დათვალიერება

სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი (დამხმარე სახელმძღვანელო)

გამოქვეყნების თარიღი: დეკემბერი 7, 2016

გასაყიდი ფასი

GEL 7.00

ჯერ არ შეგიძენიათ? ჩამოტვირთეთ უფასო ნიმუში (PDF) ყდითა და სარჩევით.

უფასო ნიმუში
A5 - რბილი ყდა- 119 გვ.
ქართული
978-9941-9476-4-3

წიგნის აღწერა

წ ი ნ ა ს ი ტ ყ ვ ა ო ბ ა

წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს დამხმარე სახელმძღვანელოს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისა და სისხლის სამართლით დაინტერესებული პირებისთვის. იგი შედგენილია საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის სტრუქტურის მიხედვით. ნაშრომი შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსის ზოგადი ნაწილის ძირითადი ინსტიტუტების მოკლე ახსნა-განმარტებას. მასში განხილულია სისხლის სამართლის კანონის შესახებ თეორია, აღწერილია დებულებები დანაშაულისა და სასჯელის შესახებ. სახელმძღვანელო არ არის ფუნდამენტური სამეცნიერო ნაშრომი. მისი მიზანია სამართლის ზოგადი ნაწილის ძირითადი ცნებებისა და ინსტიტუტების მაქსიმალურად თვალსაჩინოდ და ლაკონურად წარმოდგენა. წიგნში განხილულ თითოეულ თავს ახლავს სქემები და მაგალითები, რაც აადვილებს ინფორმაციის აღქმას და დამახსოვრებას. ნაშრომი არ არის გადატვირთული სხვადასხვა სახის თეორიული ინფორმაციით.
ნაშრომში განხილული და აქცენტირებულია მხოლოდ ის ძირითადი საკითხები და მიმართულებები, რომლის ცოდნაც აუცილებელია მკითხველისთვის.
იმედს ვიტოვებთ, რომ წიგნი მოკრძალებულ წვლილს შეიტანს სისხლის სამართლის სწავლების პროცესში

მკითხველის შეფასება

ნანახია 3720 - ჯერ , 4 ნახვა დღეს

მსგავსი პროდუქტები