დათვალიერება

საკუთრების ცნების ტრანსფორმაცია თანამედროვე სანივთო და საკორპორაციო სამართალში

გამოქვეყნების თარიღი: იანვარი 8, 2018

გასაყიდი ფასი

GEL 7.00

2018 წლის 1 მარტიდან შესაძლებელი იქნება წიგნების ონლაინ გამოწერა ვებ-გვერდიდან: www.law.ge www.ebookshop.ge

წიგნის შეძენა შესაძლებელია:

წიგნის მაღაზია "იურისტების სამყარო" თბილისი, მ.კოსტავას#75

წიგნის მაღაზია "იურისტების სამყარო" თბილისი, კ.კეკელიძე   #1

ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში საქართველოს მაშტაბით.

უფასო ნიმუში
A5- რბილი ყდა101 გვ.
ქართული
978-9941-537-7-4

წიგნის აღწერა

წინასიტყვაობა
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს სახელმწიფო დადგა სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობების მომწესრიგებელი აქტის მიღების მწვავე აუცილებლობის წინაშე. იმავდროულად, საქართველოს მიეცა შესაძლებლობა გამოეყენებინა მსოფლიო მოწინავე ცივილისტური აზროვნების მიღწევები და ისე შეექმნა საკუთარი სამართალი. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში განხორციელებული სამოქალაქო სამართლის რეფორმების ანალიზი საშუალებას იძლევა გამოიყოს რეფორმის ორი ძირითადი კონკურენტული მოდელი. პირველი მოდელი ეფუძნება არსებული სამოქალაქო სამართლის ადაპტაციას საბაზრო ეკონომიკის საჭიროებების მიმართ. მის ფარგლებში შენარჩუნდა საბჭოთა სამოქალაქო სამართლის ის ნორმები, რომლებიც არ ატარებდა იდეოლოგიურ ხასიათს. პოსტსაბჭოთა ქვეყნების უმრავლესობამ ეს მოდელი აირჩია.1 აღნიშნულ ქვეყნებში მოდელურ სამოქალაქო კოდექსზე დაყრდნობით მიღებულ იქნა ახალი სამოქალაქო კოდექსები, რომლებშიც მრავლად დარჩა ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში მოქმედი ნორმები.2 ამდენად, იმ ქვეყნებში, რომლებმაც მითითებული მოდელი მოირგეს, სამოქალაქო სამართლის რეფორმა და მისი განვითარება დაეფუძნა საბჭოთა პერიოდში არსებულ ტრადიციებს. საქართველომ სამოქალაქო სამართლის განვითარების განსხვავებული გზა აირჩია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში სამოქალაქო კოდექსი ან სსკ) შემუშავებისას, რომლის შექმნაშიც გერმანელ მეცნიერებთან მჭიდრო თანამშრომლობით მონაწილეობდნენ ქართული კერძო სამართლის მეცნიერების ავტორიტეტული წარმომადგენლები, საფუძვლად და კონცეფციის მეთოდები გარდამავალი ეკონომიკისივაღებულ იქნა გერმანიის სამოქალაქო კოდექსი (შემდგომში BGB). გერმანული მოდელის არჩევა განპირობებული იყო მისი მაღალი სამეცნიერო ავტორიტეტით და იმით, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ავტორები ევროპული ტიპის კოდიფიკაციას განიხილავდნენ საქართველოს ისტორიული ტრადიციების შესატყვისად. საკუთრება თანამედროვე სამოქალაქო კოდექსის ერთ-ერთი ცენტრალური ინსტიტუტია. სამოქალაქო კოდექსმა უარი თქვა საკუთრების ფორმებზე. სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, `მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას~. ამდენად, აშკარად გამოკვეთილია სოციალური ფუნქციით6 ზომიერად დატვირთული საკუთრება. საყურადღებოა ასევე, რომ თანამედროვე რეალობისათვის დამახასითებელია ქონების დემატერიალიზაცია და არამატერიალური ქონებრივი სიკეთის ეკონომიკური მნიშვნელობის ზრდა. სამრეწველო ღირებულებას უფრო მეტად განსაზღვრავს მისი სასაქონლო ნიშნის, პატენტის და სხვა ტექნიკური უნარების და არა შენობა-ნაგებობების ან დანადგარების ხარისხი. სასაქონლო ნიშნების პოპულარობა და ცნობადობა მნიშვნელოვან ღირებულებად ჩამოყალიბდა, მაგალითად, კოკა-კოლას ცნობილი აღნიშვნა მიჩნეულია საწარმოს მთელ ქონებაზე მეტად ღისაზოგადოებებში, რომ უფრო მეტად ჩამოაშოროს ქონებას მხოლოდ მატერიალური გაგება. ეს ტენდენცია შესაძლოა შეფასდეს ქონების ცნების დემატერიალიზაცია და ინტელექტუალიზაცია, რაც ამ ცნების გაფართოებას იწვევს. ქონებრივი სიკეთის ტიპების განვითარებას, რომელსაც აღიარებული ღირებულება გააჩნია, თან ახლავს ახალი ქონებრივი სიკეთის გაჩენა: ინფორმაცია, საპ.ური აირების გამოშვების კვოტა, ნანონივთიერებები, ოპტიკური ბოჭკო, საბანკო ბარათის ნომერი… ამგვარი ევოლუციის შედეგად ზოგჯერ კანონმდებლობა რეალობასთან სრულიად არაადაპტირებულია. ამდენად, ქონების კატეგორიაში უნდა მოიაზრებოდეს ის სიკეთეებიც, რომლებიც თავისი თვისებებით და დანიშნულებით ახალ, დღეისათვის უცნობ არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეებს წარმოადგენს. მარტივად რომ ვთქვათ, მოცემულ შემთხვევაში საუბარია მხოლოდ მოდელზე, მონახაზზე, რომელიც უნდა მოერგოს იმ სხვა სიკეთეებს, რომელთა მიმართაც ეს კონცეფცია, შესაძლოა, მომავალში იქნეს გამოყენებული. თანამედროვე ევროპული ქვეყნების უმეტესობის საზოგადოებრივი ფორმაცია იმგვარია, რომ კერძო საკუთრება გარანტირებულია, მაგრამ იმავდროულად, საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის მიზნით შესაძლებელია საკუთრების უფლებაში ჩარევა. საკუთრების უფლება საქართველოში სარგებლობს კონსტიტუციური დაცვით. იმავდროულად, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი ყველა პირს საკუთრების დაცვის უფლებას ანიჭებს. თუმცა, ამავე მუხლის მიხედვით, ეს უფლება შესაძლოა შეიზღუდოს, ვინაიდან, საკუთრების უფლება შეუზღუდავი უფლება არ არის და მისი შეზღუდვის მაგალითები, როგორც ქართულ, ისე, საერთაშორისო პრაქტიკაში იშვიათობას არ წარმოადგენს. შესაძლოა იყოს საჯაროსამართლებრივი და კერძოსამართლებრივი. ძალადობის ფაქტები აღიკვეთება სოციალური სიმშვიდის სახელით, მაგრამ სხვა უფრო მშვიდობიანი ფაქტობრივი ურთიერთობის არსებობამ შესაძლოა დაიმსახუროს სხვისი ქონების და უფლების პირდაპირი მიზნის დაცვა.
წინამდებარე ნაშრომი დაიწერა ყველა იმ ადამიანისათვის, ვისაც აინტერესებს საკუთრების უფლების ტრანსფორმირებასთან დაკავშირებული საკითხები სანივთო და სამეწარმეო სამართალში და ის ტენდენციები, რაც ამ პროცესში იკვეთება.

თამარ ზარანდია
ასოცირებული პროფესორი

მკითხველის შეფასება

ნანახია 1332 - ჯერ , 2 ნახვა დღეს

მსგავსი პროდუქტები