოპასნოსტ“.რაც შეეხება ტერმინ უშიშროების მოწინააღმდეგეთა მიერ მოტანილ არგუმენტს, რომ ტერმინი “უშიშროება” საბჭოთა კავშირის კგბ-სთან ასოცირდება და ამიტომ არ უნდა გამოვიყენოთ, ძალიან უხერხული სენტიმენტალიზმია. გასაგებია მათი გულჩვილობა, მაგრამ ქართულმა ენამ რა დააშავა. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ `კაგებეს~ ამგვარი ემოციური დატვირთვა აღარ ექნება, ქართული ენა კი დარჩება კიდევ ერთი ქართული ტერმინის გარეშე. გაუგებარია, რატომ უნდა შეველიოთ რომელიმე ტერმინს და ხელოვნურად გავაღარიბოთ ენა. ეს ტენდენცია შეიძლება გასაგები ყოფილიყო ენათმეცნიერებს, ამ დარგის სპეციალისტებს, რომ წამოეწიათ ეს საკითხი, მაგრამ არასპეციალისტები და მედროვენი, რომ აქტიურობენ და საზოგადოებას ახვევენ თავიანთ არაკომპეტენტურ აზრს აი ეს არის გასაკვირი. ამ საკითხში კომპეტენტურმა ქართულმა ენათმეცნიერებამ ხომ დიდი ხანია გააკეთა თავისი დასკვნა. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, ენათმეცნიერების ინსტიტუტისა და ქართული ენციკლოპედიის მიერ გამოცემული ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის (მთ. რედაქტორი არნ. ჩიქობავა) მიხედვით „უშიშროება“ არის „მდგომარეობა, როდესაც რისამე საფრთხე არ არსებობს, რაიმე საშიშროება, საფრთხე არ ემუქრება ვისმე, რასმე. მაგალითად, სახელმწიფო უშიშროების დაცვა; „გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭო“, ხოლო „უსაფრთხოება“ – იგივეა, რაც უსაშიშროება, ანუ „საშიშროებისაგან“ დაცვის უზრუნველყოფა“. ამრიგად, ზემოდაღნიშნულიდან გამომდინარე ჩვენ მომავალშიც ვეცდებით, რომ ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში ტერმინ „უშიშროება“-ს დაუბრუნდეს კუთვნილი ადგილი.
პ. ს. წიგნის დასასრულს წამოდგენილ დოკუმენტს „საქართველოს
ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია“ ვბეჭდავთ ისე, როგორც  დედანშია.
ეპიფანე(ედიშერ) გვენეტაძე

 

მკითხველის შეფასება

ნანახია 1005 - ჯერ , 1 ნახვა დღეს