დათვალიერება

სამართლის ზოგადი თეორია – შესავალი სოციოლოგიაში

გამოქვეყნების თარიღი: ოქტომბერი 15, 2017

გასაყიდი ფასი

GEL 15.00

წიგნის შეძენა შესაძლებელია იურისტების სამყაროს მაღაზიათა ქსელში, კოსტავას #75 -ში და კეკელიძის #1 -ში და ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში საქართველოს მაშტაბით.

უფასო ნიმუში
A5- რბილი ყდა-313 გვ.
ქართული
978-9941-9537-2-9

წიგნის აღწერა

რედაქტორისაგან

ეროვნული სამართლებრივი იდეოლოგია მკვდრეთით აღდგა გ. ნანეიშვილის, ირ. სურგულაძის შრომების გამოცემით და მათ რიცხვს წინამდებარე წიგნი დაემატა. გამოცემა შედგება ალ. ვაჩეიშვილის
ორი შრომისგან, კერძოდ: `სამართლის ზოგადი თეორია~ და `სოციოლოგიის შესავალი~. აქედან, `სამართლის ზოგადი თეორია~პირველად გამოცემულ იქნა ავტორის სიცოცხლეში 1926 წელს,ხოლო მისი ხელმოერედ გამოცემა მოხდა 2010 წელს. შრომამ დიდი ინტერესი გამოიწვია სამეცნიერო წრეებში და სტუდენტებში ამიტომ გადაწყდა მისი ხელახალი გამოცემა. რაც შეეხება მეორე შრომას _ `სოციოლოგიის შესავალი~ წიგნის სახით იგი პირველად გამოიცემა. ალ. ვაჩეიშვილის მიერ სოციოლოგიის შესავალი წაკითხულ იქნა სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტის პირველ კურსზე, გაზაფხულის სემესტრში, 1923 წელს. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელუხლებელ ფონდში მოვიპოვეთ აღნიშნული ლექციების კურსის მხოლოდ პირველი ნაწილი, რომელსაც მკითხველს წარმოუდგენთ. აღნიშნული შრომების გამოცემას ორი მიზანი აქვს: პირველი, ისტორიული – ალ. ვაჩეიშვილის წინამდებარე ნაშრომები სამართლის თეორიაში და სოციოლოგიაში დასავლურ მსოფლმხედველობაზე გამოცემული ქართულენოვანი პირველი სახელმძღვანელოებია. ვინაიდან ალ. ვაჩეიშვილის მიერ წინამდებარე ნაშრომებში განხილული საკითხები დღესაც აქტუალურია გამოცემას აქვს არა მარტო ისტორიული დანიშნულება. შესაბამისად, გამოცემის მეორე მიზანია დაეხმაროს დაინტერესებულ პირებს სამართლის, მათ შორის სამართლის სოციოლოგიის უკეთ გაგებაში. ნაშრომების უნიკალურობა იმაშია, რომ მათ არ დაკარგეს თავისი პირვანდელი მიზანი, რაც ავტორს თავის დროზე ჰქონდა განზრახული, კერძოდ  სამართლის ზოგადი თეორიის~ სახელმძღვანელოს წინასიტყვაობაში ავტორი ამბობს: `ამ წიგნს მიზნად აქვს დასახული გაუწიოს სტუდენტობას დახმარება სამართლის ზოგადი ცნებებისშესწავლაში და შეთვისებაში, მისცემს მას სახელმძღვანელო III პრინციპები, რომლების საშუალებითაც ის შემდეგში უფრო ადვილად გაერკვევა ცალკე იურიდიულ დისციპლინებში~. ავტორი `სამართლის სოციოლოგიის~ წინასიტყვაობაში აღნიშნავს, რომ იმ დროისთვის სოციოლოგია არის ახალი მეცნიერება, რომლის საკითხები ჯერ-ჯერობით არ არიან გარკვეულად შემუშავებულნი. მისი აზრით, ეჭვს გარეშეა, რომ ის პოლიტიკური და სოციალური პირობები, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ გააძლიერებენ ინტერესს ახალ მეცნიერებისადმი და ხელს შეუწყობენ მის განვითარებას. უნდა ვაღიაროთ, რომ ალ. ვაჩეიშვილის წინასწარმეტყველება
გამართლდა, თუმცა საქართველოს უნივერსიტეტებში იშვიათია, რომ სამართლის საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში თუნდაც არჩევითი სასწავლო კურსის სახით იკითხებოდეს სამართლის სოციოლოგია. ვფიქრობთ, რომ არსებული მდგომარეობა განპირობებულია სათანადო ქართულენოვანი ლიტერატურის
ნაკლებობით. ორივე წარმოდგენილი შრომის უნიკალურობა გამოყენებული წყაროების სიმრავლეშია, კერძოდ ნაშრომებში გამოყენებულია გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ, იტალიურ, რუსულ, ლათინურ და ძვ. ბერძნულ ენოვანი წყაროები. თანამედროვე ქართულ იურიდიულ ლიტერატურაში ნაშრომი, რომელშიც გამოყენებული იქნება შვიდენოვანი წყაროები ჯერ-ჯერობით არ დაწერილა.
სოციოლოგიის შესავალი~ სალექციო კურსის წინასიტყვაობაში ალ. ვაჩეიშვილი ამბობს, რომ ნაშრომი წარმოადგენს მხოლოდ დამხმარე სახელმძღვანელოს სოციოლოგიის შესწავლაში და შეიცავს პირველ ნაწილს შრომისა, რომლის შემდეგი ნაწილი იქნება შემუშავებული ახლო მომავალში. თუმცა მეორე ნაწილის შექმნა ავტორის მიერ ვერ მოხერხდა ვინაიდან თავისი მოღვაწეობის მხოლოდ პირველი წლები მან დაუთმო სამართლის თეორიის, სამართლისა და სოციოლოგიის ურთიერთდამოკიდებულების, სამართლის
სოციოლოგიის საკითხების კვლევას. ალ. ვაჩეიშვილი პირველი ქართველი მეცნიერია, ვინც განიხილა კელზენის მოძღვრება სახელმწიფოსა და სამართალზე130-იან წლებში არსებული ვითარების1 ალ. ვაჩეიშვილი, Kელსენ-ის მოძღვრება სახელმწიფოსა და სამართალზე, ტფილისის უნივერსიტეტის მოამბე IX-X, ცალკე ამონაბეჭდი,ტფილისი, 1928. IV გამო ალ. ვაჩეიშვილი ძირითადად მუშაობს ქართული სამართლის ისტორიის საკითხებზე2 დროდადრო ალ. ვაჩეიშვილი უბრუნდება სამართლის თეორიის,
სოციოლოგიის საკითხების კვლევას3  თუმცა სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას ძირითადად ეწევა სისხლის სამართლის, სისხლის სამართლის პროცესის და კრიმინოლოგიის სფეროში. ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში ნახსენებია ალ. ვაჩეიშვილის სამეცნიერო მოღვაწეობის მხოლოდ მეორე ეტაპის დროს გამოცემული შრომები, ბუნებრივია სამართლის თეორიაზე თუ სოციოლოგიაზე არ არის საუბარი4
. აღსანიშნავია, რომ ალ. ვაჩეიშვილს არა მხოლოდ სამართლის  სოციოლოგიური კვლევა აინტერესებდა, არამედ მისი ინტერესის სფერო ლექციის კითხვის მეთოდიკაც იყო5 . აღნიშნული ადასტურებს,
რომ ალ. ვაჩეიშვილი მეცნიერისა და მკვლევარის გარდა ამავდროულად პედაგოგიცაა.
ორივე წარმოდგენილი ნაშრომი ხანგრძლივი დროის განმავლობაში დავიწყებული იყო მკითხველისათვის. მას არა მარტო არ კითხულობდნენ არამედ არც ახსენებდნენ საბჭოთა პერიოდის იურიდიულ ლიტერატურაში. იმ პერიოდში სამართლის თეორიაში თუ სოციოლოგიაში გამოცემულ ქართულენოვან ნაშრომებში ალ. ვაჩეიშვილის სამართლის შრომებზე არ უთითებდნენ, თუნდაც კრიტიკის 2 ნარკვევები ქართული სამართლის ისტორიიდან, თბილისი, ტ.1, სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1946; ალ. ვაჩეიშვილი, ნარკვევები ქართული სამართლის ისტორიიდან, თბილისი, ტ.2, სტალინის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა და სტამბა; ვახტანგ VI-ის
კანონმდებლობის ზოგიერთი საკითხი, სტალინის სახელობის თბილისის სახელმწმიფო
უნივერსიტეტი, 1944, ტ. XXVI-ბ, გვ. 1-56; 3 ალ. ვაჩეიშვილი, სამართლის წყაროს ცნება საბჭოთა სამართლის მეცნიერების მიხედვით, თბილისის უნივერსიტეტის შრომები, ტ. 61, 1956, გვ. 29-52; ალ. ვაჩეიშვილი სამართლის ცნების შინაარსის შესახებ, თბილისის უნივერსიტეტის შრომები, ტ. 79, იურიდიულ მეცნიერებათა სერია 1, 1959, გვ. 179-196; ალ. ვაჩეიშვილი, სამართლებრივი ურთიერთობის ცნებისათვის, საბჭოთა სამართალი, 1964, #6, გვ. 10-20; ალ. ვაჩეიშვილი, გამოჩენილი მეცნიერი სოციოლოგი მ. კოვალევსკი, საბჭოთა სამართალი, 1962, #3, გვ. 27-38; ალ. ვაჩეიშვილი, სოცილოგიური მიმართულება ბურჟუაზიული სამართლის
მეცნიერებაში, თბილისის უნივერსიტეტის შრომები, ტ. 89, იურიდიულ მეცნიერებათა სერია, 2, 1960. გვ. 17-33.
4 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბილისი, 1979, გვ. 332. 5 აღნიშნულ საკითხზე ალ. ვაჩეიშვილის მიერ ჩატარებული კვლევა არ გამოცემულა და ინახება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.
V მიზნით. პირველად, `სამართლის ზოგადი თეორიის~ წიგნი ახსენა გ. ინწკირველმა თავისი ნაშრომის სახელმწიფოსა და სამართლის თეორიის პოსტსაბჭოური გამოცემის შესავალ ნაწილში. ყოველივე
ამას თავისი ახსნა აქვს. კერძოდ, 30-იან წლებში ამიერკავკასიის კომუნისტური უნივერსიტეტის სოციოლოგიის კათედრის და ცაკთან არსებული საბჭოთა მშენებლობის და სამართლის ინსტიტუტის ერთობლივი ძალებით მოეწყო დისკუსია, სადაც სხვა ნაშრომებთან ერთად ალ. ვაჩეიშვილის წიგნი გააკრიტიკეს. შემდგომ კი, ალ. ვაჩეიშვილი აიძულეს აღეარა, რომ მისი ნაშრომი არათუ არამარქსისტული, არამედ ანტიმარქსისტული იყო. Aასე დაიკარგა ევროპულ სამართლებრივ კულტურაზე განსწავლული ადამიანის აზროვნების
ერთ-ერთი ნაყოფი. `სოციოლოგიის შესავალი~ ლექციების კურსი კი საბჭოთა მეცნიერთა განხილვის საგანი (მოწონების თუ კრიტიკის) არასოდეს ყოფილა. პატარა ერისთვის რთულია იმ დანაკარგის აღდგენა, რაც განიცადა 30-იანი წლების რეპრესიების დროს. უნდა ვაღიაროთ, რომ ქართული იურიდიული ლიტერატურა დღესაც განიცდის ასეთი ტიპის სახელმძღვანელოების სიმცირეს. წიგნის პირველი გამოცემიდან 80
წელზე მეტი გავიდა, მაგრამ ქართული იურიდიული ლიტერატურა სამართლის თეორიაში, სამართლის სოციოლოგიაში გამოცემული ნაშრომების სიმრავლით დღესაც არ გამოირჩევა. დღეისთვის სამართლის სოციოლოგიის მხოლოდ ერთი ქართულენოვანი სახელმძღვანელოა გამოცემული6
. წიგნში წარმოდგენილ ორივე სახელმძღვანელოში გამოყენებული ტერმინები არაა სრულყოფილი, მაგალითად: ხელისუფლების გაყოფის თეორია, ადათობრივი სამართალი, დადებითი სამართალი, ორგანიული თეორია და სხვ. თუმცა ავტორი ამ მხრივ წინდახედულია და წინასიტყვაობაში წერს: `…ახალი ტერმინები, რომელთა სისწორის და მიზანშეწონილობის გამორკვევა ეკუთვნის თვით ცხოვრებას~. ხელახალ გამოცემაში შენარჩუნებულია ავტორის სტილი და ნაშრომები რედაქციის უცვლელი სახით გამოიცა. აღსანიშნავია, რომ წინამდებარე არც ერთი ნაშრომის სათანადო განხილვა და შეფასება დღემდე არ მომხდარა, მაგრამ ეს არ შეა-
6 ჯ. ფუტკარაია, სამართლის სოციოლოგია, თბ., უნივერსალი, 2009. VI დგენს ამ გამოცემის მიზანს. დასავლურ კანონმდებლობაზე მექანიკური გადასვლა თანამედროვე იურიდიული აზროვნების მქონე
სპეციალისტების გარეშე სასურველ შედეგს ვერ მიიღებს. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს საკითხების თეორიულ დონეზე შესწავლას. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ნაშრომები
დაეხმარება სამართლის, სოციოლოგიის, სამართლის სოციოლოგიის საკითხების შესწავლით დაინტერესებულ ყველა პირს.

სამართლის დოქტორი
მარინე მარინაშვილი
თბილისი
2016 წლის 4 ოქტომბერი

მკითხველის შეფასება

ნანახია 1509 - ჯერ , 2 ნახვა დღეს