დათვალიერება

რბილი სამართლის გავლენა კორპორაციული მართვის ეფექტიანობაზე

გამოქვეყნების თარიღი: მაისი 23, 2018

გასაყიდი ფასი

GEL 12.00

წიგნის შეძენა შესაძლებელია:

წიგნის მაღაზია "იურისტების სამყარო" თბილისი, მ.კოსტავას#75

წიგნის მაღაზია "იურისტების სამყარო" თბილისი, კ.კეკელიძე   #1

ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში საქართველოს მაშტაბით.

უფასო ნიმუში
21 რბილი ყდა, 183 გვ.
ქართული
978-9941-9561-8-8

წიგნის აღწერა

ბლექსტოუნის ხატოვანი გამოთქმა სააქციო საზოგადოება პატარა რესპუბლიკას წააგავს1 დღესაც აქტუალობას ინარჩუნებს. როგორც სახელმწიფოს ჭირდება თანამედროვე დემოკრატიული ბიუროკრატიული სისტემა მისი ფუნქციის განხორციელებისა და ამოცანის შესასრულებლად, ასევეა სასიცოცხლოდ აუცილებელი ბიზნეს სუბიექტისთვის ისეთი მდგრადი და მოქნილი ინტეგრირებული კორპორაციული სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც მის გამართულ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. მართალია, სახელმწიფოს, მისი ორგანოების, სამთავრობო თუ საქვეუწყებო, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და კერძო სექტორის სოციალური წარმონაქმნების მართვა სხვადასხვა კონცეფციას ეფუძნება, თუმცა კარგი და ეფექტიანი მმართველობის თვალსაზრისით, მათთვის ძალიან ბევრი საერთო მახასიათებელი იკვეთება, რაც ორივე სუბიექტის2 საქმიანობის წარმატების წინაპირობად უნდა განიხილებოდეს. უფრო მეტიც, თანამედროვე პარადიგმა ახალი საჯარო მმართველობა3 ეფუძნება იმ პრინციპს, რომ საჯარო, სახელმწიფოებრივი ბიუროკრატიის საქმიანობისთვის მიზანშეწონილია, თანამედროვე კერძო კორპორაციული მართვისთვის დამახასიათებელი სტრუქტურის არსებობა, რაც სახელმწიფოში უახლესი მართვის საფუძვლებსა და განვითარების შედეგად შემოტანილ სისტემას და აზროვნებას შექმნის. ეს კი მართვას ბევრი მიმართულებით უფრო მოქნილს, კონტროლსა და მდგრად განვითარებაზე დაფუძნებულს გახდის.

მკითხველის შეფასება

ნანახია 393 - ჯერ , 1 ნახვა დღეს

მსგავსი პროდუქტები