+ დათვალიერება

ქართული სამართლის ისტორია

გამოქვეყნების თარიღი: ოქტომბერი 10, 2014

გასაყიდი ფასი

GEL 15.00

ჯერ არ შეგიძენიათ? ჩამოტვირთეთ უფასო ნიმუში (PDF) ყდითა და სარჩევით.

უფასო ნიმუში
A5, რბილი ყდა, 331 გვ.
ქართული
978-9941-9354-1-1

შინაარსი

წინამდებარე წიგნში შესულია ქართული სამართლის ისტორიის აქტუალური საკითხები.
პირველი და მეცამეტი ლექციის მასალა ეკუთვნის თავად შემდგენელს. იგი ძირითადად
კომპილაციური ხასიათისაა და ცამეტ სალექციო მასალას მოიცავს ცნობილი ქართველი
მეცნიერების ივანე ჯავახიშვილის, ივანე სურგულაძის, ისიდორე დოლიძის, გიორგი
ნადარეიშვილის და გიორგი დავითაშვილის შრომებიდან. იგი სტუდენტებს საშუალებას
აძლევს ქართული სამართლის ისტორიაში მიღებული ზოგადი ცოდნა განიმტკიცონ ქართული
სამართლის ზოგიერთი ძეგლის გაცნობით. წიგნის გამოცემას დიდი მნიშვნელობა აქვს
უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის ნორმალურად წარმართვისათვის, ვინიდან იგი
ზოგადსაუნივერსიტეტო დისციპლინად იქცა. კურსის მიზანია სტუდენტს დაანახოს ქართული
სამართლის ისტორიის არსი და მნიშვნელობა თანამედროვე პირობებში; ასწავლოს სტუდენტს
თანამედროვე ქართული სამართლის ნორმების სწორი განმარტება; სამართლის ტერმინების
სწორად გაგება; დაანახოს და ასწავლოს სტუდენტებს ქართული სამართლის ისტორიის კავშირი
სამართლის თეორიასთან და სამართლის სხვა დარგებთან; სტუდენტებს შეასწავლოს
თანამედროვე სამართლის ნორმების პრაქტიკაში გამოყენება. წიგნის მთლიანი ტექსტი
გამარტივებულია, ზოგიერთი სალექციო მასალა შემოკლებულია, სტრიქონებიდან ამოღებულია
სქოლიოები და უცხოური სიტყვები, რაც სტუდენტს მისცემს საგნის ათვისების სრულ
შესაძლებლობას.

მკითხველის შეფასება

ნანახია 2646 - ჯერ , 4 ნახვა დღეს

მსგავსი პროდუქტები