დათვალიერება

მშობლებისა და შვილების პირადი და ქონებრივი ურთიერთობები

გასაყიდი ფასი

GEL 18.00

ფორმატი: 14,5 x 21 რბილი ყდა, 364 გვ.
ქართული
978-9941

წიგნის აღწერა

შესავალი

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის მო­დერ­ნი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი, რო­მელ­მაც უკა­ნას­კნე­ლი ორი ათ­წლე­უ­ლის მან­ძილ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში ძლი­ე­რი იმ­პულ­სე­ბი შე­ი­ძი­ნა, აი­სა­ხე­ბა სა­ო­ჯა­ხო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზეც.

მო­დერ­ნი­ზა­ცი­ის ძი­რი­თად პრინ­ციპს ადა­მი­ა­ნუ­რი, ანუ ჰუ­მა­ნური გან­ზო­მი­ლე­ბა შე­ად­გენს. სა­ო­ჯა­ხო ურთიერთობები ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბის ერ­თ-ერ­თი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მხა­რე­ა, სა­დაც თავს იყ­რის რო­გორც კერ­ძო, ისე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სე­ბი. იმ მოთხ­ოვ­ნე­ბის სა­მარ­თლებ­რი­ვი გზით გა­დაწყ­ვე­ტის პრო­ცეს­ში, რომ­ლე­ბიც სა­ბო­ლო­ოდ, სა­ო­ჯა­ხო ­სა­მარ­თლებ­რივ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში უნ­და აი­სა­ხოს, გა­დამ­წყვე­ტია ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის რო­ლი, რაც ჰუ­მა­ნური გან­ზო­მი­ლე­ბის ძი­რი­თა­დი ინ­სტრუ­მენ­ტი­ა.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო არის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ, პრაქ­ტი­კუ­ლად, ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო აქ­ტის მო­ნა­წი­ლე. სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში მო­ცე­მუ­ლია უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც მი­მარ­თუ­ლია ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­სა და დაც­ვი­სა­კენ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ძი­რი­თად პრობ­ლე­მად იკ­ვე­თე­ბა სა­ო­ჯა­ხო ­სა­მარ­თლებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბის ერ­თი ძი­რი­თა­დი სა­ხის _ მშობ­ლებ­სა და შვი­ლებს შო­რის პი­რა­დი და ქო­ნებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­ხილ­ვა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის ფონზე.

ბავ­შვი თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ო­ში გა­ნი­ხი­ლე­ბა არა რო­გორც მშობ­ლის ავ­ტო­რი­ტე­ტის ან უფ­ლე­ბე­ბის ობი­ექ­ტი, არა­მედ რო­გორც უფ­ლე­ბა­თა სუ­ბი­ექ­ტი. ეს მიდ­გო­მა ითხ­ოვს მშობ­ლის უფ­ლე­ბე­ბის, მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი­სა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის განსაკუთრებულ რეგ­ლა­მენ­ტა­ცი­ას, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს თა­ვი­სე­ბურ მი­მარ­თე­ბას მშობ­ლის, ერ­თი მხრივ, თა­ვი­სუ­ფალ არ­ჩე­ვან­სა და, მე­ო­რე მხრივ, ბავ­შვის მი­მართ მზრუნ­ვე­ლო­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს შო­რის.

ვინ არის ვალ­დე­ბუ­ლი, არ­ჩი­ნოს შვი­ლე­ბი? რამ­დე­ნად და­ცუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ბავ­შვის აღ­ზრდის პრო­ცეს­ში კარ­გა­ვენ კა­რი­ე­რი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მიღ­წე­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, ხო­ლო გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ დგე­ბი­ან პრობ­ლე­მის წი­ნა­შე: რამ­დე­ნად უზ­რუნ­ველ­ყოფს ქმა­რი მის და მი­სი შვი­ლე­ბის მო­მა­ვალს? გა­დახ­დი­ლი იქ­ნე­ბა თუ არა ალი­მენ­ტი და რა მო­ცუ­ლო­ბით? რამ­დე­ნად შე­უ­ნარ­ჩუნ­დე­ბა ბავშვს ცხოვ­რე­ბის ის პი­რო­ბე­ბი, რომელიც მას მშობ­ლე­ბის გან­ქორ­წი­ნე­ბამ­დე ჰქონ­და? ამას­თან, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი­ა, გა­და­სახ­დე­ლი ალი­მენ­ტის მო­ცუ­ლო­ბის გან­საზღ­ვრი­სას დად­გინ­დეს, მარ­თლაც ყო­ველ­თვის შე­ე­სა­ბა­მე­ბა თუ არა მო­სა­მარ­თლის მი­ერ მი­ღე­ბუ­ლი ,,გო­ნივ­რუ­ლი~ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა ბავ­შვის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სებს? რამ­დე­ნად არის სა­ხელ­მწი­ფო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი, და ამას­თან _ ვალ­დე­ბუ­ლიც, ჩა­ე­რი­ოს მშობ­ლე­ბის მი­ერ სა­ა­ლი­მენ­ტო მო­ვა­ლე­ო­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის დროს, რა­თა ბავშვს ჰქონ­დეს ცხოვ­რე­ბის სტან­დარ­ტუ­ლი დო­ნის მი­ნი­მუ­მი მა­ინც, და რა ახა­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი ინერ­გე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­კა­ნონ­მდებ­ლო სის­ტე­მებ­ში სა­ა­ლი­მენ­ტო ვალ­დე­ბუ­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად?

მშობ­ლებ­სა და შვი­ლებს შო­რის პი­რა­დი და ქო­ნებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ნაშ­რომ­ში გაანალიზებულია სა­ქარ­თვე­ლოს სა­ო­ჯა­ხო კა­ნონ­მდებ­ლო­ბის ბა­ზა­ზე, რო­მე­ლიც შე­ად­გენს სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექ­სის ნა­წილს. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ო­ჯა­ხო სა­მარ­თა­ლი, სხვა ბევრი პოს­ტ­საბ­ჭო­თა ქვეყ­ნის ანალოგიური კანონმდებლობისაგან განსხვავებით, ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლია სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექ­სში, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი კერ­ძო სა­მარ­თლის მთა­ვა­რი წყა­რო­ა. ეს რე­ფორ­მა­ტო­რუ­ლი ნა­ბი­ჯი უკ­ვე ითხ­ოვს სა­ო­ჯა­ხო კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­სა და სა­სა­მარ­თლო პრაქ­ტი­კა­ში დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი არა­ერ­თი სა­მარ­თლებ­რი­ვი ცნე­ბის კონ­სტრუქ­ცი­ის ახ­ლე­ბურ ინ­ტერ­პრე­ტა­ცი­ას, მათ შო­რის, ისეთებისას, რომ­ლე­ბიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია მშობ­ლებ­სა და შვი­ლებს შო­რის პი­რად და ქო­ნებ­რივ ურ­თი­ერ­თო­ბებ­თან.

სა­ბაზ­რო ეკო­ნო­მი­კის პრინ­ცი­პე­ბის და­ნერ­გვას­თან ერ­თად, ახ­ლე­ბუ­რად დგე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი, ერ­თი შე­ხედ­ვით _ ტრა­დი­ცი­უ­ლი, სა­მარ­თლებ­რი­ვი პრობ­ლე­მე­ბი. ქარ­თულ იუ­რი­დი­ულ მეც­ნი­ე­რე­ბა­ში სა­ო­ჯა­ხო სა­მარ­თლის თე­ო­რი­ი­სა და პრაქ­ტი­კის სა­კითხ­ებს სხვა­დას­ხვა დროს ფუნ­და­მენ­ტუ­რი გა­მოკ­ვლე­ვე­ბი მი­უძღ­ვნეს ცი­ვი­ლის­ტებ­მა: ს. ჯორ­ბე­ნა­ძემ, შ. ჩიკ­ვაშ­ვილ­მა, რ. შენ­გე­ლი­ამ, ე. შენ­გე­ლი­ამ. ამას­თან, სა­გუ­ლის­ხმო­ა, რომ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ნაშ­რო­მე­ბის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი ეთ­მო­ბო­და საბ­ჭო­თა სა­ო­ჯა­ხო სა­მარ­თლის ინ­სტი­ტუ­ტებს, რო­ცა კვლე­ვის სა­განს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის სის­ტე­მა­ში დღე­ვან­დე­ლი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ად­გი­ლი ეჭი­რა; რაც შე­ე­ხე­ბა უკა­ნას­კნე­ლი ორი ათ­წლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ო­ჯა­ხო სა­მარ­თლის პრობ­ლე­მებ­ზე შექ­მნილ ნაშ­რო­მებს, ისი­ნი ზო­გა­დი ხა­სი­ა­თი­საა და ცალ­კე­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის დაწ­ვრი­ლე­ბი­თი გან­ხილ­ვა მა­თი ამო­ცა­ნა არ არის.

მშობ­ლებ­სა და შვი­ლებს შო­რის პი­რა­დი და ქო­ნებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა­თა გან­სა­ხილ­ვე­ლად ნაშრომში გა­ა­ნა­ლი­ზე­ბუ­ლია სა­მარ­თლის ისე­თი ცნე­ბე­ბი, რო­მელ­თა შინაარსი სცილ­დე­ბა ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის მიზ­ნებს და მო­ი­ცავს სა­მარ­თლებ­რი­ვი ხა­სი­ა­თის სხვა ურ­თი­ერ­თო­ბებ­საც.

 

მკითხველის შეფასება

ნანახია 17 - ჯერ , 1 ნახვა დღეს

მსგავსი პროდუქტები