დათვალიერება

სისხლის სამართლის კერძო ნაწილი დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ

გამოქვეყნების თარიღი: ნოემბერი 5, 2016

გასაყიდი ფასი

GEL 18.00

ჯერ არ შეგიძენიათ? ჩამოტვირთეთ უფასო ნიმუში (PDF) ყდითა და სარჩევით.

უფასო ნიმუში
B5 - რბილი ყდა- 248 გვ.
ქართული
978-9941-9476-1-2

წიგნის აღწერა

წინათქმა
ქართული სისხლის სამართლის დოგმატიკა, ბოლო პერიოდის განმავლობაში,
ზოგადი ნაწილის მიმართულებით მნიშვნელოვნად წინ წავიდა,
რაზეც მეტყველებს რამდენიმე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი,
სახელმძღვანელოს არსებობა. სამწუხაროდ, იგივეს ვერ ვიტყვით
სისხლის სამართლის კერძო ნაწილზე, სადაც დოგმატიკამ და პრაქტიკამ
ერთდროულად გააგრძელა ადრინდელი მიდგომების გამოყენება და წმინდა
საკანონმდებლო-ტექნიკური ცვლილებების გარდა ფუნდამენტური
განახლება არ მომხდარა.
აღნიშნული სახელმძღვანელოს მიზანია ქართული სისხლის სამართლის
კერძო ნაწილის განვითარებაში მცირედი წვლილის შეტანა. ის ეყრდნობა
გერმანიის, ავსტრიისა და შვეიცარიის სისხლის სამართლის დოგმატიკასა
და პრაქტიკას. ამასთანავე, შედარებით ჭრილში გამოყენებულია
ქართველ ავტორთა მოსაზრებები და საქართველოს უზენაესი სასამართლოს
პრაქტიკა. წიგნის მიზანი არ არის ადამიანის წინააღმდეგ მიმართული
ყველა დანაშაულის სათითაოდ განხილვა და გაანალიზება. მასში საუბარია
მხოლოდ მნიშვნელოვან მუხლებზე.
სახელმძღვანელოზე მუშაობა ფაქტიურად შეუძლებელი იქნებოდა
მაქს-პლანკის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო
სისხლის სამართლის ინსტიტუტის (ფრაიბურგი, გერმანია) 2015-2016
წლების სამეცნიერო-კვლევითი სტიპენდიისა და მისი ბიბლიოთეკის გამოყენების
გარეშე, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო აღნიშნულ
დაწესებულებას.
სისხლის სამართლის კერძო ნაწილი – დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ
ახლადდაფუძნებული, ქართული, გერმანული და საერთაშორისო
სისხლის სამართლის ინსტიტუტის პირველი ოფიციალური პუბლიკაციაა.
ინსტიტუტის მთავარი მიზანია ქართული სისხლის სამართლის
საერთაშორისო და ევროპულ ჭრილში დანახვა და გაანალიზება, რათა
ხელი შეეწყოს ქართული დოგმატიკისა და პრაქტიკის თანამედროვე ტენდენციებისადმი
დაახლოვებას.
მოცემული წიგნს, რა თქმა უნდა, არ აქვს პრეტენზია ყოვლისმომცველობასა
და სრულყოფილებაზე, ამიტომაც მოხარული ვიქნებოდი, თუ
მკითხველის მხრიდან იქნება შესაბამისი გამოხმაურება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: bachanajishkariani@gmail.com
გაწეული დახმარებისთვის განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით
ჩემს კოლეგებსა და მეგობრებს, ქ-ნ თამარ ებრალიძესა და ბ-ნ გიორგი
დგებუაძეს, რომლებმაც, როგორც სამეცნიერო რედაქტორებმა, სახელმძღვანელოზე
მუშაობისას ფასდაუდებელი რჩევები მომცეს.
გამოყენებული საკანონმდებლო მასალა გათვალისწინებულია 2016
წლის სექტემბრის მდგომარეობით.
ბაჩანა ჯიშკარიანი, LL.M. (München)
სამართლის დოქტორი
ასოცირებული პროფესორი
ქართული, გერმანული და საერთაშორისო
სისხლის სამართლის ინსტიტუტის ხელმძღვანელი
თბილისი, სექტემბერი, 2016

მკითხველის შეფასება

ნანახია 6309 - ჯერ , 3 ნახვა დღეს

მსგავსი პროდუქტები