+ დათვალიერება

სასჯელაღსრულების სამართალი (სახელმძღვანელო)

გამოქვეყნების თარიღი: ოქტომბერი 17, 2015

გასაყიდი ფასი

GEL 0.00

ჯერ არ შეგიძენიათ? ჩამოტვირთეთ უფასო ნიმუში (PDF) ყდითა და სარჩევით.

უფასო ნიმუში
A5, რბილი ყდა, 516 გვ.
ქართული
978-9941-9354-6-6

აღწერა

წინამდებარე სახელმძღვანელო სასჯელაღსრულების სისტემის
საქმიანობის, მსჯავრდებულებთან მოპყრობის მარეგულირებელი
ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების ერთ სახელმძღვანელოდ წარმოდგენის პირველი მცდელობაა.

სასჯელაღსრულების სამართლის სწავლა საქართველოს
უმაღლეს სასწავლებლებში აქტუალური გახდა ბოლო წლებში. სასწავლო პროცესის სრულყოფის მიზნით მნიშვნელოვანია სტუდენტებს ხელი მიუწვდებოდეთ არა მხოლოდ მშრალ საკანონმდებლო
აქტებსა და კანონქვემდებარე დოკუმენტებზე, არამედ ჰქონდეთ კვალიფიციური განმარტების საფუძველზე
კანონმდებლობის სწორად აღქმისა და გაგების შესაძლებლობა.

მართალია მსოფლიოში არსებობს სასჯელაღსრულების სისტემის
მარეგულირებელი საერთაშორისო სტანდარტების ფართო სპექტრი, მთავარია საზოგადოების დაინტერესებულ ნაწილს (სტუდენტებს, სისტემის თანამშრომლებსა თუ სხვა მსურველებს)
სწორად მიეწოდოთ ინფორმაცია მისი დანიშნულებისა და
გამოყენების გზებზე.

სახელმძღვანელოს ავტორების მხრიდან გარდა საკანონმდებლო
აქტებისა, მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ევროპის
სასამართლოს პრაქტიკას ადამიანის უფლებათა დარღვევის იმ
ნაწილში, რომელიც ასახავს სასჯელაღსრულების სისტემაში ჩადენილ
ფაქტებს, რაც სტუდენტებს ფართო მსჯელობის საშუალებას
მისცემს.

ასევე, სახელმძღვანელოში განხილულია სხვადასხვა ქვეყნის
პრაქტიკა სასჯელაღსრულების სისტემის საქმიანობასა თუ
სასჯელის აღსრულების პროცესთან დაკავშირებით, რაც სტუდენტებს
აძლევს შედარებითი ანალიზის შესაძლებლობას.

წინამდებარე სახელმძღვანელო მიზნად ისახავს სასჯელაღსრულების
სისტემასთან დაკავშირებით საყოველთაოდ
აღიარებული სტანდარტებისა და ეროვნული კანონმდებლობის
გადმოცემას პრაქტიკული სახელმძღვანელოს სახით, რაც უმნიშვნელოვანესი
სახელმძღვანელო მასალა იქნება, როგორც უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, ასევე პენიტენციალური და პრობაციის სისტემის
თანამშრომლებისთვის, რომლებიც სწავლებას გაივლიან
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს
ს.ს.ი.პ. “სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო
ცენტრში”.

სახელმძღვანელოს ავტორთა ჯგუფი განსაკუთრებულ
მადლიერებას გამოხატავს ფონდი `ღია საზოგადოება – საქარ-
თველო~-ს მიმართ, რომლის მხარდაჭერითაც განხორციელდა
სახელმძღვანელოს მომზადება და გამოცემა.

ავტორთა ჯგუფი მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს,
რომლებიც ჩართულნი იყვნენ სახელმძღვანელოს მომზადებაში:
ანა ძაძამიას, ანტონ ქელბაქიანს და არჩილ ორდენიძეს, აგრე-
თვე, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს,
სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და პრობაციის
ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს, რომელთაც ფასდაუდებელი
მასალა მიაწოდეს ავტორებს სახელმძღვანელოზე
მუშაობის პროცესში.

მკითხველის შეფასება

ნანახია 1535 - ჯერ , 1 ნახვა დღეს

მსგავსი პროდუქტები