+ დათვალიერება

პრაქტიკული დამხმარე სახელმძღვანელო ნოტარიუსებისათვის

გამოქვეყნების თარიღი: მარტი 24, 2016

გასაყიდი ფასი

GEL 30.00

ჯერ არ შეგიძენიათ? ჩამოტვირთეთ ნიმუში (PDF) სარჩევითა და ყდით.

უფასო ნიმუში
A4, რბილი ყდა, 393 გვ.
ქართული
978-9941-9428-8-4

შინაარსი

ჩვენს მიერ მომზადებული კრებულის მიზანია წარმოვაჩინოთ ეს იურიდიული ინსტიტუტი მისი განვითარების ისტორიულ პროცესში, ვაჩვენოთ თუ როგორ ხდებოდა სანნოტარო სამართლის ჩამოყალიბება და როგორ აისახა იგი თანამედროვე სამართალში.
ახალმა საზოგადოებრივმა ურთღიერთობებმა და ახალმა სამოქალაქო კანონმდებლობამ არამარტო სამოქალაქო სამართლის, არამედ სანოტარო სამართლის ზოგიერთი პრობლემის ახლებურად ხედვისა და ნოტარიუსთა, განსაკუთრებით ახალგაზრდების პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების საკითხი დააყენა დღის წესრიგში.

ვითვალისწინებთ, რა ზემოთაღნიშნულს, გვსურს დახმარება გავუწიოთ ამ საგნის უკეთ შესწავლაში, როგორც იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს, ასევე დამწყებ ნოტარიუსებს და ამ პროცესით დაინტერესებულ პირებს.

ნაშრომის დაბეჭდვასა და გამოცემაში დახმარება გაგვიწია შპს „ თეგეტა მოტორსის“ გენერალურმა დირექტორმა ბატონმა თემურ კოხოძემ რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მას.

ავტორისგან

იურიდიული ფაკულტეტებს სასწავლო პროგრამაში ნოტარიატის, როგორც
ცალკე სასწავლო საგნის შემოღება მოწმობს იმ დიდ როლზე, რომელსაც იგი
ასრულებს ჩვენს ქვეყანაში ახალი საზოგადოებრივ-ეკონომიკური წყობის
დამკვიდრებაში. ნოტარიატის, როგორც საგნის სწავლება უმაღლესი სკოლის
იურიდიულ ფაკულტეტებზე, საშუალებას გვაძლევს მოვამზადოთ ყოველმხრივი
დიდი დიაპაზონის იურისტები, რომლებიც კარცაკეტილები არ იქნებიან რომელიმე
ვიწრო იურიდიული საგნის ჩარჩოებში. ახალმა საზოგადოებრივმა ურთიერთობებმა
პრინციპულად შეცვალა მანამდე არსებული კერძო სამართალი. ამისი ბრწყინვალე
დადასტურებაა საქართველოს 1997 წლის სამოქალაქო კოდექსი. ახალმა სამოქალაქო
კანონმდებლობამ, არამარტო სამოქალაქო სამართლის, არამედ სანოტარო სამართლის
ზოგიერთი პრობლემის ახლებურად ხედვისა და ნოტარიუსთა განსაკუთრებით
ახალგაზრდების პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების საკითხი დააყენა დღის
წესრიგში.გავითვალისწინეთ რა ზემოაღნიშნული, კრებულით, სადაც ერთად თავი
მოვუყარეთ სხვადასხვა ხელშეკრულებების ნიმუშებს, კაზუსებს, ტესტებს,
სასამართლო პრაქტიკას, მოკლე მიმოხილვა გავაკეთეთ ნოტარიატის ისტორიის.
შევეცადეთ დახმარება გავუწიოთ, როგორც იურიდიული ფაკულტეტის
სტუდენტებსა და დამწყებ ნოტარიუსებს, ასევე მომავალში ამ პროფესიით
დაინტერესებულ პირებს. ამავე დროს, მადლობას ვუხდით ყველა იმ კოლეგას,
რომლებმაც თავისი ნაშრომებით, კეთილი სურვილებით თუ შენიშვნებით ხელი
შეუწყეს ამ კრებულის გამოცემას. მათ შორის გვინდა გამოვყოთ: ბატონი რომან
შენგელია და ეკატერინე შენგელია, ბატონი ზურაბ ძლიერიშვილი, ქალბატონი თ.
ზარანდია, დ. სუხიტაშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს
ინჟინერინგის ფაკულტეტის სამართლის დეპარტამენტის თავმჯდომარე ბატონი
ირაკლი გაბისონია. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა და მისი თავმჯდომარე ნინო
ხოფერია, რომელმაც ყველანაირად შეგვიწყო ხელი, რათა აღნიშნულ კრებულს დღის
სინათლე ეხილა.

მკითხველის შეფასება

ნანახია 712 - ჯერ , 1 ნახვა დღეს

მსგავსი პროდუქტები