დათვალიერება

პროკურორი როგორც სახელმწიფო ბრალმდებელი

გამოქვეყნების თარიღი: ივნისი 29, 2018

გასაყიდი ფასი

GEL 12.00

წიგნის შეძენა შესაძლებელია: 

წიგნის მაღაზია "იურისტების სამყარო" თბილისი, მ.კოსტავას#75

 წიგნის მაღაზია "იურისტების სამყარო" თბილისი, კ.კეკელიძე   #1

 ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში საქართველოს მაშტაბით.

უფასო ნიმუში
ფორმატი: 14,5 x 21, რბილი ყდა, 180 გვ.
ქართული
978-9941-9607-2-7

წიგნის აღწერა

საქართველოს ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი (შემოკლებით – სსსკ) გამოირჩევა რამდენიმე ძირითადი საკანონმდებლო სიახლით, რომელიც შეეხება საგამოძიებო და სასამართლო პროცედურების გამარტივებას, სისხლის სამართლის პროცესის პრინციპებს, სისხლისსამართლებრივ დევნას, სასამართლოსა და პროკურატურის ,უფლებამოსილებათა ახლებურ გააზრებას, დაზარალებულის სტატუსს, მოწმისა და დამსწრე პირის უფლებებს, საპროცესო იძულების და აღკვეთის ღონისძიებებს, წინასასამართლო სხდომას, სიახლეებს განაჩენის გასაჩივრების პროცედურაში და სხვ. უმთავრესი კი, ქართული სამართლებრივი სივრცისათვის თვისობრივად ახალი, სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვის ნოვატორული პროცედურაა, რაც ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღებას გულისხმობს, რომელიც, იმედია, დადებით გავლენას მოახდენს სამართლიანი და ობიექტური მართლმსაჯულების განხორციელებაზე.მონოგრაფიის დამუშავებისა და გამოცემის მიზანი სწორედ ისაა, რომ გაზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, პროკურორის ფუნქციებისა და საქმიანობის სხვადასხვა ასპექტები ახლებურ მიდგომას, შესწავლას და გაანალიზებას მოითხოვს, მათ შორის – სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის კუთხითაც.ავტორი სიამოვნებით მიიღებს და გაითვალისწინებს ნაშრომის ირგვლივ გამოთქმულ ყველა სამართლიან შენიშვნას.

 

 

 

მკითხველის შეფასება

ნანახია 132 - ჯერ , 1 ნახვა დღეს

მსგავსი პროდუქტები