დათვალიერება

ქართული კერძო სამართლის საკითხები

გამოქვეყნების თარიღი: აგვისტო 26, 2016

გასაყიდი ფასი

GEL 18.00

ჯერ არ შეგიძენიათ? ჩამოტვირთეთ უფასო ნიმუში (PDF) ყდითა და სარჩევით.

უფასო ნიმუში
A5, რბილი ყდა, 275 გვ
ქართული
978-9941-9477-6-6

წიგნის აღწერა

წინამდებარე კრებულის გამოცემა მნიშვნელოვანწილად განაპირობა პირველ კრებულში (2011წ.) თავმოყრილი სტატიებისა და სხვა პუბლიკაციების მიმართ გამომჟღავნებულმა ინტერესმა, რომელსაც ადგილი ჰქონდა არა მარტო უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგების, არამედ უნივერსიტეტების სტუდენტთა მხრიდანაც. მასში, პირველი გამოცემის მასალასთან ერთად, ქვეყნდება ის სტატიები და პუბლიკაციები, რომლებიც იმ დროისათვის თუმცა კი იყო გამოქვეყნებული სხვადასხვა გამოცემებში, მაგრამ მიზეზთა გამო არ შევიდა პირველ კრებულში. ამით შესაძლო გახდა დღეისათვის არსებული ყველა პუბლიკაციის ერთად თავმოყრა.
კრებულის მეორე გამოცემაში შეცვლილია მასალების განლაგების თანმიმდევრობა: სტატიები გამოცალკევებულია დანარჩენი პუბლიკაციებისაგან და დახარისხებულია სამართლის დარგების მიხედვით – ვალაუვალობის, სამეწარმეო და სამოქალაქო სამართლის შესაბამისად. ასევე სამართლის სფეროების მიხედვით არის ერთმანეთისაგან გამიჯნული ინტერვიუები, წინასიტყვაობები და სხვა სახის მასალა. ორივე შემთხვევაში დაცულია მათი გამოქვეყნების ქრონოლოგია.
მადლიერებით მინდა ავღნიშნო დიდი დახმარება, რომელიც აღმომიჩინეს ამ კრებულის მომზადებისას სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა, რომლებიც იმ დროს პრაქტიკას გადიოდნენ საადვოკატო ბიუროში „მიგრიაული და პარტნიორები“. მადლობას მოვახსენებ ბაკალავრიატის სტუდენტებს: ლეილა (ლიკა) ხავთასს, ქეთი ბენაშვილსა და ეთო რუხაძეს (ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი), თათია ჩიჩუას (გ. თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი), ბორის (დაჩი) აბაკელიას (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოცი¬ალური მეცნიერებისა და დიპლომატიის ფაკულტეტი), რომლებმაც დიდი შრომა გასწიეს გამოსაქვეყნებელი სტატიებისათვის საჭირო მასალის მოძიებასა და მათი შემდგომი კორექტირების პროცესში. მოხსენიებული სტუდენტების მხრიდან კრებულის მომზადებისას გამოვლენილი ცნობისმოყვარეობა და მასალის მათეული შეფასება მაძლევს საფუძველს გამოვთქვა რწმენა რომ კრე¬ბული, უწინარესად, სამართლის სკოლის სტუდენტისათვის გახდება პროფესიული დაინტერესების წყარო.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, ასევე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის ინგლისური ენის პედაგოგს, საქარ¬თ¬ველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტს – ვერიკო ხუციშვილს, რომელმაც შეასრულა საუკეთესოდ მიჩნეული თარგმანი პუბლიცისტური სტატიისა „გაკოტრების კანონის კრიტიკოსებს“ და, ასევე, განახორციელა წიგნის სხვა ინგლისური თარგმანების რედაქტირება.
კრებულის სრულყოფაში უშურველი დახმარება გამიწია საადვოკატო ბიუროს მდივანმა – ნათია ორაგველიძემ.
იმედი მაქვს, რომ კრებული არ დარჩება შეუმჩნეველი კოლეგა იურისტებისათვის და მასში გამოთქმული მოსაზრებებიდან ზოგი მაინც იქცევა დისკუსიისა თუ მსჯელობის საგნად.

როინ მიგრიაული
სამართლის დოქტორი
ასოცირებული პროფესორი, ადვოკატი
2016წ. ივლისი

 

მკითხველის შეფასება

ნანახია 3601 - ჯერ , 1 ნახვა დღეს

მსგავსი პროდუქტები