+ დათვალიერება

სანოტარო სამართალი I წიგნი I გამოცემა

გამოქვეყნების თარიღი: მაისი 28, 2016

გასაყიდი ფასი

GEL 18.00

ჯერ არ შეგიძენიათ? ჩამოტვირთეთ უფასო ნიმუში (PDF) ყდითა და სარჩევით.

უფასო ნიმუში
A5, რბილი ყდა, 329 გვ.
ქართული
978-9941-9477-2-8

აღწერა

წინასიტყვაობა

ქართულ დამოუკიდებელ ნოტარიატს 1996 წლიდან მიეცა
შესაძლებლობა, განვითარებულიყო და დაემკვიდრებინა
ადგილი საერთაშორისო ასპარეზზე. ამ პერიოდიდან
დღემდე ეტაპობრივად იქმნებოდა ქართული ნოტარიატის
მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები, რომლებიც
სხვადასხვა დროს არის გამოცემული და მათში არაერთი
ცვლილებაა შესული. სწორედ ამ არსებითი ხასიათის
ცვლილებებმა შექმნა აუცილებლობა, გამოცემულიყო ეს
წიგნი, სადაც დიდი ყურადღება აქვს დათმობილი
აქტების შედარებით ანალიზს, არსებული ხარვეზების
განხილვას, მათი გამოსწორების გზების დასახვასა და
წიგნის ავტორების რეკომენდაციებს.
გარდა თეორიული მასალისა, წიგნში მოცემულია
პრაქტიკული მაგალითები და კაზუსები, ასევე, კაზუსების
ამოხსნის გზები და ვარიანტები. წინამდებარე გამოცემაში
განხილულია ნოტარიატის სფეროსთან დაკავშირებული
ისეთი სამართლებრივი საკითხებიც, რომლებზე პასუხსაც
მოქმედი კანონმდებლობა პირდაპირ არ იძლევა.
წიგნი განკუთვნილია მომავალი და მოქმედი
ნოტარიუსებისთვის, სტუდენტებისთვის, ნოტარიუსთა
პალატის სტაჟიორებისთვის, ზოგადად იურისტებისთვის და
ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. მკითხველს
შესაძლებლობა ექნება სიღრმისეულად მოახდინოს
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის, „სანოტარო
მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის,
ნოტარიუსთა პალატის წესდებისა და სხვა სამართლებრივი
აქტების შესწავლა და მათი პრაქტიკაში გამოყენება.

მადლობას მოვახსენებთ წიგნის ავტორებს, ასევე, წიგნის
შექმნაში მონაწილე ყველა პირსა თუ კოლეგას, რომელთა
ძალისხმევითაც აღნიშნული წიგნის გამოცემისთვის
მომზადება და გამოცემა მოხდა.

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა

მკითხველის შეფასება

ნანახია 3403 - ჯერ , 5 ნახვა დღეს

მსგავსი პროდუქტები