დათვალიერება

ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის სახელმძღვანელო

გამოქვეყნების თარიღი: მაისი 21, 2018

გასაყიდი ფასი

GEL 15.00

წიგნის შეძენა შესაძლებელია:

წიგნის მაღაზია "იურისტების სამყარო" თბილისი, მ.კოსტავას#75

წიგნის მაღაზია "იურისტების სამყარო" თბილისი, კ.კეკელიძე   #1

ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში საქართველოს მაშტაბით.

უფასო ნიმუში
ფორმატი: 14,5 x 21 რბილი ყდა, 416 გვ.
ქართული
978-9941-9561-7-1

წიგნის აღწერა

ადმინისტრაციული პროცესი ესაა საქმის განმხილველი საერთო სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით და შესაბამისი მატერიალური სამართლებრივი ნორმების შეფარდების/გამოყენების გზით იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული  საქმეების განილვა-გადაწყვეტა, რომელიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. პროცესი (მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან – Procedere) განიმარტება როგორც სასამართლოში საქმის სასამართლო განხილვის წესი – სამართალწარმოება.  შესაბამისად, ადმინისტრაციული პროცესი გულისხმობს არა ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ განხორციელებულ ადმინისტრაციულ წარმოებას, არამედ, ადმინისტრაციული  სასამართლოს  მიერ ადმინისტრაციული საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესებს – ადმინისტრაციულ  სამართალწარმოებას. სხვაგვარად, ადმინისტრაციული პროცესი ესაა მატერიალური ნორმების რეალიზაციის საშუალება, თუმცა, იგი ყოველთვის არ არის დაკავშირებული მატერიალური ნორმების შეფარდების პროცესთან, მაგალითად საქმის წარმოების შეწყვეტის გამო. ადმინისტრაციული სამართლის პროცესი და ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი ერთობლიობაში ქმნიან ადმინისტრაციული სამართლის მნიშვნელოვან ნაწილს.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს  საერთო სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესებს.  ცნება – ადმინისტრაციული საქმე ფართო მნიშვნელობისაა და მოიცავს როგორც კონკრეტული  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობიდან, ადმინისტრაციული ორგანოების მიერ მათ წინაშე მდგომი საჯარო-სამართლებრივი ფუნქციების განხორციელებისას წარმოშობილ ადმინისტრაციულ დავებს, ასევე ადმინისტრაციულ საქმეებს, რომლებსაც არა აქვთ სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი დავის (პროცესუალურ მხარეებს შორის კონფლიქტის) ხასიათი (მაგალითად, ადმინისტრაციული სამართალწარმოება მეწარმის საქმიანობის შემოწმებასთან დაკავშირებით), მაგრამ გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან.

მკითხველის შეფასება

ნანახია 1211 - ჯერ , 1 ნახვა დღეს

მსგავსი პროდუქტები