დათვალიერება

“საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის ანალიზი

გამოქვეყნების თარიღი: დეკემბერი 19, 2016

გასაყიდი ფასი

GEL 7.00

ჯერ არ შეგიძენიათ? ჩამოტვირთეთ უფასო ნიმუში (PDF) ყდითა და სარჩევით.

უფასო ნიმუში
A5 - რბილი ყდა- 80 გვ.
ქართული
978- 9941 - 9476-7-4

წიგნის აღწერა

ძვირფასო მკითხველო,მმართველობის კანონიერება განაპირობებს მოქალაქეთა ნდობას ორგანოს მიმართ, მმართველობის გამჭვირვალობას. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი არის იურიდიული ფორმა იმისა, თუ როგორ უნდა იყოს მოწესრიგებული პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობები, საჯარო სამსახურის მართვის საკითხები, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებები) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში მოსამსახურეთა სამოხელეოსამართლებრივი ურთიერთობები და უპირველეს ყოვლისა საჯარო მოსამსახურის სტატუსი.

საქართველოს ხელისუფლების მთავარი ამოცანაა უსაფრთხო, თანასწორი, დემოკრატიული სახელმწიფოებრივი მმარათველობა, რომელიც ჩვენი აზრით, 4 (ოთხი) ძირითად პრინციპზე უნდა იყოს დამყარებული:

1.კანონის უზენაესობა – ქმედებებისა და გადაწყვეტილებების სამართლებრივი განსაზღვრა.

2.გამჭვირვალობა – პროცესებისა და შედეგების შემოწმების შესაძლებლობა.

3.ანგარიშვალდებულება – საზოგადოების წინაშე.

4.ეფექტურობა – სახელმწიფო რესურსების გამოყენება და სტრატეგიული მიზნების მიღწევაში ქმედითობა.

“საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს ახალი კანონის მიღება არის დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის და ეფექტური მმართველობის განხორციელებისათვის უმნიშვნელოვანესი ელემენტი, რომელიც ცვლის და აწესებს საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობას. გამართული და გამჭვირვალე საჯარო სამსახურის სისტემის ჩამოყალიბება არის სახელმწიფოსადმი მოსახლეობის ნდობის ამაღლების საფუძველი. რწმენა სამართლიანი და მიუკერძოვებელი საჯარო სამსახურისადმი განაპირობებს ხელისუფლების განხორციელებაში საზოგადოების ფართო ფენების ჩართულობას, რაც საბოლოო ჯამში სამართლიანი და მიუკერძოვებელი პოლიტიკის ფორმირებას უზრუნველყოფს.
სოფიო დემეტრაშვილი
გიორგი სანიკიძე

მკითხველის შეფასება

ნანახია 2740 - ჯერ , 1 ნახვა დღეს

მსგავსი პროდუქტები