დათვალიერება

ოჯახში ძალადობის პრობლემები საქართველოში

გამოქვეყნების თარიღი: მარტი 25, 2018

გასაყიდი ფასი

GEL 18.00

წიგნის შეძენა შესაძლებელია:

წიგნის მაღაზია "იურისტების სამყარო" თბილისი, მ.კოსტავას#75

წიგნის მაღაზია "იურისტების სამყარო" თბილისი, კ.კეკელიძე   #1

ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში საქართველოს მაშტაბით.

უფასო ნიმუში
ფორმატი: 14,5 x 21 რბილი ყდა, 340 გვ.
ქართული
978-9941-9561-6-4

წიგნის აღწერა

წინათქმა

კაცობრიობამ თავისი განვითარების მანძილზე არა ერთი ქარტეხილი გამოიარა. იყო დიდი ტრანსფორმაციების,  სტაბილურობისა თუ სტაგნაციის პერიოდები, მაგრამ ყველა ეპოქა უნიკალურია, თავისი ხელწერა აქვს და განსაკუთრებული ელფერი დაჰკრავს. გავადევნოთ თვალი ისტორიას და მოკლედ შევჩერდეთ უდიდესი მნიშვნელობის მოვლენებზე, რომლებმაც შეცვალეს საზოგადოების ცხოვრება. პირველყოფილი წყობილების პერიოდში, კერძოდ ახალი ქვის ხანაში, მოხდა უდიდესი ცვლილება, რომელსაც მეცნიერებმა ,,ნეოლითური რევოლუცია“ უწოდეს. მიუხედავად იმისა, რომ ახალი ქვის ხანამ მხოლოდ 3 ათასი წელი იარსება, საკაცობრიო საგანძურში გაცილებით მეტი და ფასეული შეიტანა, ვიდრე წინამორბედმა საზოგადოებებმა ერთად აღებულმა, რადგან სოციუმში მოხდა თვისობრივი ცვლილება, უდიდესი ნახტომი-მიმთვისებლური მეურნეობიდან ადამიანი გადავიდა მწარმოებლურზე. თუ მანამდე მთავარი როლი ქალს ეკისრებოდა, ახლა სიტუაცია შეიცვალა, მამაკაცმა წინ წამოიწია, წარმოიქმნა პატრიარქალური აზროვნება, სტანდარტები, სტეროტიპები, ,,კლიშეები“, დადგა მამაკაცის ბატონობის ხანა. გამოხდა ხანი, მე-18 საუკუნიდან იწყება კიდევ ერთი უდიდესი გარდატეხის პერიოდი, სათავეს იღებს ,,სამრეწველო რევოლუცია“, ადამიანის ფიზიკური შრომა იცვლება მანქანურით, ფაბრიკა-ქარხნებში მამაკაცების გვერდით ჩნდებიან ქალი მუშები, ისინი თანდათან ეკონომიკურად დამოუკიდებელი ხდებიან, დაახლოებით ამ პერიოდს ემთხვევა ქალთა სამოქალაქო უფლებებისათვის ბრძოლის საწყისი ეტაპი, ქალ მუშათა პირველი გაფიცვები და სხვა აქტივობები. მე-20 საუკუნის შუა ხანებიდან მსოფლიოში  უკვე ფეხს იკიდებს ავტომატიზირებული მანქანა-დანადგარების დანერგვა, კიბერ-ტექნოლოგიების განვითარება, კვლავ ახალი ნახტომი კაცობრიობის განვითარებაში, იწყება ,,საინფორმაციო რევოლუცია“, რომელიც ძირეულად ცვლის ცხოვრების წესს. სამყარო დაპატარავდა, აჩქარდა, კომპიუტერულმა ტექნოლოგიებმა შესაძლებელი გახადა მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხების უმოკლეს დროში   გადაწყვეტა. ეპოქის ახალმა გამოწვევებმა ფიზიკურად სუსტი ქალის როლი კვლავ წინ წამოსწია, იგი უფრო აქტიური, წარმატებული და რეალიზებული გახადა. დემოკრატიული ფასეულობებისა და სხვა მიზეზების გათვალიწინებით დღის წესრიგში დადგა მამაკაცსა და ქალს შორის თანასწორობის საკითხის არა მხოლოდ კანონში დეკლარირება, არამედ ცხოვრებაში გატარება, იმ სტერეოტიპების დამსხვრევა, რომელიც საზოგადოებას რეალობის აღქმაში ხელს უშლის.წინამდებარე ნაშრომის ავტორთა ჯგუფი შეეცადა კომპლექსურად შეესწავლა საკითხი. მოიძია საქართველოს მოქმედ კანონმდებლობაში არსებული ყველა ის კანონი, რომელიც ოჯახური ძალადობისა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღკვეთას უკავშირდება, იმ ფაქტის ხაზგასასმელად, რომ სახელმწიფო აღიარებს ოჯახურ ძალადობას სისხლის სამართლის საქმედ, რომ ოჯახური ძალადობა არ არის მხოლოდ პრივატული საქმე და რომ ის სახელმწიფოს ზრუნვის საგანია. იმის მიუხედავად, რომ 2006 წლიდან არსებობს ,,ოჯახური ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონი, საზოგადოება პრობლემას ადეკვატურად ვერ აღიქვამს. ჩვენი მიზანია ჩავწვდეთ იმ მიზეზებს, რომლებიც ხელს უშლის ოჯახური ძალადობის საკითხის საზოგადოების ფართო ფენებისათვის აქტუალიზაციას. აღნიშნულის მისაღწევად, შევადგინეთ წინამდებარე სახელმძღვანელო, შევისწავლეთ საოჯახო ურთიერთობების ამსახველი სამეცნიერო ეთნოგრაფიული და ისტორიული მასალა, შევაჯერეთ და ახალ პრიზმაში დანახული წარმოგიდგინეთ. იმის დასადასტურებლად, რომ მსოფლიოში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა უაღრესად აქტუალური საკითხთაგანია, წარმოვადგინეთ ყველა ის საქმე, რომელიც განხილულია ან ამჟამად განიხილება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

დღეს, საქართველო ახალ სახელმწიფოს აშენებს, ახალ გამოწვევებს ახალი ცნობიერების მქონე ადამიანები ესაჭიროება, აღნიშნულის მიღწევის ერთ-ერთი მთავარი საშუალება განათლების დონის ამაღლებაა. ნაშრომი,  სწორედ ამ საქმეს ემსახურება.

მკითხველის შეფასება

ნანახია 2261 - ჯერ , 1 ნახვა დღეს

მსგავსი პროდუქტები