+ დათვალიერება

სამოსამართლო სამართალი

გამოქვეყნების თარიღი: სექტემბერი 3, 2014

გასაყიდი ფასი

GEL 15.00

ჯერ არ შეგიძენიათ? ჩამოტვირთეთ უფასო ნიმუში (PDF) ყდითა და სარჩევით.

უფასო ნიმუში
B6, რბილი ყდა, 300 გვ.
ქართული
978-9941-9354-0-4

აღწერა

მოსამართლის სამართალშემოქმედებითი საქმიანობა – ეს
ერთ-ერთი იმ საკითხთაგანია, რომელიც ყველაზე მეტად ყოფს
იურიდიულ სისტემებსა და იურიდიულ აზროვნებას. პრეცედენტი
არის წყარო, უპირველეს ყოვლისა, ექსკლუზიური და ამის შემდეგ
პრინციპული, ანგლოსაქსური სამართლებრივი სისტემებისათვის.
რომანულ-გერმანული სამართლებრივი სისტემები კი ეყრდნობიან
პოზიტივიზმის თეორიას, რომლის თანახმადაც სამართლის ნორმები
კანონის ტექსტში უნდა იყოს ფორმულირებული. მიუხედავად
ამ პრინციპული სხვაობისა, ყველა თანამედროვე სამართლებრივი
სისტემა, მიუხედავად საერთო სამართალთან სიუცხოვისა, აღიარებს
მოსამართლის უფლებას სამართალშემოქმედებით საქმიანობაზე.
ამის ნათელი მაგალითია თანამედროვე საქართველოს
სამართლებრივი სისტემაც. საქართველოს უზენაესი სასამართლოს
დიდი პალატის სამართლებრივი შეფასება (ნორმის განმარტება)
კანონის მსგავსად, სავალდებულოა ყველა ინსტანციის
საერთო სასამართლოებისათვის, ხოლო ქვემდგომი სასამართლოების
მიერ უზენაესი სასამართლოს მიერ მსგავს საქმეებზე
მიღებული გადაწყვეტილებების დაუცველობა წარმოადგენს კასაციის
საფუძველს.

როგორც ჩეხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის
მოადგილე ელიშკა ვაგნეროვა აღნიშნავს: თანამედროვე
კონტინენტური ევროპა უარს ამბობს ზომაგადასულ
სამართლებრივ პოზიტივიზმზე საზოგადოებაზე ორიენტირებული
აზროვნების სასარგებლოდ, რაც აუცილებლად გამოიწვევს
ინსტიტუციური ჩარჩოების ცვლილებას. მოსამართლეები
ცხოვრებისეული გამოცდილების გარეშე უკვე საჭირო აღარ
არის, რამდენადაც სამართალმცოდნეობამ შეწყვიტა იყოს მეცნიერება
კანონის შესახებ, გადაიქცა რა მეცნიერებად ცხოვრების
შესახებ, ამიტომაც კანონის წარმომადგენლება უნდა იცოდნენ
ცხოვრება. ამ აზრს ეთანხმება არონ ბარაკიც, ისრაელის
უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე: მოსამართლის
მისიაა სამართალსა და საზოგადოებას შორის დაშორების აღმოფხვრა
და მეორე მხრივ, კონსტიტუციისა და დემოკრატიის
დაცვა.

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში რთული აღმოჩნდა ღრმად
ჩამჯდარი ზიზღის დაძლევა სასამართლოს გადაწყვეტილებების
სინთეზის ასეთი რთული პროცესისადმი. საერთო იურისდიქციის
სასამართლოები აშკარა უპირატესობას ანიჭებენ შესაბამისი
კანონების სიტყვა-სიტყვით ინტერპრეტაციას, კონსტიტუციური
პრინციპებისა და ფასეულობების გათვალისწინების გარეშე,
რომლებიც სინამდვილეში ჩადებულია ამ კანონებში. მოსამართლეთა
ახალი თაობის მისიაა სამოსამართლო აქტივიზმის განვითარებით
გადაჭარბებული ტექსტუალური პოზიტივიზმისა და პოსტკომუნისტური
სასამართლო იდეოლოგიის დაძლევა.

სახელმწიფო ქმნის აბსტრაქტულ სამართლებრივ ნორმებს,
რომლებიც მრავალჯერადი გამოყენებისაა და ინდივიდუალური
მდგომარეობის დარეგულირებაზეა გათვლილი. ერთი შეხედვით,
შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ თავისუფალი საქმიანობის ელემენტებს
არ შეიცავს მოსამართლის ფუნქციები, რომლის არსებითი
ამოცანა ცალკეული შემთხვევის გადაწყვეტისას სამართლის (კანონის
ნორმის) კონკრეტიზაციაა. ასეთ შეხედულებას მხედველობიდან
რჩება ის გარემოება, რომ საკანონმდებლო ხელისუფლების
მიერ დადგენილი ნორმები მხოლოდ აბსტრაქტული წესებია,
რომლებიც უშუალო, რეალურ ნამდვილობას არ ქმნიან, არამედ
მოითხოვენ დამოუკიდებელ მოტივირებულ საქმიანობას, რათა
ობიექტური მდგომარეობა, რომლის მისაღწევადაც ისინია მიმარ-
თული, შეესაბამებოდეს მათ მოთხოვნებს.

მართლმსაჯულების განხორციელებაში არის არანაირი წესებით
განსაზღვრული ელემენტი შემოქმედებისა, მხოლოდ მართლმსაჯულების
პროცესში შეიძლება მთლიანად განვითარებულ და
შემეცნებულ იქნეს სამართლებრივი ნორმა თავისი სრული მნიშვნელობით.
მოსამართლე ამგვარად, არის დამოუკიდებელი ფაქტორი
სამართლის განვითარებაში.

მართლმსაჯულების განხორციელება სახელმწიფოს ფუნქციაა
და ეს მუდამ ასეც უნდა დარჩეს. მოსამართლემ რომელიც
საკუთარი ფიცის ქვეშ მოქმედებს, საკანონმდებლო ვაკუუმის
ან ხარვეზის შემთხვევებში იმგვარი გადაწყვეტილება უნდა
მიიღოს, რომელსაც მისი რწმენით დაადგენდა თანამედროვე
სახელმწიფო ხელისუფლება, თუ კი ამგვარი ცალკეული შემთხვევის
დარეგულირება მას ამჟამად მიენდობოდა. თავისუფალი
სამართლის თანახმად, ასეთ შემთხვევებში სამართლის წყარო უნდა ვეძიოთ არა მხოლოდ კანონში ან პრეცედენტში, არამედ
უმაღლესი გონისა და სამართლიანობის მუდმივ ნორმებშიც.
საფრანგეთის სამოქალაქო კოდექსის შედგენისას, ნაპოლეონ
ბონაპარტეს საყვარელი შეკითხვა-როგორ არის ეს საკითხი გადაწყვეტილი
სხვაგან? კომპარატივისტული მეთოდი წარმოადგენს
მნიშვნელოვან წყაროს სამართლებრივი ხარვეზის შესავსებად.

კონტინენტური სამართლებრივი ტრადიციების დამცველთა
ირონიით, ვერცერთი მეცნიერება ვერ იღებს პასუხისმგებლობას
გადაჭრას ყველა პრობლემა, თვით “ამაყი” მათემატიკაც კი უძლურია
გადაწყვიტოს უმაღლეს ხარისხთა გათანაბრების პრობლემა.
იურისტებს კი უფლება არ აქვთ გადაუჭრელი დატოვონ ნებისმიერი
გადასაწყვეტი შემთხვევა, ისინი წყვეტენ (და ვალდებულნი
არიან გადაწყვიტონ!) ყველაფერს და აღმოჩნდებიან ექიმბაშების
იმ საბედისწერო კამპანიაში, რომლებიც მკურნალობენ დიაგნოზის
ყველაზე უფრო გამოუცნობ შემთხვევებს… ან წააგავენ იმ
პასტორს, რომელიც აღსარების მთქმელს მის ყველა ცოდვისათვის
ღვთის მიერ დაკისრებულ სასჯელზე მშვიდად შეუნდობს და
უანგარიშებს.

აშშ-ის კოლუმბიის ოლქის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე
სტივენ უილიამსი გვიზიარებს თავის გამოცდილებას,
მისი თქმით, ამერიკელი მოსამართლე სასამართლო გადაწყვეტილების
ტექსტზე მუშაობისას, როგორც წესი, ისახავს
რამდენიმე მიზანს, უპირველეს ყოვლისა, მას სურს დაარწმუნოს
ვისაც ეჭვი ეპარება ან თავად მოწინააღმდეგეებიც კი, რომ
მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იურიდიულად მართლზომიერია.
ამ მიზანს დომინირებული მდგომარეობა უკავია და
მასთან დაკავშირებულია რამდენიმე სხვა მისგან გამომდინარე
ამოცანა, რომელიც ტრანსფორმირდება საქმის ტიპისა და ხასიათიდან
გამომდინარე.

მე სასარგებლოდ მიმაჩნია,- მსჯელობს მოსამართლე, ჩემს
თავს დაუსვა კითხვა: გაიგებს კი წაგებული მხარე რატომ დამარცხდა?
მე არ ველი რომ წაგებული მხარე დარწმუნდება ამაში, მაგრამ
იმედი მაქვს სასამართლო გადაწყვეტილების წაკითხვის შემდეგ
წაგებული დარწმუნებული იქნება იმაში, რომ პირველ რიგში,
სასამართლოს მიერ მოსმენილი და გაგებულ იქნა მისი არგუმენტები
და მეორე მხრივ, რომ ყოველი პატიოსანი, პასუხისმგებლია
ნი და გონიერი მოსამართლე ამავე დასკვნამდე მივიდოდა.

მოსამართლემ ობიექტურად უნდა გადაწყვიტოს სამართლებრივი
პრობლემა, ზოგჯერ რთულ სიტუაციებში, როდესაც
სამართლებრივი რეგლამენტაცია არასაკმარისია ან გამოსაყნებელი
ნორმა ხარვეზიანი ან ბუნდოვანია, მას აღარ რჩება სხვა
გამოსავალი, გარდა იმისა, გადაწყვიტოს საქმე თავისი პირადი
გამოცდილებისა და სასამართლო მსოფლმხედველობის საფუძველზე.
ასეთ შემთხვევებში მოსამართლის აჩევანი, მისი სასამართლო
დისკრეცია (მიხედულება) დგას ამ წიგნის პრობლემატიკის
ცენტრში. ნათქვამის არსი, რაზე ფიქრობენ მოსამართლეები
გადაწყვეტილების გამოტანისას, სამოსამართლო აქტივიზმი,
როგორია მათი სამოსამართლო ფილოსოფია, როგორ წყვეტენ
მოსამართლეები სამართლებრივ პრობლემებს და ავითარებენ
სამართალს? წიგნი მიზნად ისახავს ამ რთული პროცესის აღწერას.
სამართლის სკოლის პროფესორის და პრაქტიკული მუშაობის
ჩემმა გამოცდილებამ შექმნეს აუცილებელი პირობა ამ გამოკვლევისათვის,
მაგრამ გადამწყვეტი მოტივი ამ წიგნის დაწერისა გახდა
ჩემი სამოსამართლო საქმიანობა (2000-2005), შესაბამისად, ამ
პერპექტივიდან გამომდინარე წიგნი მიმართულია ჩემი კოლეგებისა
და უპირველესად მაინც, სამართლის სკოლის პედაგოგებისა
და სტუდენტებისადმი.

გიორგი გოგიაშვილი

მკითხველის შეფასება

ნანახია 1331 - ჯერ , 1 ნახვა დღეს

მსგავსი პროდუქტები