დათვალიერება

კორუფცია და მისი პრევენციის საშუალებები

გამოქვეყნების თარიღი: თებერვალი 5, 2018

გასაყიდი ფასი

GEL 7.00

წიგნის შეძენა შესაძლებელია:

წიგნის მაღაზია "იურისტების სამყარო" თბილისი, მ.კოსტავას#75

წიგნის მაღაზია "იურისტების სამყარო" თბილისი, კ.კეკელიძე   #1

 

უფასო ნიმუში
გვ.: 101 ფორ.: 14,5 x 21 ყდა: რბილი
ქართული
978-9941-9561-2-6

წიგნის აღწერა

შესავალი

კორუფცია წარმოადგენს ერთ-ერთ ისეთ ფართოდ გავრცელებულ ნეგატიურ მოვლენას, რომელიც დიდი ხანია გაცდა ერთი კონკრეტული სახელმწიფოს საზღვრებს. დღესდღეობით აღიარებულია, რომ კორუფცია აღარ არის მხოლოდ ლოკალური, რეგიონალური ან ნაციონალური ფენომენი.
დაახლოებით 25-30 წლის წინათ მიიჩნეოდა, რომ კორუფციის პრობლემატიკა მხოლოდ აფრიკის, აზიისა თუ სხვა კონტინენტის ეკონომიკურად ჩამორჩენილი ქვეყნებისათვის, ესე იგი, უმთავრესად, ე. წ. ,,მესამე მსოფლიოსათვის“ იყო დამახასიათებელი. ფაქტობრივი მდგომარეობა ამ საკითხთან დაკავშირებით დღეისათვის სრულიად შეცვლილია. მეცნიერები და პოლიტიკოსები თანხმდებიან იმაზე, რომ არა მარტო განვითარება ქვეყნებს, არამედ მსოფლიოს მაღალინდუსტრიულ სახელმწიფოებსაც არანაკლები შემხებლობა აქვთ კორუფციასთნ. მსოფლიო ისტორიის მიმდინარეობამ გვიჩვენა, რომ, როგორც მორალური ასპექტების ცვალებადობა, ასევე საზოგადოებრივი და სოციალური სფეროების განვითარება, კორუფციის მიზეზებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის.
მე-20 საუკუნის ბოლოდან კორუფციის პრობლემას დიდი მნიშვნელობა მიენიჭა მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების მიერ. ეს მოხდა არა მარტო ნაციონალურ, არამედ საერთაშორისო დონეზეც. უპირველესი მიზეზი ამისთვის იყო ის, რომ კორუფციის გავრცელებამ ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რამაც დემოკრატიული ქვეყნების ნორმალური ფუნქციონირება საფრთხის ქვეშ დააყენა. დღეისათვის მეცნიერებს გააჩნიათ ერთიანი შეხედულება მასზედ, რომ საზოგადოებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკიური განვითარების ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი სწორედ კორუფციაა.
ლა საზოგადოებრივ ფორმაციაში. ასე იყო ეს მაგალითად ძველ რომში, ძველ აღმოსავლეთში, ევროპის აბსოლუტურ მონარქიებსა თუ თანამედროვე დიქტატორულ რეჟიმებში. ამასთანავე, კორუფცია იწვევს სიღარიბის ზრდას, ეკონომიკური განვითარების შეფერხებას, უნდობლობას სახელმწიფო ადმინისტრაციის მიმართ და, ზოგადად, ხატოვნად რომ ვთქვათ, ასამარებს დემოკრატიას. მიუხედავად ყოველივე ამისა, როგორც მსოფლიოს წამყვანმა სახელმწიფოებმა, ასევე რეგიონალურმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა, დღემდე ვერ შეძლეს ძლიერი ანტიკორუფციული პოლიტიკის განვითარება, თუმცაღა ძალისხმევა არ დაუშურებიათ. არავისთვის საკამათოს არ წარმოადგენს ის, რომ კორუფცია ცივილიზებულ კაცობრიობას მთელი თავისი განვითარების მანძილზე თან სდევდა. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებულ განცვიფრებას იწვევს ის ფაქტი, რომ დღემდე ვერ მოხერხდა კორუფციის წინააღმდეგ მიმართული ისეთი საშუალებების პოვნა, რაც გარანტირებული წარმატების მომტანი იქნებოდა.

მკითხველის შეფასება

ნანახია 2136 - ჯერ , 2 ნახვა დღეს

მსგავსი პროდუქტები