დათვალიერება

ევროპული კავშირის ინსტიტუციური სამართალი

გასაყიდი ფასი

GEL 15.00

წიგნის შეძენა შესაძლებელია:

წიგნის მაღაზია "იურისტების სამყარო" თბილისი, მ.კოსტავას#75

წიგნის მაღაზია "იურისტების სამყარო" თბილისი, კ.კეკელიძე   #1

ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში საქართველოს მაშტაბით.

უფასო ნიმუში
ფორმატი: 14,5 x 21 რბილი ყდა, 270 გვ.
ქართული
978-9941-9607-4-1

წიგნის აღწერა

ევროპული კავშირი თავისი რთული იურიდიული და პოლიტიკური სტრუქტურით, ამავე დროს აღჭურვილი ეკონომიკური ბერკეტებითა და სავალუტო ინსტრუმენტებით წარმოადგენს პროგრესულ და საზოგადოებების განვითარებაზე ორიენტირებულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ სივრცეს. ევროპული კავშირი როგორც სუპრანაციონალური ორგანიზაცია ან ინსტიტუტთა ერთობა და ამავე დროს როგორც სამართალ-შემოქმედი გვევლინება მძლავრ მსოფლიო პოლიტიკურ სუბიექტად, რომელიც ამჟამინდელი მდგომარეობით კარნახობს ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალ სტანდარტებსა და წარმოადგენს ერთაშორის ურთიერთობებში საკმაოდ გამოცდილ და პროგრესზე ორიენტირებულ პოლიტიკურ სუბიექტს.
ქართული საზოგადოების ევროპული კულტურულ-პოლიტიკური ორიენტაცია ოდითგანვე დაკავშირებული იყო ევროპულ განვითარებასთან და მის კულტურულ წიაღსვლებთან. წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ნაანდერძალი რომ „ნუ დაუტევებთ გზასა ბერძენთასა“ წარმოადგენს სახელმწიფოს წინასწარ განსაზღვრულ პოლიტიკურ გეზს. ძლიერი ქართული სახელმწიფოს ევროპული სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული განვითარებანი და ევროპული კავშირის წევრობა დაკავშირებულია ამავე ორგანიზაციის პოლიტიკური და სამართლებრივი სტრუქტურის გაცნობასთან და სახელმწიფოთა ურთიერთობებში ორმხრივი ევროპული ვალდებულებების გაანალიზებასთან.
აღნიშნული სახელმძღვანელო – `ევროპული კავშირის ინსტიტუციური სამართალი~ განიხილავს და აღწერს ევროკავშირის სტრუქტურას და განსაზღვრავს მის პოლიტიკურ ძალთა ბალანსს, ევროპული ინსტიტუტების უფლებათა-მოვალეობათა განსაზღვრით. სახელმძღვანელო განკუთვნილია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისათვის, პროფესორ-პედაგოგებისათვის, სახელმწიფო მოხელეთათვის და ევროკავშირით დაინტერესებული ყველა პირებისათვის.
წიგნს ვუძღვნი მამას, თენგიზ თებიძეს –
მასწავლებელსა და თანამოაზრეს.
2018/VI

 

მკითხველის შეფასება

ნანახია 388 - ჯერ , 3 ნახვა დღეს

მსგავსი პროდუქტები