დათვალიერება

ევროპული სისხლის სამართალი

გამოქვეყნების თარიღი: ივნისი 1, 2018

გასაყიდი ფასი

GEL 18.00

წიგნის შეძენა შესაძლებელია: 

წიგნის მაღაზია "იურისტების სამყარო" თბილისი, მ.კოსტავას#75

 წიგნის მაღაზია "იურისტების სამყარო" თბილისი, კ.კეკელიძე   #1

 ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში საქართველოს მაშტაბით.

უფასო ნიმუში
ფორმატი: 15,5 x 22.5, რბილი ყდა, 298 გვ.
ქართული
978-9941-9585-2-6

წიგნის აღწერა

წინათქმა
აღნიშნული სახელმძღვანელოს გამოცემიდან უკვე რამდენიმე წელიგავიდა, თუმცა, ამ ხნის განმავლობაში ქართული სისხლის სამართლისთვისევროპულმა სისხლის სამართალმა კიდევ უფრო მეტი აქტუალობა
შეიძინა, ვინაიდან ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისხელმოწერით საქართველომ უფრო ინტენსიური ევროპეიზაციისგზა აირჩია. თვითონ ევროკავშირის ფარგლებშიც პროცესები
დინამიურად ვითარდება. გამოვიდა რამდენიმე ახალი დირექტივა,რომლებმაც მანამდე მოქმედი ჩარჩო-გადაწყვეტილებები ჩაანაცვლა.სიახლეებია ინსტიტუციონალური თვალსაზრისითაც. ამის მაგალითია
იგივე ევროპული პროკურატურის შექმნისთვის გადადგმულიკონკრეტული ნაბიჯები, რაც აქამდე მხოლოდ იდეის სახით არსებობდადა ამჯერად გაძლიერებული თანამშრომლობის ფარგლებში უნდა
ჩამოყალიბდეს.მეორე გამოცემაში ასახულ იქნა სისხლის სამართლისათვის მნიშვნელოვანიყველა ძირითადი სიახლე. ამასთანავე, ნაწილობრივ განახლდაქართული თუ უცხოენოვანი წყაროები, დაემატა ახალი წყაროები,
სასამართლო პრეცედენტები. აღსანიშნავია, პირველ გამოცემასთან შედარებით, კაზუსების მეტი რაოდენობა და თვალსაჩინოებისთვის ტექსტში მათი ცალკე გამოყოფა, რაც მკითხველს მასალის უკეთ გაგებაში შეუწყობს ხელს.საწუხაროდ, მოცემული ნაშრომი კვლავ რჩება ერთადერთ ქართულენოვან სახელმძღვანელოდ ევროპული სისხლის სამართლის სფეროში, თუმცა, იმედია, ის კვლავ შეუწყობს ხელს მომავალი მკვლევარების დაინტერესებას. ამის მაგალითია, თუნდაც ფოლკსვაგენის ფონდის მიერ დაფინანსებული ქართულ-გერმანული პროექტი, რომელიც 2019 წლამდე გაგრძელდება და მთლიანად სისხლის სამართლის პროცესის ინტერნაციონალიზაციისა და ევროპეიზაციის საკითხებს დაეთმობა. პროექტის ფარგლებში ქართველი დოქტორანტები დაამუშავებენ სადოქტორო ნაშრომებს, რომლებშიც ევროკავშირის სამართალი წამყვან როლს შეასრულებს.„ევროპული სისხლის სამართალი ევროკავშირის ფარგლებში“, მეორე გამოცემა, ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის (www.icl.ge) ფარგლებში მომზადდა. ინსტიტუტის საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტს სწორედ ევროკავშირის სამართლის ანალიზი წარმოადგენს, რათა ქართული სისხლის სამართალი მაქსიმალურად დაუახლოვდეს მას. მკითხველის მხრიდან
6 7 გამოხმაურებებს მზად ვართ ვუპასუხოთ ელექტრონულ მისამართზე bachanajishkariani@gmail.com გამოყენებული საკანონმდებლო მასალა გათვალისწინებულია 2018 წლის იანვრის მდგომარეობით.

ბაჩანა ჯიშკარიანი, LL.M.  (München)
სამართლის დოქტორი
ასოცირებული პროფესორი
საქართველოს უნივერსიტეტის სისხლის
სამართლის მიმართულების ხელმძღვანელი
ქართული, გერმანული და
საერთაშორისო სისხლის სამართლის
ინსტიტუტის ხელმძღვანელი
თბილისი, იანვარი, 2018

 

მკითხველის შეფასება

ნანახია 2918 - ჯერ , 1 ნახვა დღეს

მსგავსი პროდუქტები