+ დათვალიერება

შედარებითი სანივთო სამართალი

გამოქვეყნების თარიღი: სექტემბერი 19, 2015

გასაყიდი ფასი

GEL 12.00

ჯერ არ შეგიძენიათ? ჩამოტვირთეთ უფასო ნიმუში (PDF) ყდითა და სარჩევით.

უფასო ნიმუში
A5, რბილი ყდა, 174 გვ.
ქართული
978-9941-9428-3-9

ავტორისაგან

წინამდებარე სამეცნიერო ნაშრომი წარმოადგენს სანივთო სამართლის ცალკეული ინსტიტუტების კომპარტივისტულ კვლევას. ნაშრომში განხილულია, როგორც კლასიკური სანივთო ინსტიტუტები, ასევე მისი თანამედროვე სახესხვაობები. როგორც კონტინენტური ევროპის, ასევე საერთო სამართლის ფორმირებაზე დიდი გავლენა იქონია რომის კერძო სამართალმა. თავის მხრივ ქართული კერძო სამართლის განვითარების ისტორია მჭიდროდ უკავშირდება ევროპულ კერძო სამართალს, კერძოდ, თანამედროვე ქართული სანივთო სამართლის ჩამოყალიბება განხორციელდა გერმანული კერძო სამართლის რეცეფციის გზით. ნაშრომში განხილულია კონტინენტური ევროპის სამართლებრივ სისტემაში შემავალი, ორ განსხვავებულ სამართლებრივ ოჯახში ასახული ცალკეულ სანივთო ინსტიტუტთა (უფლებათა) სამართლებრივი ბუნება, ასევე მოცემულია თითოეულ ამ ოჯახში შემავალი ცალკეული ევროპული ქვეყნების კანონმდებლობაში არსებული მაგალითები. შედარებითი სანივთო სამართლის თანამედროვე ტენდენციები დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას მისცემს გაიფართოონ ცოდნა და თვალსაწიერი, რაც ხელს შეუწყობს ქართული ქონებრივი სამართლის უფრო მეტად დაახლოებას ევროპულ კერძო სამართალთან.

დასასრულს, მინდა მადლობა გადავუხადო ლარს ვან ვლიეტს, ნიდერლანდების მაასტრიხტის უნივერსიტეტის იურიდიული დეპარტამენტის პროფესორს, კერძო სამართლის მიმართულებით, ექსპერტს ქონებრივ და გაერთიანებათა სამართალში, რომელმაც მომცა სამეცნიერო სტატიის “მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლების გადაცემის სისტემების” ქართულ ენაზე თარგმნისა და გამოქვეყნების უფლება.

თამარ შოთაძე – სამართლის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი კერძო სამართლის მიმართულებით.

მკითხველის შეფასება

ნანახია 1370 - ჯერ , 2 ნახვა დღეს

მსგავსი პროდუქტები