+ დათვალიერება

საჯარო სამართლის აქტუალური პრობლემები

გამოქვეყნების თარიღი: მაისი 19, 2014

გასაყიდი ფასი

GEL 15.00

ჯერ არ შეგიძენიათ? ჩამოტვირთეთ უფასო ნიმუში (PDF) ყდითა და სარჩევით.

უფასო ნიმუში
A5, რბილი ყდა, 290 გვ.
ქართული
978-9941-9355-5-8

აღწერა

წინამდებარე სამეცნიერო ნაშრომების კრებული ავტორების, პროფესორების
მიხეილ მამნიაშვილისა და ირაკლი გაბისონიას, ერთობლივი
შემოქმედებითი თანამშრომლობის შედეგია.

ავტორები შეეცადნენ წარმოეჩინათ საჯარო სამართლის ის პრობლემატიკური
საკითხები, რომლებიც დღეისათვის უაღრესად აქტუალურია
და შედარებით სიახლეს წარმოადგენს ქართულ იურიდიულ
მეცნიერებაში.

კომუნიკაციებისა და უკანონო სატელეფონო მოსმენების პრობლემატიკა,
რასაც მკითხველს ვთავაზობთ (სისხლისსამართლებრივი,
საპროცესო სამართლებრივი და კრიმინოლოგიური ასპექტებით),
ნაკლებადაა შესწავლილი, ხოლო საზღვარგარეთის ქვეყნებში გადასახადისაგან
თავის არიდებისათვის პასუხისმგებლობის თავისებურებებზე
არა თუ მონოგრაფიული ნაშრომი, პუბლიკაციაც კი არ მოგვეპოვება,
არადა აღნიშნული საკითხების გაშუქება საინტერესოა
არა მარტო იურისტებისათვის, არამედ ეკონომისტებისთვისაც. რაც
შეეხება მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის
ცალკეული ინსტიტუტებისა თუ პროცედურული რეგულაციების მეცნიერულ
კვლევას, დღეისათვის აქვს არა მარტო თეორიული, არამედ
უაღრესად დიდი პრაქტიკული მნიშვნელობაც.

ნაშრომი დახმარებას გაუწევს სტუდენტებს (ბაკალავრებს, მაგისტრანტებს,
დოქტორანტებს), პრაქტიკის მუშაკებს და აღნიშნული საკითხებით
დაინტერესებულ პირებს, უკეთ ჩაწვდნენ და ღრმად შეისწავლონ
მასში გადმოცემული პრობლემატური საკითხები.

მკითხველის შეფასება

ნანახია 1260 - ჯერ , 1 ნახვა დღეს

მსგავსი პროდუქტები