დათვალიერება

ახალი რიტორიკა – საჯარო კამათის ტექნოლოგიები

გამოქვეყნების თარიღი: მაისი 1, 2018

გასაყიდი ფასი

GEL 15.00

წიგნის შეძენა შესაძლებელია:

წიგნის მაღაზია "იურისტების სამყარო" თბილისი, მ.კოსტავას#75

წიგნის მაღაზია "იურისტების სამყარო" თბილისი, კ.კეკელიძე   #1

ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში საქართველოს მაშტაბით.

უფასო ნიმუში
ფორმატი: 14,5 x 21 რბილი ყდა, 282 გვ.
ქართული
978-9941-9585-0-2

წიგნის აღწერა

წინასიტყვაობა
რიტორიკა ცოდნის ძირძველი სფეროს აღმნიშვნელი ტერმინია. იგი მეტყველებით, სიტყვით მიზნის მიღწევის
სტრატეგიების, ტაქტიკების, მოდელების, ტექნოლოგიების ცოდნის ვეებერთელა სფეროა. რიტორიკის თეორია და პრაქტიკა ჩვენგან ათასწლეულებით დაშორებული ეპოქების გზავნილია, რომელიც არა მხოლოდ იმას იუწყება, თუ როგორ აღწევდნენ ძველად პროფესიონალები, საჯარო მოხელეები მიზანს მეტყველებით, სიტყვით, არამედ ამ მხრივ ისეთ ცოდნა-გამოცდილებასაც გვთავაზობენ, რომელსაც ყავლი არც ჩვენს ეპოქაში გასვლია და ჩვენი თანამედროვე ენობრივი პიროვნების პროფესიული დაოსტატებისათვისაც შეუცვლელია. რიტორიკა და მისი დიდი ისტორია იმასაც ცხადყოფს, თუ დრო და დრო როგორ გულგრილობას იჩენდნენ ადამიანები რიტორიკის მიერ შემოთავაზებული ცოდნისადმი; გვაუწყებს, რომ ხან მოთხოვნადი იყო, ხანაც უარყოფილი და მივიწყებული… მიზეზი განათლებისადმი საზოგადოებათა დამოკიდებულება იყო, უფრო ზუსტად, განათლების რეფორმის არსის გააზრება. განათლების რეფორმას საზოგადოება ყოველთვის ისე აღიქვამდა და აღიქვამს, როგოც `დაავადებული~, ყავლგასული განათლების სისტემაში ნაკლოვანებების აღმოფხვრის მცდელობას. არადა, განათლება თავისი ბუნებით, არსებობით უწყვეტი რეფორმის მდგომარეობაშია, იგი ისტორიული რეალობაა. მხედველობაში მისაღები ისიც არის, რომ ცოდნის სტრუქტურები~ არასოდეს ემთხვევა `განათლების  სტრუქტურებს, რადგან საზოგადოება არასოდეს ასწავლის ყველაფერს, რაც იცის, უფრო ისეთი მოძველებული ცოდნის სწავლას აგრძელებს, რაც უარყოფილია ხოლმე ცოცხალი მეცნიერების მიერ (ჟერარ ჟანეტი). ტრადიციული რიტორიკის ისტორია სულ ბოლოს, ახალ ეპოქაში, XIX საუკუნის დასაწყისში შეწყდა. მიზეზი რომანტიზმის მოვლინება და ლიტერატურის ისტორიული გააზრების დამკვიდრება გახდა. თუმცა ისტორიის შეწყვეტა ისტორიის დასასრული მაინც არ ყოფილა, რადგან ბუნებაში უკვალოდ არაფერი ქრება, რაღაცნაირ კვალს ყოველთვის ტოვებს. გამონაკლისი, ცხადია, არც რიტორიკაა. იგი არ გამქრალა, მხოლოდ შეიცვალა… XIX საუკნემდე რიტორიკა ღიაობით (ექსპლიციტურობით) გამოირჩეოდა. მოსწავლეებს ასწავლიდნენ ტროპებს, შემდეგ წერის უნარებს. მხატვრული ტექსტები მხოლოდ შესწავლის საგნებს კი არ წამოადგენდნენ, არამედ მიბა- ძვის ნიმუშებსაც. ამასთან ერთად, რიტორიკა მეტყველების (წერითისაც და ზეპირისაც) სტილის ხვეწის სწავლებაზედაც იყო ორიენტირებული. ერთი სიტყვით, რიტორიკა, როგორც ცოდნის დარგი, სამი ტრადიციული ნაწილისაგან შედეგბოდა:  პირველი ნაწილი _ ინვესტიტიონ _ იდეების, არგუმენტების ძიების ტექნოლოგიებს მოიცავდა, მეორე _ დისპოზიტიო _ საჯარო სიტყვის კომპოზიციის აგების პრობლემების სწავლებით იყო შემოფარგლული, მესამე _ ელოცუტიო _ ტექსტისათვის სიტყვების შერჩევა-განლაგების ტექნოლოგიებზე იყო ორიენტირებული. XIX საუკუნის დასაწყისში შეიცვალა რიტორიკის იდე5 ოლოგიური სტატუსი. ოფიციალური ლექსიკონებიდან გაქრა ტერმინი `რიტორიკა~. სასაუბრო, საურთიერთო მეტყველებაში რიტორიკამ დამამცირებელი კონოტაცია შეიძინა _ ცარიელა, მაღალფარდოვანი ყბედობისა და პედანტობის სინონიმი გახდა. შეიცვალა რიტორიკის სემიოტიკური სტატუსიც. თუ ადრე მოსწავლეები მხატვრული ტექსტების შესწავლითა და მათი ავტორების მიბაძვით სწავლობდნენ წერას, XIX საუკუნეში მხოლოდ ტექსტების შესწავლა ევალებოდათ,  მათი კლასიკოსი ავტორების მიბძვის მეთოდოლოგია კი გაქრა. ტექსტების შესწავლაც გავიდა რიტორიკის სფეროდან და ლიტერატურის შესახებ მეცნიერების სფეროში მოექცა. რიტორიკას, ცხადია, შეეცვალა სტატუსიც. თუ ანტიკური რიტორიკა იდეების არგუმენტების ძიების რიტორიკა იყო, ხოლო კლასიკური რიტორიკა _ სიტყვათა შერჩევა- განლაგების რიტორიკას წარმოადგენდა, თანამედროვე (ახალი) რიტორიკა კომპოზიციის რიტორიკად წარმოსდგა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახალმა ეპოქამ _ XIX საუკუნიდან მოყოლებული _ ძველი რიტორიკიდან ტექსტის კომპოზიციის თეორია და ტექნოლოგიები იმემკვიდრა და ამით საფუძველი ჩაუყარა ახალ რიტორიკას. ამ ახალი რიტორიკის მესაძირკვლედ ითვლება პასკალი. მის მიხედვით ახალი რიტორიკის ფილოსოფია იუწყება: `ნუ მეტყვიან, რომ ახალი არაფერი მითქვამს. სიახლეს მასალის განლაგება წარმოადგენს~. ამ გამაოგნებლად უცნაური მიგნებით ეხმიანებაამჟამინდელი რიტორიკა ჩვენს თანამედროვეობას, რომ ლის ყველაზე ძვირადღირებული კაპიტალი ინფორმაცია ა აქედან გამომდინარე კომუნიკაცია, როგორც ამ ინფორმაციის ადრესატამდე მიტანისა და მიზნობრივი ზემოქმედების ტექნოლოგია. ფაქტი, მოვლენა, ხდომილება კი ინფორმაციად მხოლოდ მაშინ იქცევა, როდესაც ტექსტად ჩამოიქმნება; ხოლო ტექსტი სიტყვების უბრალო თავმოყრა კი არ არის, არამედ სიტყვების, ფრაზების, გამოთქმების მიზნობრივი დალაგება-განლაგება. ახალი რიტორიკის შინაარსს, პრობლემურ არეს სწორედ ამ უაქტუალურესი ამოცანის (ლექსიკა-ფარზეოლოგიის მიგნება, შერჩევა, მომარჯვება) რეალიზების ტექნოლოგიები ქმნიან. აღნიშნული კი ცხადყოფს, რომ რიტორიკის მემკვდირე ახალი რიტორიკა ენობრივი პიროვნების (ვინც ენას, მეტყველების ტექნოლოგიების, ცოდნას პროფესიულ საქმიანობაში გამოიყენებს) პროფესიული საქმიანობის წარმატების საფუძვლების ცოდნის მომცემი დარგია, მისი მნიშვნელობა და აქტუალობაც ამ დიდი ამოცანებით არის განსზღვრული.

მკითხველის შეფასება

ნანახია 319 - ჯერ , 4 ნახვა დღეს

მსგავსი პროდუქტები